აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი არ გამორიცხავს, რომ საპრეზიდენტო არჩევნების საბოლოო შედეგები კენჭისყრიდან რამდენიმე თვის შემდეგ გახდეს ცნობილი. ამის შესახებ Deutsche Welle წერს.
„ნაკლებად სავარაუდოა, რომ გამარჯვებული კენჭისყრის დღეს გამოვლინდეს. ეს უკავშირდება იმას, რომ ბევრი ადამიანი ხმას ფოსტის საშუალებით მისცემს“, - განაცხადა თეთრი სახლის ლიდერმა.
მანამდრე ტრამპს არაერთხელ უთქვამს, რომ ფოსტის საშუალებით მასობრივად ხმის მიცემის შემთხვევაში, როგორც ამას დემოკრატები ითხოვენ, არჩევნების შედეგები შესაძლოა გაყალბდეს, თვითონ კენჭისყრის პროცესი კი უცხო ძალების ჩარევის წინაშე უფრო მოწყვლადი გახდება.
აშშ-ში საპრეზიდენტო არჩევნები 3 ნოემბერს გაიმართება. დონალდ ტრამპის მეტოქე დემოკრატიული პარტიის კანდიდატი ჯო ბაიდენი იქნება.
წყარო: https://www.dw.com/ru/
უკრაინას იმაზე უფრო ძლიერი კოზირები აქვს, ვიდრე დონალდ ტრამპს ეგონა, - განაცხადა პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა. როგორც რადოსლავ სიკორსკიმ აღნიშნა, უკრაინა რუსეთის სიღრმეში წარმატებულ დარტყმებს ახორციელებს, ტრამპს კი გამარჯვებულები მოსწონს.
„უკრაინა საკუთარი დრონებითა და რაკეტებით დარტყმებს რუსეთის სიღრმეში ახორციელებს. ამიტომ, არ გამიკვირდება, თუ არც ისე დიდი ხნის შემდეგ ვოლოდიმირ ზელენსკი მისი საყვარელი პოლიტიკოსი გახდება“, - განაცხადა სიკორსკიმ