USD 2.6462
EUR 3.0177
RUB 3.4052
თბილისი
დიმიტრი ხუნდაძე - ხშირად, ავტომობილს ყავს ერთი მძღოლი...ამიტომ, ამაზე საუბარი სპეკულაციურია
თარიღი:  2798

რატომ არ უნდა შეიცვალოს მანქანით 3-ზე მეტი პირის მგზავრობის შეზღუდვა - ხუნდაძის განმარტება

ქართული ოცნების დეპუტატი, ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე, დიმიტრი ხუნდაძე განმარტავს, რატომ უნდა დარჩეს ძალაში მანქანაში 3-ზე მეტი ადამიანის მგზავრობის შეზღუდვა.

 "მანქანას მართავს მძღოლი, ხშირად, ავტომობილს ყავს ერთი მძღოლი. ავტომობილში ყველაზე ხშირად წინ ზის მძღოლი. როცა ავტომობილში არა ოჯახის წევრი შესაძლოა იყოს, ეს მგზავრი შეიძლება დღეში რამდენჯერმე იცვლებოდეს, მაგალითად, ტაქსიში, სხვა ავტომანქანაში, შეუძლია, გაუჩეროს თანასოფლელს, თანამოქალაქეს ა.შ. მაგრამ, უკან თუ ზის ცოლ-ქმარი, მას გადამოწმებაც არ სჭირდება, იმიტომ, რომ დისტანცია მძღოლთან დაცულია. ამიტომ, ქორწინების მოწმობის შემოწმება აღარ არის საჭირო. ამიტომ, ამაზე საუბარი სპეკულაციურია", - თქვა მან პლენარულ სხდომაზე.

პარლამენტი დაჩქარებული წესით განიხილავს ხუნდაძის კანონპროექტს, რომელიც მთავრობას უფლებას მისცემს, შეზღუდვები საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გარეშე დააწესოს. მიზეზად ხელისუფლება ახალ კორონავირუსის გავრცელების საფრთხეს ასახელებს.

ოპოზიცია, სახალხო დამცველი და არასამთავრობო ორგანიზაციები აცხადებენ, რომ კანონპროექტი არაკონსტიტუციურია.

საქართველოში 21 მარტიდან დაწესებული საგანგებო მდგომარეობა 22 მაისის ჩათვლით მოქმედებს. 23 მაისიდან ის მოიხსნება, კომენდანტის საათთან ერთად. მთავრობას სურს, სხვა შეზღუდვები, რომელიც ტრანსპორტის აკრძალვას, გაადგილებას და ბიზნესის მუშაობას ეხება, ძალაში დატოვოს

საზოგადოება
კათოლიკოს-პატრიარქმა აბიტურიენტები დალოცა

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა შიო III-მ აბიტურიენტები დალოცა და საჩუქრად ჯვრები გადასცა.

მანამდე, პატრიარქმა თბილისის ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში წირვა აღავლინა.

ღვთისმსახურება თბილისის ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში 10:00 საათზე დაიწყო.

 ძვირფასო აბიტურიენტებო, გლოცავთ დიდი სიყვარულით, გისურვებთ ღვთის შეწევნას და წარმატებას მისაღებ გამოცდებში. გახსოვდეთ, რომ ცოდნა დიდი საუნჯეა, რომელიც ადამიანს ამაღლებს - ასე მიმართა აბიტურიენტებს შიო მესამე

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის