USD 2.7563
EUR 3.0143
RUB 3.2162
თბილისი
დიდი ჟამიანობა XVII საუკუნის ლონდონში - კარანტინი და ეკონომიკის კრახი.
თარიღი:  2377

1665-1666 წლების დიდმა ჟამიანობამ ლონდონში 100 ათასი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. მთავრობამ, მაშინ ისევე როგორც დღეს, კორონავირუსის ეპიდემიის აფეთქებისას საყოველთაო კარანტინი გამოაცხადა. ხალხი პროდუქტს ყიდულობდა და სახლში რჩებოდნენ, იკეტებოდა და კოტრდებოდა საწარმოები.

დღევანდელ მსოფლიოსთან პარალელების გავლება  იმ დროის ორი ისტორიული დოკუმენტით შეიძლება, დანიელ დეფოს „ჟამიანი წელიწადის დღიურები“ და „სემუელ პიპსის დღიური“

„პროდუქტების შესაძენად სახლიდან გასვლის აუცილებლობა იყო ქალაქის დაღუპვის მიზეზი, სწორედ ამ დროს ხდებოდა დაავადების გადაცემა ადამიანებს შორის“ დანიელ დეფო „ჟამიანი წელიწადის დღიურები“ 1722 წ.

„სასიცოცხლოდ აუცილებელია დაავადების გავრცელების შენელება... ამიტომ ვთხოვთ ადამიანებს სახლში დარჩენას...“ ბორის ჯონსონი,   2020 წლის 23 მარტის მიმართვა.

რა ცოტა ხალხია ქუჩაში და ისინიც ისე დადიან თითქოს უკვე დაემშვიდობნენ სიცოცხლეს. შევიარე ბირჟაზე და იქაც მხოლოდ 50 ადამიანი იყო. როგორც ჩანს, მალე კიდევ უფრო ცოტა დარჩება. ამიტომაც დღეს გადავწყვიტე მეთქვა „მშვიდობით“ ლონდონის ქუჩებო“. „სემუელ პიპსის დღიური.“

ლონდონმა, სხვა ევროპული დედაქალაქებივით არაერთი ეპიდემია გადაიტანა. მედიცინა ვითარდება, მაგრამ  ახალი  დაავადების პირობებში, რომლის საწინააღმდეგო ვაქცინა ჯერ არ არსებობს, ინფექციის გავრცელება და მოსახლეობის ქცევა დიდად არ განსხვავდება    XVII საუკუნის ლონდონში არსებული ვითარებისგან.

მკერავის შვილმა, საზღვაო უწყების ჩინოვნიკმა და პიპსის ცნობილი დღიურის ავტორმა საკუთარ თავზე გამოცადა 1665-1666 წლის ჟამი (ჭირი), რომელმაც ლონდონის მოსახლეობის მეხუთედი, შეიძლება მეოთხედიც კი გამოასალმა სიცოცხლეს. ეს მიახლოებითი შეფასებაა და სავარაუდოდ სიკვდილიანობის პროცენტი ბევრად მაღალი იყო.

დანიელ დეფოს „ჟამიანი წელიწადის დღიურები“ აღნიშნული მოვლენებიდან 57 წლის შემდეგ, 1722 წელს გამოქვეყნდა. როგორც ჟურნალისტმა, დანიელ დეფომ კარგად იცოდა წყაროებთან მუშაობა და გულდასმით შეისწავლა ყველა არსებული ოფიციალური დოკუმენტი და თვითმხილველთა მოგონებები, გამოიყენა  ბიძამისის დღიურებიც. თავის რომანს დეფო, როგორც გაფრთხილებას  ისე წერდა: სწორედ ამ დროს ჭირი მარსელში მძვინვარებ­და და  არსებობდა მისი ლონდონში გავრცელების საშიშროება.

 ”ჭირი - მრისხანე დედოფალი თავად მობრძანდება ჩვენთან“

ჩინეთიდან გავრცელებული ახალი კორონავირუსის შესახებ ცნობები ზუსტად ჩინუ­რი ახალი წლის დღეებში გავრცელდა.  ბრიტანელთა უმრავლესობამ გაიგო ამის შესახებ მაგრამ ყურადღება არ მიაქცია. 12 მარტს გაერთიანებულ სამეფოში  დაავადების პირველი შემთხვევა დაფიქსირდა.

XVII საუკუნეში დაავადებების და ადამიანების გადაადგილების სიჩქარე ბევრად ნაკლები იყო. მეზობელი ჰოლანდიიდან ლონდონამდე ჭირის გავრცელებას ორი წელი დაჭირდა.

 „1663 წ. 19 ოქტ.

მე და სერ უ. ბატტენი (პიპსის კოლეგა საზღვაო უწყებაში, რომელსაც პიპსი ვერ იტანდა) წაველით კაფეში კონრჰილში, სადაც ბევრს საუბრობდნენ თურქულ საქმეზე (მოვლენები თანამედროვე ხორვატიაში) და იმაზრ, რომ ჭირმა უკვე ამსტერდამამდე მიაღწია“.

ათი თვის შემდეგ.

„1664 წ. 25 ივლისი.

სერ უ. ბატტენი და მე კვლავ წავედით კაფეში, არაფერი ახალი, მხოლოდ ჭირი აკერია ყველას პირზე და ამბობენ, რომ ჰოლანდიელებში ის კიდევ უფრო  გავრცელდა“.

დეფოს რომანის დასაწყისიც სწორედ იმ დროს უკავშირდება, როცა ჭირზე უკვე საყოველთაოდ ლაპარაკობდნენ.

„სადღაც 1664 წ. სექტემბრის დასაწყისში მეზობლებთან ერთად გავიგეთ, რომ ჭირი კვლავ დაბრუნდა ჰოლანდიაში. 1663 წელს ის განსაკუთრებით მძვინვარებდა  როტერდამსა და ამსტერდამში. ზოგი ამბობს, რომ იტალიიდან შემოიტანეს, ზოგი - ლევანტიიდან თურქული სავაჭრო გემებით, ზოგი - კვიპროსიდან. რა მნიშვნელობა აქვს საიდან მოვიდა, ყველა ეთანხმება რომ  ჰოლანდიაში ჭირი დაბრუნდა.

 დიდი ქალაქების პრობლემა.

ლონდონის უბედურება ის იყო, რომ სწორედ ეპიდემიის წინ ქალაქი ძალიან გაიზარდა. ინგლისელები სიხარულით დაემშიდობნენ კრომველის იძულებით, ასკეტურ მმართველობას და ენთუზიაზმით ჩაებნენ კარლოს II მმართველობის დროინდელ  მხიარულ და ფრივოლურ ატმოსფეროში.

ლონდონი დიდი შესაძლებლობების, მაღალი მოდის და მრავალფეროვანი გართობის  ქალაქი გახდა. არ იყო ომები და უსაქმოდ დარჩენილმა ჯარისკაცებმაც დედაქალაქში მოიყარეს თავი . დედაქალაქის მოსახლეობა ერთბაშად გაიზარდა 100 ათასი ადამიანით.

Лондон после чумы и пожара 1666 года. Иллюстрация

შედეგი სრულიად მოსალოდნელი იყო: სრული ანტისანიტარიის პირობებში, გადავსებულ სახლებში მცხოვრები დედაქალაქის მოსახლეობა მრავალჯერ გაიზარდა. ადამიანების გვერდით ყვაოდნენ და მრავლდებოდნენ კიდევ უფრო მრავალრიცხოვანი ვირთხები, ხოლო მათ რწყილებს ჭირის ბაქტერიები უკვე ადამიანებზე გადაქონდათ. ლონდონი ეპიდემისს გავრცელების იდეალურ ადგილად იქცა.

დღეს ვირთხებიც და რწყილებიც ბევრად ნაკლებია (თუმცა სწორედ ისინი არ არიან კორონა­ვირუსის გამავრცელებლები) მაგრამ  საზოგადოებრივი ტრანსპორტის სიმჭიდროვე, ხალხმრავალი ოფისები, საწარმოები, კაფეები და მაღზიები ისეთივე როლს თამაშობენ კო­რო­ნა­ვირუსის გავრცელებაში, როგორც XVII საუკუნის ღატაკი უბნები ჭირის გავრცელებაში.

 „მიცვალებულები არ ილევა,  ცოცხლები კი უფალს  მათი სულების შეწყალებას შესთხოვენ“

ლონდონის დიდი ჟამიანობა, როგორც ჩანს 1664 წელს დაიწყო კოვენტ-გარდენის ლონგ არკის ქუჩაზე. დღეს ეს ლონდონის ცენტრია,  ძვირადღიერებული მაღაზიებით, მოდური თეატრებით და რესტორნებით. 400 წლის წინ კი ამ ადგილს ცუდი სახელი ჰქონდა.

მომდევნო წლის ივნისისთვის, იმედი, რომ ჭირი ღარიბ რაიონებს არ გაცდებოდა არ გამართლდა. დაავადებამ ნელ-ნელა ლონდონის სიტის კომერციულ რაიონებამდე მიაღწია.

პიპსი

„1665 წ. 7 ინვისი

ყველაზე საშინელი სიცხე, რაც ცხოვრებაში განმიცდია... და დღეს ჩემდა უნებურად დრური ლეინზე (კოვენტ-გარდენი) წითელი ჯვრით მონიშნული ორი თუ სამი სახლი ვნახე წარწერით“ უფალო შეგვიწყალე ჩვენ“. ნანახმა ძალიან დამამწუხრა, რადგან ეს პრიველი შემთხვევა იყო ჩემს მეხსიერებაში.“

„1665 წ. 10 ივნისი.

სახლში ვივახშმე და ძალიან შევშფოთდი, როცა გავიგე, რომ ჭირმა სიტიმდე მოაღწია...შემდეგ წავედი კანტორაში წერილის დასამთავრებლად. დავბრუნდი სახლში და სასწრაფოდ საწოლში, მაგრამ ძალიან შეშფოთებული ვარ არსებული მდგომარეობით, ცუდი აზრები მიტრიალებს თავში, უნდა მოვაწესრიგო ჩემი საქმეები ვინიცობაა უფალს ჩემი წაყვანა მოუნდება, იყოს ნება მისი, დიდება სახელსა მისსა.“

დეფო

„11-დან 18 ივლისამდე კვირის განმავლობაში გარდაცვლილთა რაოდენობა 1761 იყო, თუმცა ჭირით მხოლოდ 16 ადამიანია გარდაცვლილი. მაგრამ მალე ყველაფერი შეიცვალა, განაკუთრებით კრიპლლგეიტის და კლერკენველის სამრევლოებში. აგვისტოს მეორე კვირაში კრიპლლგეიტის სამრევლოში 886 ადამიანი დაკრძალეს, ხოლო კლერკენვილში - 155. პირველ შემთხვევაში ამბობენ რომ შესაძლოა გარდაცვლილთაგან 850 ჭირით იყოს მკვდარი, მეორე შემთხვევაში ჭირით გარდაცლილია 150“.

 „სიჩუმეა, მხოლოდ სასაფლაო არ ცარიელდება, არ დუმს“

სამეფო კარი ლონოდნიდან ოქსფორდში ჯერ კიდევ 1665 წლის მაისში გადავიდა. მალე შეძლებულ ლონდონელთა უმეტესოამ შეკრა ბარგი და ოჯახებთან ერთად დატოვა ქალაქი. მათ კი, ვინც ნებით თუ უნებლიედ ქალაქში დარჩენა მოუწია, სიკვდილი ან ახლობლების დაკარგვა ელოდათ.

сбрасывают тела умерших в чумную могилу

 დეფო:

„ლონდონის იერიც კი უცნაურად შეიცვალა. ყველას სახეზე  მწუხარება და სევდა იკითხებოდა, ქალაქის იმ ნაწილებშიც კი, სადაც ჭირს ჯერ კიდევ ბოლომდე არ დანებებოდნენ....  შეიძლება ითქვას რომ მთელი ლონდონი ცრემლებში იყო. ქუჩებში არ დადიოდნენ შავებში ჩაცმული ადამიანები. არავინ აღარ იცვამდა შავებს მიცვალებულთა ხსოვნისთვის,  გლოვის ხმები ისმოდა ყველგან. ქალების და ბავშვების ტირილი ისე  ხშირად ისმოდა სახლებიდან, სადაც მათი ახლობლები სიკვდილს ებრძოდნენ ან უკვე გარდაიც­ვალნენ, რომ ვერავინ დარჩებოდა გულგრილი“.

პიპსი

„1665 16 აგვისტო.

სახლში მხოლოდ გვიან ღამე დავბრუნდი და ეკლესიის ეზოში მიმავალ კიბეების გვერდით ვიწრო შესახვევში ჭირით გარდაცვლილს გადავაწყდი.... მაგრამ, მადლობა ღმერთს ამას ძალიან არ ავუღელვებივარ. ჩემთვის გადავწყვიტე ასე გვიან არ ღირს ვიარო.“

„1665წ. 31 აგვისტო.

ავდეექი, მოვაგვარე საქმეები ვულიჩში გადასასვლელად  (პიპსის დროს ლონდონის გარეუბანი, დღეს ლონდონი). ჭირი, ყველა მოლოდინის მიუხედავად ამ კვირაში ძალიან გავრცელდა. თითქმის 2000 ახალი სიკვდილი, რამაც გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა 7000-მდე გაზარდა. ამბობენ რომ გარდაცვლილთაგან 6000 ჭირმა შეიწირა.....  ასე დასრულდა ეს თვე. ყველა შეშინებულია დაავადების სისწრაფით, რომელიც უკვე თითქმის მთელ სამეფოში გავრცელდა.“

ეპიდემიის პიკი სწორედ აგვისტოზე მოვიდა და დეფოს გმირმა გადაწყვიტა სახლში ორი კვირით ჩაკეტილიყო. ქალაქის ცხოვრებას ის მხოლოდ ფანჯრიდან აკვირდებოდა.

ჩემი ფანჯრებიდან .... ჩანს ადგილი სადაც ყასბები  სახლდებიან და მათთან ერთად ისინი, ვისი სამუშაოც ყასბებზეა დამოკიდებული. თითქმის მთელი ღამე მკვდრებით სავსე ურემი ხეივნის ბოლოში იდგა. მერე მიდიოდა და რადგან ეკლესიის ეზო არც ისე შორს იყო, ცარიელი ურემი მალე ბრუნდებოდა, ახალი გვამების წასაღებად“.

 „აღარ გვაშინებს საფლავის სიბნელე“ 

Улицы Лондона во времена чумы, 1665 год

ბრიტანეთში და განსაკუთრებით ლონდონში კორონავირუსის ეპიდემიის დასაწყისი იმით აღინიშნა, რომ უპასუხილმგებლო მოქალაქეები მაღაზიებს მიაწყდნენ ჰიგიენის საშუალებების და განსაკუთრებით ტუალეტის ქაღალდის შესაძენად. ტყუილად მოუწოდებდნენ სუპერმარკეტები შეშინებულ პუბლიკას, რომ საკვები საკმარისი ქონდათ და არ იყო საჭირო რამოდენიმე წლის  სამყოფი პროდუქტების  მომარაგება. ვისაც გადარჩენის ინსტინქტი „მომარაგების“ დონეზე ჩაერტო მოწოდებებზე არ რეაგირებდა.

დეფო

„.... სახადის მოლოდინში ბევრმა ოჯახმა მოიმარაგა საკვები და სხვა აუცილებელი საქონე­ლი და სახლებში ისე საფუძვლიანად ჩაიკეტნენ, რომ არავის დაუნახავს და გაუგონია რამე მათ შესახებ, სანამ სახადმა თითქმის არ გადაიარა“

სწორედ ისე როგორც დღეს, ბევრ საწარმოს, უფრო ზუსტად ხელოსნებს (ვინც არ აწარმოებდა პირველი მოთხოვნილების საგნებს) გაუჭირდათ.

დეფო:

„ხელოსნები, განსაკუთრებით ვინც სამკაულებს და ნაკლებად აუცილებელ საქონელს აწარ­მოებდა: მკერავებს, ოქრომჭედლებს, მექუდეებს, მეწაღეებს  და მსგავსი პროფესიების ბევრ წარმომადგენელს მოუწია მუშაობის შეჩერება. გაანთვისეუფლეს მუშები და ყველა ვინც მათზე იყო დამოკიდებული.“

სამწუხაროდ XVII საუკუნეში მთვრობა ჯერ კიდევ არ იყო იმდენად განვითარებული (შეგნებული), რომ ბიზნესს დახმარებოდა.

 კარანტინი მოკლავს ბიზნესს და ეკონომიკას: მართალია თუ არა? „ესპანკის“ გაკვეთილები.

ჭირის ეპიდემია კი გრძელდებოდა

პიპსი:

„13 მარტი. 1666 წ.

დაავადების შემთხვევები კვლავ გახშირდა ამ კვირაში 28-დან 29-მდე, თუმცა გარდაცვლილ­თა რაოდენობამ იკლო 297-დან 238-მდე, რაც მე სულაც არ მახარებს“

„1666წ. 6 აპრილი

ჩვენდა სამწუხაროდ ჭირით კიდევ ათი ადამიანი დაავადდა, თუმცა დაავადებულთა რიცხვმა მთლიანობაში ცოტათი იკლო. ზოგიერთ სამრევლოში დაავადებულთა რაოდენობა იზრდება, გვვეშინია, თუ რას მოგვიტნს მომავალი წელი.“

„23 აპრილი, 1666 წ.

დღეს დილით პარლამენტი მხოლოდ იმისთვის შეიკრიბა, რომ მუშაობა ზამთრამდე შეეჩერებინა. როგორც გავიგე ჭირის შემთხვევები კვლავ ძალიან გაიზარდა ქალაქში და  მთელ ქვეყანაში.“

დასარული?

თანამედროვე ისტორიოგრაფიაში ჭირის ეპიდემიის დასასრულს ლონდონის დიდ ხანძარს უკავშირებენ, რომელმაც 1666 წლის სექტემბრის ოთხი დღის განმავლობაში გაანადგურა და დეზინფექცია გაუკეთა სიტის დიდ ნაწილს, ტაუერიდან ჰოლბორნამდე. დაავადების ცალკეული შემთხვევები კიდევ ქონდა ადგილი.  ლონდონი უკვე იმდენად უსაფრთხოდ მიიჩნიეს, რომ მეფეს და მის კარს  დედაქალაქში დაბრუნება შეეძლო.

პიპსი საკმაოდ სკეპტიკურად მოეკიდა ამ გადაწყვეტილებას.

„20 ნოემბერი, 1666წ.

ცოტა ხნით ვიყავი სამსახურში, შემდეგ წავედი ეკლესიაში ჭირის დასრულების სამადლო­ბელ მსახურებაზე, მაგრამ, ღმერთო ჩემო! ქალაქში ჯერაც ლაპარაკობენ, რომ ადრე იყო ეს. ქალაქში ჯერ კიდევ კვდებიან ჭირისგან.“

თუ დავუჯერებთ გარდაცვლილთა ოფიციალურ სიებს, ლონდონში ერთი კვირის მანძილზე 1666 წლის 20-დან 27 ნოემბრამდე, სახადისგან შვიდი ადამიანი  გარდაიცვალა და სიკვდილიანობა კიდევ რამოდენიმე კვირა გრძელდებოდა.

ხანძარმა, რა  თქმა უნდა დადებითი როლი ითამაშა, გაანადგურა ვირთხები და რწყილები, მაგ­რამ გადამწყვეტი ფაქტორი რა თქმა უნდა პარლამენტის მიერ შემოღებული და ლორდ-მერის განხორციელებული მკაცრი იზოლაციის ზომები იყო. დაავადების გავრცელება შენელებული იყო, ხოლო წლის განმავლობაში ყველა დაავადებული ან გარდაიცვალა ან საჭირო იმუნიტეტი შეიძინა. აი რამოდენიმე ამონარიდი ჭირთან ბრძოლის სამეფო განკარგულებიდან:

ყველა ქალაქმა უნდა გამოყოს მოხერხებული ადგილი ქალაქის ფარგლებს გარეთ, სადაც ააგებენ ცალკე სახლს დაავადებულებისთვის, იმ შემთხვევისთვის თუ ქალაქში გავრცელ­დება ინფექცია...’

„თუ რომელიმე სახლში გაჩნდება დაავადება, ავადმყოფები, რამდენიც არ უნდა იყვნენ, აუცილებლად უნდა გადაიყვანონ სპეციალურ სახლიში, ოჯახის სხვა წევრების გადასარჩენად. ასეთი სახლი, თუნდა არ იყოს გარდაცვალების შემთხვევ, უნდა დაიკეტოს 40 დღით, მის კარებზე უნდა დაახატონ წითელი ჯვარი წარწერით “ უფალო შეგვიწყალე ჩვენ“. მპეციალური ზედამხედველები უზრუნველყოფენ სახლის მაცხოვრებლებს მომარაგებას და თვალყურს ადევნებენ რომ არ ქონდეთ ურთიერთობა ჯანმრთელებთან.“

„ჭირით გარდაცვლილი არც ერთი ადამიანი არ დაიმარხება ეკლესიაში და არც ეკლესიის ეზოში, არამედ სპეციალურად გამოყოფილ ადგილზე. საფლავში გვამებთან ერთად უნდა მოთვსდეს დიდი რაოდენობით კირი.  საფლავის გახსნა არ შეიძლება ერთი წელი და მეტი, რომ საფლავიდან არ დაავადდეს ვინმე.“

 უნდა ვაღიაროთ, რომ ჩვენ დროშიც, როცა კაცობრიობა ახალი, უცნობი ავადმყოფობას წინაშე აღმოჩნდა, უსაფრთხოების ზომები კვლავ იგივე რჩება. იმედი ვიქონიოთ, რომ ამჯერად ჩვენი კარანტინი მხოლოდ რამოდენიმე თვით შემოიფარგლება და არა წელიწად ნახევრით. და რომ ვირუსის აღმოსაფხვრელად ახალი დიდი ხანძარი არ იქნება საჭირო.

წყარო:https://www.bbc.com

კულტურა
«Frankfurter Allgemeine Zeitung» (გერმანია): „ქართული სამზარეულოს მრავალფეროვნება: ტრადიციული სუფრის თავისებურებები“

„სუფრა - ასე ჰქვია ქართულ მოლხენა-დროსტარებას, რომელიც სტუმართმოყვარეობისა და მხიარულების განსახიერებას წარმოადგენს. რომელი კერძებს მიირთმევენ ქართველები სტუმრებთან ერთად? ჩვენი კორესპონდენტი შეეცადა ქართული სუფრის დიდებულება ეჩვენებინა და დარწმუნდებით, რომ ეს მართლაც კარგად გამოუვიდა“, - ასე იწყება გერმანულ გაზეთ „ფრანკფურტერ ალგემაინე ცაითუნგში“ (Frankfurter Allgemeine Zeitung) გამოქვეყნებული სტატია სათაურით „ქართული სამზარეულოს მრავალფეროვნება“ (ავტორი - მაიკე ფონ გალენი).

გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:

„როცა მივედით, მაგიდა უკვე გაშლილი დაგვხვდა: თეფშებზე დაწყობილი ყველით და ლორით, ნიგვზის ფარშიანი ბადრიჯნით, მხალეულობით, მწვანილით, კიტრით და პომიდორით... მათ შორის ჩადგმულია გრაფინები მოცხარის წვენით და ტარხუნის ლიმონათის ბოთლებით. ოფიციანტი წითელ ღვინოს ბოკალებში ასხამს. გარეთ თბილისური საღამოა, რესტორან „რიგის“ დარბაზში გაშლილ გრძელ მაგიდაზე კი ქართული სუფრა - ქართული ქეიფი იწყება.

ისინი, რომლებიც ქართულ სამზარეულოს არ იცნობენ, მადააღძრულები სწრაფად მიირთმევენ სიმინდის ფქვილისაგან გამომცხვარ თბილ მჭადებს, სალათებს და ყველს. მაგრამ ვინც იცის, ის ნელ-ნელა ჭამს და მთავარს ელოდება...

ქართველი ქალბატონი თიკო ტუსკაძე, რომელიც ლონდონში ცხოვრობს, მაგრამ ახლა სამშობლოში იმყოფება, ჩვენი გიდის როლს ასრულებს და ქართულ სუფრას გვაცნობს როგორც „გემრიელი საჭმელების უსასრულო რიგს“. იგი კულინარული წიგნის ავტორია და გვიხსნის, თუ რომელი საჭმელი როგორ მივირთვათ.

ზოგიერთმა უკვე საკმაო რაოდენობის სალათა მიირთვა, რომ მაგიდაზე ახალი კერძები მოაქვთ - მოხრაკულ-მოთუშული სოკო, ხაჭაპური, ხორცით მომზადებული კერძები... საჭმლით სავსე თეფშები სულ უფრო მრავლდება და მაგიდაზე თავისუფალი სივრცე მცირდება, თუმცა ახალ-ახალი ნუგბარისათვის ადგილი მოიძებნება.

„სტუმართმოყვარეობა - ქართული კულტურის განუყოფელ ნაწილს წარმოადგენს, რაც კარგად არის გამოხატული ქართულ სუფრაში, როცა მაგიდას ეროვნულ სამზარეულოს კერზები ამშვენებს“, - განმარტავს მაკა თარაშვილი. რა თქმა უნდა, იგი ახალბედა სუფრის წევრებისაგან განსხვავებით, შეცდომებს არ უშვებს და ყველაფერს ერთად არ მიირთმევს. მან კარგად იცის, რა როდის უნდა მიირთვას და უცხოელ სტუმრებს ჭამის საიდუმლოებას ასწავლის: როდის დგება მწვადის, „ჩაქაფულის და საჭმელების მიღების დრო...

ქართული ტრადიციის თანახმად, სუფრაზე იმდენი საჭმელი უნდა იყოს, რომ სტუმრების წასვლის შემდეგაც საკმაო რაოდენობით უნდა დარჩეს: „სუფრა, რომელზეც არაფერი აღარ რჩება, საქართველოში არ არსებობს“, - ამბობს მაკა თარაშვილი, - მასპინძლები იფიქრებენ, რომ სტუმრები მშივრები დარჩნენ. ამიტომ ყველაფერი უამრავია“.

რესტორანი „ქეთო და კოტე“ ძველი თბილისის უბანში, შემაღლებულ ადგილზე მდებარეობს. დარბაზში მყუდრო გარემოა შექმნილი. მაგიდები ყოველთვის მდიდრულადაა გაშლილი - ტრადიციული კერძები თანამედროვე სტილითაა გაფორმებული. თავდაპირველად თვენ მოგართმევენ ცივ და ვეგეტარიანულ კერძებს, ბოსტნეულს, შემდეგ გამომცხავარს, ცომეულს, ბოლოს კი ხორცით მომზადებულ საჭმელებს.

ქართული სუფრის ტრადიციაა თამადა, ანუ დროსტარების ხელმძღვანელი. იგი სუფრის თავში ზის და სადღეგრძელოებს ამბობს. რესტორან „შატო მუხრანში“, სადაც ჩვენ ვიყავით (თბილისიდან ერთი საათის სავალზე), მეღვინე პატრიკ ჰონეფმა ჩვენი სტუმრობის სადიდებელი სადღეგრძელო წარმოსთქვა. გერმანელი მეღვინე უკვე მრავალი წელია საქართველოში ცხოვრობს, ოჯახიც აქ ჰყავს. პატრიკი მადლობას გვიხდის სტუმრობისათვის, რომ გერმანელი ტურისტები საქართველოთი დაინტერესდნენ და კავკასიურ ქვეყანას ეწვივნენ.

მასპინძელი გვიხსნის, რომ სუფრის თამადა ყურადღებით ისმენს სტუმრების საუბარს  სადღეგრძელოებისათვის იმპულსის მისაცემად. იგი დისკუსიას ზომიერ მიმართულებას აძლევს და განწყობას ამაღლებს. ამიტომაც თამადა ისეთი პიროვნებაა, რომელიც ცნობილია თავისი კეთილი ხასიათით, გონებამახვილობით და ინტელექტით.

თუ როგორ მზადდება კლასიკური ქართული კერძები, ამას თქვენ თბილისიდან საკმაოდ მოშორებით, კახეთში გაიგებთ, სადაც ღვინის კომპანია „შუმის“ რესტორანი მდებარეობს. აქ სტუმარი საკუთარი თვალით ხედავს, თუ როგორ ცხვება ქართული თონის პური, როგორ კეთდება ხინკალი, რომელიც ქართული სამზარეულოს ერთ-ერთ დიდებულ და გემრიელ კერძს წარმოადგენს.

სრულად
გამოკითხვა
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
ხმის მიცემა
სხვათა შორის

მსოფლიოს ისტორიაში, უდიდესი იმპერიები ტერიტორიით(მლნ კვ. კმ): ბრიტანეთი - 35.5 მონღოლეთი - 24.0 რუსეთი - 22.8 ქინგის დინასტია (ჩინეთი) - 14.7 ესპანეთი - 13.7 ხანის დინასტია (ჩინეთი) - 12.5 საფრანგეთი - 11.5 არაბეთი - 11.1 იუანების დინასტია (ჩინეთი) - 11.0 ხიონგნუ - 9.0 ბრაზილია - 8.337 იაპონია - ~8.0 იბერიული კავშირი - 7.1 მინგის დინასტია (ჩინეთი) - 6.5 რაშიდუნების ხალიფატი (არაბეთი) - 6.4 პირველი თურქული სახანო - 6.0 ოქროს ურდო - 6.0 აქემენიანთა ირანი - 5.5 პორტუგალია - 5.5 ტანგის დინასტია (ჩინეთი) - 5.4 მაკედონია - 5.2 ოსმალეთი - 5.2 ჩრდილო იუანის დინასტია (მონღოლეთი) - 5.0 რომის იმპერია - 5.0

Ford, საავტომობილო ბაზრის დომინანტი მაშინ, როდესაც საავტომობილო ბაზარი ჯერ კიდევ ჩამოყალიბების პროცესში იყო, Ford Model T იყო დომინანტი მანქანა. 1916 წლის მონაცემებით, ის მსოფლიოში ყველა ავტომობილის 55%-ს შეადგენდა.

ილია ჭავჭავაძე: "როცა პრუსიამ წაართვა საფრანგეთს ელზასი და ლოტარინგია და პარლამენტში ჩამოვარდა საუბარი მასზედ, თუ რაგვარი მმართველობა მივცეთო ამ ახლად დაჭერილს ქვეყნებს, ბისმარკმა აი, რა სთქვა: ,,ჩვენი საქმე ელზასსა და ლოტარინგიაში თვითმმართველობის განძლიერება უნდა იყოსო. ადგილობრივნი საზოგადოების კრებანი უნდა დავაწყოთო ადგილობრივის მმართველობისთვისაო. ამ კრებათაგან უფრო უკეთ გვეცოდინება იმ ქვეყნების საჭიროება, ვიდრე პრუსიის მოხელეთაგანა. ადგილობრივთა მცხოვრებთაგან ამორჩეულნი და დაყენებულნი მოხელენი ჩვენთვის არავითარს შიშს არ მოასწავებენ. ჩვენგან დანიშნული მოხელე კი მათთვის უცხო კაცი იქნება და ერთი ურიგო რამ ქცევა უცხო კაცისა უკმაყოფილებას ჩამოაგდებს და ეგ მთავრობის განზრახვასა და სურვილს არ ეთანხმება. მე უფრო ისა მგონია, რომ მათგან ამორჩეულნი მოხელენი უფრო ცოტას გვავნებენ, ვიდრე ჩვენივე პრუსიის მოხელენი”. თუ იმისთანა კაცი, როგორც ბისმარკი, რომელიც თავისუფლების დიდი მომხრე მაინდამაინც არ არის, ისე იღვწოდა თვითმმართველობისათვის, მერე იმ ქვეყნების შესახებ, რომელთაც გერმანიის მორჩილება არამც თუ უნდოდათ, არამედ ეთაკილებოდათ, თუ ამისთანა რკინის გულისა და მარჯვენის კაცი, როგორც ბისმარკი, სხვა გზით ვერ ახერხებდა ურჩის ხალხის გულის მოგებას, თუ არ თვითმმართველობის მინიჭებითა, სხვას რაღა ეთქმის."

დედამიწაზე არსებული ცოცხალი არსებებიდან მხოლოდ ადამიანს და კოალას აქვთ თითის ანაბეჭდი

ინდოელი დიასახლისები მსოფლიო ოქროს მარაგის 11% ფლობენ. ეს უფრო მეტია, ვიდრე აშშ-ს, სავალუტო ფონდის, შვეიცარიის და გერმანიის მფლობელობაში არსებული ოქრო, ერთად აღებული.

დადგენილია, რომ სასოფლო-სამეურნეო კულტურათა მოსავლიანობის განმსაზღვრელ კომპლექსურ პირობათა შორის, ერთ-ერთი თესლის ხარისხია. მაღალხარისხოვანი ჯიშიანი თესლი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია მოსავლიანობის გასადიდებლად, რაც აგრეთვე დასაბუთებულია ხალხური სიბრძნით "რასაც დასთეს, იმას მოიმკი". - ქართული გენეტიკისა და სელექცია–მეთესლეობის სკოლის ერთ-ერთი ფუძემდებელი, მეცნიერებათა დოქტორი, აკადემიკოსი პეტრე ნასყიდაშვილი

ებოლა, SARS-ი, ცოფი, MERS-ი, დიდი ალბათობით ახალი კორონავირუსი COVID-19-იც, ყველა ამ ვირუსული დაავადების გავრცელება ღამურას უკავშირდება.

ყველაზე დიდი ეპიდემია კაცობრიობის ისტორიაში იყო ე.წ. "ესპანკა" (H1N1), რომელსაც 1918-1919 წლებში მიახლოებით 100 მილიონი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, ანუ დედამიწის მოსახლეობის 5,3 %.

იცით თუ არა, რომ მონაკოს ნაციონალური ორკესტრი უფრო დიდია, ვიდრე ქვეყნის არმია.