ქართული ოცნების დეპუტატი, ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე, დიმიტრი ხუნდაძე განმარტავს, რატომ უნდა დარჩეს ძალაში მანქანაში 3-ზე მეტი ადამიანის მგზავრობის შეზღუდვა.
პარლამენტი დაჩქარებული წესით განიხილავს ხუნდაძის კანონპროექტს, რომელიც მთავრობას უფლებას მისცემს, შეზღუდვები საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გარეშე დააწესოს. მიზეზად ხელისუფლება ახალ კორონავირუსის გავრცელების საფრთხეს ასახელებს.
ოპოზიცია, სახალხო დამცველი და არასამთავრობო ორგანიზაციები აცხადებენ, რომ კანონპროექტი არაკონსტიტუციურია.
საქართველოში 21 მარტიდან დაწესებული საგანგებო მდგომარეობა 22 მაისის ჩათვლით მოქმედებს. 23 მაისიდან ის მოიხსნება, კომენდანტის საათთან ერთად. მთავრობას სურს, სხვა შეზღუდვები, რომელიც ტრანსპორტის აკრძალვას, გაადგილებას და ბიზნესის მუშაობას ეხება, ძალაში დატოვოს
18-თვიანი მოლაპარაკებების შემდეგ დამასკომ და მოსკოვმა ხელი მოაწერეს მემორანდუმს სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ. შეთანხმების მიხედვით სამოქალაქო ობიექტები, მათ შორის ჰამეიმიმის აეროპორტი და ტარტუსის პორტის ნავმისადგომი, სირიის მართვაში გადავა, ხოლო სამხედრო ბაზები ერთობლივ საწვრთნელ ცენტრებად გარდაიქმნება.
შეთანხმება ძალაში სამი თვის განმავლობაში შევა.