USD 2.6444
EUR 3.0141
RUB 3.3893
თბილისი
დონალდ ტრამპი - არჩევნების შედეგები შესაძლოა გაყალბდეს და ხმების დათვლას რამდენიმე თვე დასჭირდეს
თარიღი:  772

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი არ გამორიცხავს, რომ საპრეზიდენტო არჩევნების საბოლოო შედეგები კენჭისყრიდან რამდენიმე თვის შემდეგ გახდეს ცნობილი. ამის შესახებ Deutsche Welle წერს.

„ნაკლებად სავარაუდოა, რომ გამარჯვებული კენჭისყრის დღეს გამოვლინდეს. ეს უკავშირდება იმას, რომ ბევრი ადამიანი ხმას ფოსტის საშუალებით მისცემს“, - განაცხადა თეთრი სახლის ლიდერმა.

მანამდრე ტრამპს არაერთხელ უთქვამს, რომ ფოსტის საშუალებით მასობრივად ხმის მიცემის შემთხვევაში, როგორც ამას დემოკრატები ითხოვენ, არჩევნების შედეგები შესაძლოა გაყალბდეს, თვითონ კენჭისყრის პროცესი კი უცხო ძალების ჩარევის წინაშე უფრო მოწყვლადი გახდება.

აშშ-ში საპრეზიდენტო არჩევნები 3 ნოემბერს გაიმართება. დონალდ ტრამპის მეტოქე დემოკრატიული პარტიის კანდიდატი ჯო ბაიდენი იქნება.

წყარო: https://www.dw.com/ru/

საზოგადოება
განათლების მინისტრი - სასკოლო ფორმის ფასი იქნება რამდენჯერმე იაფი კერძო სკოლების ფორმების ფასთან შედარებით

უახლოეს დღეებში ჩვენ დავადგენთ ფასს, რომელიც განისაზღვრება როგორც პიჯაკებისთვის, ასევე შარვლებისა და ქვედაბოლოებისთვის. სრული პასუხისმგებლობით მინდა გითხრათ, რომ ფასი იქნება რამდენჯერმე იაფი კერძო სკოლების ფორმების ფასთან შედარებით, - ამის შესახებ განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა, გივი მიქანაძემ სასკოლო ფორმებთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი თქმით, საქართველოს პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, ყველა ის ოჯახი, რომელიც ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შეფასებულია 65 000 ან ნაკლები სარეიტინგო ქულით და ჰყავს დაწყებითი კლასის მოსწავლე, ფორმას სრულიად უსასყიდლოდ მიიღებს.

„ჩვენი მიზანი იყო და არის, რომ ეს საქმიანობა ქართულ კომპანიებთან ერთად განხორციელდეს, მაგრამ როდესაც ბაზრის კვლევა და ტენდერი თავისუფალი მონაწილეობის შესაძლებლობას ითვალისწინებს, პირველი ბაზრის კვლევის შედეგად გამოვლენილმა კომპანიამ, სამწუხაროდ, ხელშეკრულების გასაფორმებლად საჭირო დოკუმენტაცია სრულყოფილად ვერ წარმოადგინა. კანონმდებლობიდან გამომდინარე, აღნიშნული ბაზრის კვლევა ვერ შედგა.

კომპანია, რომელთანაც ჩვენ გავაფორმეთ ხელშეკრულება, ჩინეთში უმაღლესი სტანდარტის მქონე და ნომერ პირველი სასკოლო ფორმების მწარმოებელია. ამ კომპანიის ხელმძღვანელი უკვე ჩამოსულია საქართველოში. დღეს მასთან შეხვედრა გავმართეთ და სრული გარანტია მივიღეთ როგორც ხარისხზე, ასევე ვადებზე,” - განაცხადა გივი მიქანაძემ.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის