აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ქვეყანაში სკოლების გახსნის აუცილებლობაზე საუბრობს და აცხადებს, რომ კორონავირუსმა, შესაძლოა, გარკვეული სირთულეები მომავალშიც გამოიწვიოს, მაგრამ შეერთებული შტატები აღარ დაიხურება.
„ახლა ქვეყნის გახსნის დროა, არასდროს დავიხურებით. იქ, სადაც ხანძარი გაჩნდება, ჩავაქრობთ, მაგრამ სკოლები უნდა გავხსნათ,“- განაცხადა დონალდ ტრამპმა.
მისივე თქმით, შეერთებულმა შტატებმა ათასობით ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა შეძლო.
„ახლა 130 000 ამერიკელია დაღუპული. ვფიქრობ, ეს რიცხვი, შესაძლოა 2.5 ან 2 მილიონიც კი ყოფილიყო,“ - აღნიშნა დონალდ ტრამპმა.
დონალდ ტრამპმა ასევე აღნიშნა, რომ შესაძლოა, კონკრეტულ ადგილებში კორონავირუსმა სიძნელეები მომავალშიც შექმნას, თუმცა გუბერნატორებმა შესაბამისი ზომები უნდა მიიღონ.
18-თვიანი მოლაპარაკებების შემდეგ დამასკომ და მოსკოვმა ხელი მოაწერეს მემორანდუმს სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ. შეთანხმების მიხედვით სამოქალაქო ობიექტები, მათ შორის ჰამეიმიმის აეროპორტი და ტარტუსის პორტის ნავმისადგომი, სირიის მართვაში გადავა, ხოლო სამხედრო ბაზები ერთობლივ საწვრთნელ ცენტრებად გარდაიქმნება.
შეთანხმება ძალაში სამი თვის განმავლობაში შევა.