USD 2.6415
EUR 3.0237
RUB 3.4214
თბილისი
დონალდ ტრამპი - ახლა ქვეყნის გახსნის დროა, არასდროს დავიხურებით.
თარიღი:  1138

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ქვეყანაში სკოლების გახსნის აუცილებლობაზე საუბრობს და აცხადებს, რომ კორონავირუსმა, შესაძლოა, გარკვეული სირთულეები მომავალშიც გამოიწვიოს, მაგრამ შეერთებული შტატები აღარ დაიხურება.

„ახლა ქვეყნის გახსნის დროა, არასდროს დავიხურებით. იქ, სადაც ხანძარი გაჩნდება, ჩავაქრობთ, მაგრამ სკოლები უნდა გავხსნათ,“- განაცხადა დონალდ ტრამპმა.

მისივე თქმით, შეერთებულმა შტატებმა ათასობით ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა შეძლო.

„ახლა 130 000 ამერიკელია დაღუპული. ვფიქრობ, ეს რიცხვი, შესაძლოა 2.5 ან 2 მილიონიც კი ყოფილიყო,“ - აღნიშნა დონალდ ტრამპმა.

დონალდ ტრამპმა ასევე აღნიშნა, რომ შესაძლოა, კონკრეტულ ადგილებში კორონავირუსმა სიძნელეები მომავალშიც შექმნას, თუმცა გუბერნატორებმა შესაბამისი ზომები უნდა მიიღონ.

საზოგადოება
კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო ჭაქვინჯის ციხის სრულ რეაბილიტაციას გეგმავს
საქართველოს კულტურის სამინისტროს ხელშეწყობითა და მხარდაჭერით კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო ჭაქვინჯის ციხის სრულ რეაბილიტაციას გეგმავს. ამ ეტაპზე აქტიურად მიმდინარეობს რეაბილიტაციის საპროექტო დოკუმენტაციის მომზადება.
ეროვნული მნიშვნელობის კატეგორიის უძრავი ძეგლი საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორის პირველმა მოადგილემ, თამარ ყურაშვილმა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერმა, დავით კოდუამ მოინახულეს.
სააგენტოსა და მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებმა ადგილზე დაათვალიერეს ციხის მდგომარეობა, ისაუბრეს მისი ისტორიული მნიშვნელობისა და სრული რეაბილიტაციის შემდეგ, მემკვიდრეობის ძეგლის კულტურულ-საგანმანათლებლო და ტურისტული პოტენციალის შესახებ, როგორც რეგიონის, ისე ქვეყნის მასშტაბით.
ჭაქვინჯის ციხეს ეროვნული მნიშვნელობის კატეგორიის უძრავი ძეგლის სტატუსი 2017 წელს მიენიჭა. ციხის კომპლექსი V-XVII საუკუნეებით დათარიღებული ქართული სათავდაცვო არქიტექტურის ნიმუშია, რომელიც მდებარეობს ზუგდიდის მუნიციპალიტეტში. მისი ისტორია მნიშვნელოვნად არის დაკავშირებული შუა საუკუნეების სამეგრელოს (ოდიშის) ისტორიასთან.
ძეგლზე სხვადასხვა პერიოდის ადრე, განვითარებული და შუა საუკუნეების სამშენებლო ფენებია გამოვლენილი. ნაგებობებს აქვთ თავისი ეპოქისთვის დამახასიათებელი სტილისტური და გეგმარებით-კონსტურქციული ელემენტები და მნიშვნელოვანი ისტორიული მახასიათებლები.
პროექტის მხარდამჭერია ასევე ზუგდიდის მუნიციპალიტეტი. მუნიციპალიტეტის ორგანიზებით, მოეწყობა ჭაქვინჯის ციხის მიმდებარე ტერიტორია და საგზაო ინფრასტრუქტურა.
სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის