„დიემჯი ჯგუფი” ოფიციალურად აანონსებს ყოფილი აბრეშუმისა და თამბაქოს ფაბრიკებისა და „ლაგუნა ვერეს“ საკუთრებაში გადასვლას.
პროექტის მიზანია წლების განმავლობაში უფუნქციოდ დარჩენილი სივრცის რეაბილიტაცია და მისი ქალაქის ურბანულ იერსახეში ჰარმონიული ინტეგრირება.
ახალი პროექტის ფარგლებში, რომლის არქიტექტურულ კონცეფციაზეც მსოფლიოში აღიარებული ესპანური სტუდია Bofill Taller de Arquitectura იმუშავებს, საცხოვრებელ სახლებთან ერთად გათვალისწინებულია:
პროექტის ჯამური საინვესტიციო მოცულობა 1 მილიარდ ლარამდე აღწევს. მშენებლობის და შემდგომ პერიოდში კომპანია 1 000-მდე ადგილობრივი სპეციალისტის დასაქმებას გეგმავს.
“დიემჯი ჯგუფი” აცნობიერებს საზოგადოების მაღალ ინტერესს აღნიშნული ლოკაციის მიმართ და მზადყოფნას გამოთქვამს, პროექტის დეტალების დაზუსტებისთანავე პროცესი საზოგადოებისთვის მაქსიმალურად გამჭვირვალედ წარმართოს.
წყარო:https://bm.ge/
18-თვიანი მოლაპარაკებების შემდეგ დამასკომ და მოსკოვმა ხელი მოაწერეს მემორანდუმს სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ. შეთანხმების მიხედვით სამოქალაქო ობიექტები, მათ შორის ჰამეიმიმის აეროპორტი და ტარტუსის პორტის ნავმისადგომი, სირიის მართვაში გადავა, ხოლო სამხედრო ბაზები ერთობლივ საწვრთნელ ცენტრებად გარდაიქმნება.
შეთანხმება ძალაში სამი თვის განმავლობაში შევა.