USD 2.7503
EUR 3.1249
RUB 3.3429
Тбилиси
დონალდ ტრამპი - ჯონ ბოლტონი გაბოროტებული სულელია, რომელსაც მხოლოდ ომი უნდოდა
дата:  294

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის თქმით, ჯონ ბოლტონი გაბოროტებული სულელია, რომელსაც მხოლოდ ომი უნდოდა, - ამის შესახებ დონალდ ტრამპმა Twitter-ზე დაწერა.

„შეშლილი ჯონ ბოლტონის უაღრესად მოსაწყენი წიგნი ცრუ ისტორიებზეა აგებული. ის მხოლოდ კარგს ამბობდა ჩემზე, სანამ სამსახურიდან დავითხოვდი. გაბოროტებული და მოსაწყენი სულელი მანამდე მხოლოდ ომზე ფიქრობდა. აი რეგვენი!“, - წერს ტრამპი.

აშშ-ს პრეზიდენტის განაწყენების მიზეზი მემუარების წიგნი გახდა, რომელიც მისმა ყოფილმა მრჩეველმა უსაფრთხოების საკითხებში ჯონ ბოლტონმა გამოსცა. წიგნში ბოლტონი წერს, რომ ტრამპი არჩევნებში გასამარჯვებლად დახმარებას ჩინეთს სთხოვდა და უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გაწევის წინააღმდეგი იყო. მემუარებში თეთრი სახლის ლიდერი არაკომპეტენტურობაშია მხილებული. ბოლტონი იგონებს, რომ ტრამპს წარმოდგენა არ ჰქონდა, იყო თუ არა ბრიტანეთი ბირთვული სახელმწიფო და არ იცოდა, რომ ფინეთი რუსეთის ნაწილი არ იყო. დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ბოლტონის მემუარები ზესაიდუმლო ინფორმაციას შეიცავს, რომლის გამოქვეყნების უფლებაც ყოფილ მრჩეველს არ ჰქონდა.

культура
კულტურის სამინისტრომ დათო დოიაშვილი თეატრის ხელმძღვანელის თანამდებობიდან გაათავისუფლა

კულტურის სამინისტრომ დავით დოიაშვილი “ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკისა და დრამის თეატრის” ხელმძღვანელის თანამდებობიდან გაათავისუფლა. შესაბამის განცხადებას საქართველოს კულტურის სამინისტრო ავრცელებს.

კულტურის სამინისტრო გადაწყვეტილების მიზეზებს განმარტავს და აცხადებს, რომ სამინისტროს მხრიდან "არაერთგზის გაფრთხილების" მიუხედავად, “ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკალური კომედიისა და დრამის პროფესიული სახელმწიფო თეატრის” ხელმძღვანელობა სადამფუძნებლო მიზნებით გათვალისწინებულ "ვალდებულებას არ ასრულებდა", ხოლო თეატრში შემოქმედებითი პროცესი თვეების მანძილზე შეჩერებული იყო.

“ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკალური კომედიისა და დრამის პროფესიული სახელმწიფო თეატრი” არის სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი.

სახელმწიფო პროფესიული თეატრი, ისევე, როგორც ნებისმიერი სხვა სსიპ-ი ანგარიშვალდებულია და აქვს კანონით დაკისრებული მოვალეობა, აღასრულოს მიზნები, რისთვისაც სახელმწიფომ დააფუძნა.

კერძოდ, თეატრში შემოქმედებითი საქმიანობა უნდა ხორციელდებოდეს ისევე უწყვეტად, როგორც სახელმწიფო ბიუჯეტიდან მისი დაფინანსება ხორციელდება.

საქართველოს კულტურის სამინისტროს მხრიდან არაერთგზის გაფრთხილების მიუხედავად, სამწუხაროდ, “ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკალური კომედიისა და დრამის პროფესიული სახელმწიფო თეატრის” ხელმძღვანელობა სადამფუძნებლო მიზნებით გათვალისწინებულ ამ ვალდებულებას არ ასრულებდა. სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიღებული უწყვეტი დაფინანსების პირობებში, თეატრში შემოქმედებითი პროცესი თვეების მანძილზე შეჩერებული იყო.

აქედან გამომდინარე, კულტურის სამინისტრომ, როგორც სსიპ “ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკისა და დრამის თეატრის” დამფუძნებელმა უწყებამ, მიიღო კანონისმიერი გადაწყვეტილება, სსიპ-ის უწყვეტ და გამართულ ფუნქციონირებაზე პასუხისმგებელი პირის, თეატრის ხელმძღვანელის, დავით დოიაშვილის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ”, - აღნიშნულია განცხადებაში.

более
голосование
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
голосование
Кстати