USD 2.6210
EUR 3.0212
RUB 3.2024
თბილისი
„დიემჯი ჯგუფი” „ლაგუნა ვერეს“, აბრეშუმისა და თამბაქოს ფაბრიკების ტერიტორიის განვითარების ახალ ეტაპს იწყებს
თარიღი:  61

„დიემჯი ჯგუფი”  ოფიციალურად აანონსებს ყოფილი აბრეშუმისა და თამბაქოს ფაბრიკებისა და „ლაგუნა ვერეს“ საკუთრებაში გადასვლას.

პროექტის მიზანია წლების განმავლობაში უფუნქციოდ დარჩენილი სივრცის რეაბილიტაცია და მისი ქალაქის ურბანულ იერსახეში ჰარმონიული ინტეგრირება.

ახალი პროექტის ფარგლებში, რომლის არქიტექტურულ კონცეფციაზეც მსოფლიოში აღიარებული ესპანური სტუდია Bofill Taller de Arquitectura იმუშავებს, საცხოვრებელ სახლებთან ერთად გათვალისწინებულია:

  • „ლაგუნა ვერეს“ აღდგენა ისტორიულ ფუნქციასთან ერთად, სივრცე დაუბრუნდება თბილისს;
  • ჰექტარი რეკრეაციული ზონის აღდგენა და ახალი ნარგავებით გამდიდრება;
  • აბრეშუმისა და თამბაქოს ყოფილი ფაბრიკების ტერიტორიებისთვის ახალი სიცოცხლის მინიჭება.

პროექტის ჯამური საინვესტიციო მოცულობა მილიარდ ლარამდე აღწევს. მშენებლობის და შემდგომ პერიოდში კომპანია 1 000-მდე ადგილობრივი სპეციალისტის დასაქმებას გეგმავს.

“დიემჯი ჯგუფი” აცნობიერებს საზოგადოების მაღალ ინტერესს აღნიშნული ლოკაციის მიმართ და მზადყოფნას გამოთქვამს, პროექტის დეტალების დაზუსტებისთანავე პროცესი საზოგადოებისთვის მაქსიმალურად გამჭვირვალედ წარმართოს.

წყარო:https://bm.ge/

მსოფლიო
დამასკომ და მოსკოვმა სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ მემორანდუმს ხელი მოაწერეს

18-თვიანი მოლაპარაკებების შემდეგ დამასკომ და მოსკოვმა ხელი მოაწერეს მემორანდუმს სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ. შეთანხმების მიხედვით სამოქალაქო ობიექტები, მათ შორის ჰამეიმიმის აეროპორტი და ტარტუსის პორტის ნავმისადგომი, სირიის მართვაში გადავა, ხოლო სამხედრო ბაზები ერთობლივ საწვრთნელ ცენტრებად გარდაიქმნება.

შეთანხმება ძალაში სამი თვის განმავლობაში შევა.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის