1665-1666 წლების დიდმა ჟამიანობამ ლონდონში 100 ათასი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. მთავრობამ, მაშინ ისევე როგორც დღეს, კორონავირუსის ეპიდემიის აფეთქებისას საყოველთაო კარანტინი გამოაცხადა. ხალხი პროდუქტს ყიდულობდა და სახლში რჩებოდნენ, იკეტებოდა და კოტრდებოდა საწარმოები.
დღევანდელ მსოფლიოსთან პარალელების გავლება იმ დროის ორი ისტორიული დოკუმენტით შეიძლება, დანიელ დეფოს „ჟამიანი წელიწადის დღიურები“ და „სემუელ პიპსის დღიური“
„პროდუქტების შესაძენად სახლიდან გასვლის აუცილებლობა იყო ქალაქის დაღუპვის მიზეზი, სწორედ ამ დროს ხდებოდა დაავადების გადაცემა ადამიანებს შორის“ დანიელ დეფო „ჟამიანი წელიწადის დღიურები“ 1722 წ.
„სასიცოცხლოდ აუცილებელია დაავადების გავრცელების შენელება... ამიტომ ვთხოვთ ადამიანებს სახლში დარჩენას...“ ბორის ჯონსონი, 2020 წლის 23 მარტის მიმართვა.
„რა ცოტა ხალხია ქუჩაში და ისინიც ისე დადიან თითქოს უკვე დაემშვიდობნენ სიცოცხლეს. შევიარე ბირჟაზე და იქაც მხოლოდ 50 ადამიანი იყო. როგორც ჩანს, მალე კიდევ უფრო ცოტა დარჩება. ამიტომაც დღეს გადავწყვიტე მეთქვა „მშვიდობით“ ლონდონის ქუჩებო“. „სემუელ პიპსის დღიური.“
ლონდონმა, სხვა ევროპული დედაქალაქებივით არაერთი ეპიდემია გადაიტანა. მედიცინა ვითარდება, მაგრამ ახალი დაავადების პირობებში, რომლის საწინააღმდეგო ვაქცინა ჯერ არ არსებობს, ინფექციის გავრცელება და მოსახლეობის ქცევა დიდად არ განსხვავდება XVII საუკუნის ლონდონში არსებული ვითარებისგან.
მკერავის შვილმა, საზღვაო უწყების ჩინოვნიკმა და პიპსის ცნობილი დღიურის ავტორმა საკუთარ თავზე გამოცადა 1665-1666 წლის ჟამი (ჭირი), რომელმაც ლონდონის მოსახლეობის მეხუთედი, შეიძლება მეოთხედიც კი გამოასალმა სიცოცხლეს. ეს მიახლოებითი შეფასებაა და სავარაუდოდ სიკვდილიანობის პროცენტი ბევრად მაღალი იყო.
დანიელ დეფოს „ჟამიანი წელიწადის დღიურები“ აღნიშნული მოვლენებიდან 57 წლის შემდეგ, 1722 წელს გამოქვეყნდა. როგორც ჟურნალისტმა, დანიელ დეფომ კარგად იცოდა წყაროებთან მუშაობა და გულდასმით შეისწავლა ყველა არსებული ოფიციალური დოკუმენტი და თვითმხილველთა მოგონებები, გამოიყენა ბიძამისის დღიურებიც. თავის რომანს დეფო, როგორც გაფრთხილებას ისე წერდა: სწორედ ამ დროს ჭირი მარსელში მძვინვარებდა და არსებობდა მისი ლონდონში გავრცელების საშიშროება.
”ჭირი - მრისხანე დედოფალი თავად მობრძანდება ჩვენთან“
ჩინეთიდან გავრცელებული ახალი კორონავირუსის შესახებ ცნობები ზუსტად ჩინური ახალი წლის დღეებში გავრცელდა. ბრიტანელთა უმრავლესობამ გაიგო ამის შესახებ მაგრამ ყურადღება არ მიაქცია. 12 მარტს გაერთიანებულ სამეფოში დაავადების პირველი შემთხვევა დაფიქსირდა.
XVII საუკუნეში დაავადებების და ადამიანების გადაადგილების სიჩქარე ბევრად ნაკლები იყო. მეზობელი ჰოლანდიიდან ლონდონამდე ჭირის გავრცელებას ორი წელი დაჭირდა.
„1663 წ. 19 ოქტ.
მე და სერ უ. ბატტენი (პიპსის კოლეგა საზღვაო უწყებაში, რომელსაც პიპსი ვერ იტანდა) წაველით კაფეში კონრჰილში, სადაც ბევრს საუბრობდნენ თურქულ საქმეზე (მოვლენები თანამედროვე ხორვატიაში) და იმაზრ, რომ ჭირმა უკვე ამსტერდამამდე მიაღწია“.
ათი თვის შემდეგ.
„1664 წ. 25 ივლისი.
სერ უ. ბატტენი და მე კვლავ წავედით კაფეში, არაფერი ახალი, მხოლოდ ჭირი აკერია ყველას პირზე და ამბობენ, რომ ჰოლანდიელებში ის კიდევ უფრო გავრცელდა“.
დეფოს რომანის დასაწყისიც სწორედ იმ დროს უკავშირდება, როცა ჭირზე უკვე საყოველთაოდ ლაპარაკობდნენ.
„სადღაც 1664 წ. სექტემბრის დასაწყისში მეზობლებთან ერთად გავიგეთ, რომ ჭირი კვლავ დაბრუნდა ჰოლანდიაში. 1663 წელს ის განსაკუთრებით მძვინვარებდა როტერდამსა და ამსტერდამში. ზოგი ამბობს, რომ იტალიიდან შემოიტანეს, ზოგი - ლევანტიიდან თურქული სავაჭრო გემებით, ზოგი - კვიპროსიდან. რა მნიშვნელობა აქვს საიდან მოვიდა, ყველა ეთანხმება რომ ჰოლანდიაში ჭირი დაბრუნდა.
დიდი ქალაქების პრობლემა.
ლონდონის უბედურება ის იყო, რომ სწორედ ეპიდემიის წინ ქალაქი ძალიან გაიზარდა. ინგლისელები სიხარულით დაემშიდობნენ კრომველის იძულებით, ასკეტურ მმართველობას და ენთუზიაზმით ჩაებნენ კარლოს II მმართველობის დროინდელ მხიარულ და ფრივოლურ ატმოსფეროში.
ლონდონი დიდი შესაძლებლობების, მაღალი მოდის და მრავალფეროვანი გართობის ქალაქი გახდა. არ იყო ომები და უსაქმოდ დარჩენილმა ჯარისკაცებმაც დედაქალაქში მოიყარეს თავი . დედაქალაქის მოსახლეობა ერთბაშად გაიზარდა 100 ათასი ადამიანით.
შედეგი სრულიად მოსალოდნელი იყო: სრული ანტისანიტარიის პირობებში, გადავსებულ სახლებში მცხოვრები დედაქალაქის მოსახლეობა მრავალჯერ გაიზარდა. ადამიანების გვერდით ყვაოდნენ და მრავლდებოდნენ კიდევ უფრო მრავალრიცხოვანი ვირთხები, ხოლო მათ რწყილებს ჭირის ბაქტერიები უკვე ადამიანებზე გადაქონდათ. ლონდონი ეპიდემისს გავრცელების იდეალურ ადგილად იქცა.
დღეს ვირთხებიც და რწყილებიც ბევრად ნაკლებია (თუმცა სწორედ ისინი არ არიან კორონავირუსის გამავრცელებლები) მაგრამ საზოგადოებრივი ტრანსპორტის სიმჭიდროვე, ხალხმრავალი ოფისები, საწარმოები, კაფეები და მაღზიები ისეთივე როლს თამაშობენ კორონავირუსის გავრცელებაში, როგორც XVII საუკუნის ღატაკი უბნები ჭირის გავრცელებაში.
„მიცვალებულები არ ილევა, ცოცხლები კი უფალს მათი სულების შეწყალებას შესთხოვენ“
ლონდონის დიდი ჟამიანობა, როგორც ჩანს 1664 წელს დაიწყო კოვენტ-გარდენის ლონგ არკის ქუჩაზე. დღეს ეს ლონდონის ცენტრია, ძვირადღიერებული მაღაზიებით, მოდური თეატრებით და რესტორნებით. 400 წლის წინ კი ამ ადგილს ცუდი სახელი ჰქონდა.
მომდევნო წლის ივნისისთვის, იმედი, რომ ჭირი ღარიბ რაიონებს არ გაცდებოდა არ გამართლდა. დაავადებამ ნელ-ნელა ლონდონის სიტის კომერციულ რაიონებამდე მიაღწია.
პიპსი
„1665 წ. 7 ინვისი
ყველაზე საშინელი სიცხე, რაც ცხოვრებაში განმიცდია... და დღეს ჩემდა უნებურად დრური ლეინზე (კოვენტ-გარდენი) წითელი ჯვრით მონიშნული ორი თუ სამი სახლი ვნახე წარწერით“ უფალო შეგვიწყალე ჩვენ“. ნანახმა ძალიან დამამწუხრა, რადგან ეს პრიველი შემთხვევა იყო ჩემს მეხსიერებაში.“
„1665 წ. 10 ივნისი.
სახლში ვივახშმე და ძალიან შევშფოთდი, როცა გავიგე, რომ ჭირმა სიტიმდე მოაღწია...შემდეგ წავედი კანტორაში წერილის დასამთავრებლად. დავბრუნდი სახლში და სასწრაფოდ საწოლში, მაგრამ ძალიან შეშფოთებული ვარ არსებული მდგომარეობით, ცუდი აზრები მიტრიალებს თავში, უნდა მოვაწესრიგო ჩემი საქმეები ვინიცობაა უფალს ჩემი წაყვანა მოუნდება, იყოს ნება მისი, დიდება სახელსა მისსა.“
დეფო
„11-დან 18 ივლისამდე კვირის განმავლობაში გარდაცვლილთა რაოდენობა 1761 იყო, თუმცა ჭირით მხოლოდ 16 ადამიანია გარდაცვლილი. მაგრამ მალე ყველაფერი შეიცვალა, განაკუთრებით კრიპლლგეიტის და კლერკენველის სამრევლოებში. აგვისტოს მეორე კვირაში კრიპლლგეიტის სამრევლოში 886 ადამიანი დაკრძალეს, ხოლო კლერკენვილში - 155. პირველ შემთხვევაში ამბობენ რომ შესაძლოა გარდაცვლილთაგან 850 ჭირით იყოს მკვდარი, მეორე შემთხვევაში ჭირით გარდაცლილია 150“.
„სიჩუმეა, მხოლოდ სასაფლაო არ ცარიელდება, არ დუმს“
სამეფო კარი ლონოდნიდან ოქსფორდში ჯერ კიდევ 1665 წლის მაისში გადავიდა. მალე შეძლებულ ლონდონელთა უმეტესოამ შეკრა ბარგი და ოჯახებთან ერთად დატოვა ქალაქი. მათ კი, ვინც ნებით თუ უნებლიედ ქალაქში დარჩენა მოუწია, სიკვდილი ან ახლობლების დაკარგვა ელოდათ.
დეფო:
„ლონდონის იერიც კი უცნაურად შეიცვალა. ყველას სახეზე მწუხარება და სევდა იკითხებოდა, ქალაქის იმ ნაწილებშიც კი, სადაც ჭირს ჯერ კიდევ ბოლომდე არ დანებებოდნენ.... შეიძლება ითქვას რომ მთელი ლონდონი ცრემლებში იყო. ქუჩებში არ დადიოდნენ შავებში ჩაცმული ადამიანები. არავინ აღარ იცვამდა შავებს მიცვალებულთა ხსოვნისთვის, გლოვის ხმები ისმოდა ყველგან. ქალების და ბავშვების ტირილი ისე ხშირად ისმოდა სახლებიდან, სადაც მათი ახლობლები სიკვდილს ებრძოდნენ ან უკვე გარდაიცვალნენ, რომ ვერავინ დარჩებოდა გულგრილი“.
პიპსი
„1665 16 აგვისტო.
სახლში მხოლოდ გვიან ღამე დავბრუნდი და ეკლესიის ეზოში მიმავალ კიბეების გვერდით ვიწრო შესახვევში ჭირით გარდაცვლილს გადავაწყდი.... მაგრამ, მადლობა ღმერთს ამას ძალიან არ ავუღელვებივარ. ჩემთვის გადავწყვიტე ასე გვიან არ ღირს ვიარო.“
„1665წ. 31 აგვისტო.
ავდეექი, მოვაგვარე საქმეები ვულიჩში გადასასვლელად (პიპსის დროს ლონდონის გარეუბანი, დღეს ლონდონი). ჭირი, ყველა მოლოდინის მიუხედავად ამ კვირაში ძალიან გავრცელდა. თითქმის 2000 ახალი სიკვდილი, რამაც გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა 7000-მდე გაზარდა. ამბობენ რომ გარდაცვლილთაგან 6000 ჭირმა შეიწირა..... ასე დასრულდა ეს თვე. ყველა შეშინებულია დაავადების სისწრაფით, რომელიც უკვე თითქმის მთელ სამეფოში გავრცელდა.“
ეპიდემიის პიკი სწორედ აგვისტოზე მოვიდა და დეფოს გმირმა გადაწყვიტა სახლში ორი კვირით ჩაკეტილიყო. ქალაქის ცხოვრებას ის მხოლოდ ფანჯრიდან აკვირდებოდა.
„ჩემი ფანჯრებიდან .... ჩანს ადგილი სადაც ყასბები სახლდებიან და მათთან ერთად ისინი, ვისი სამუშაოც ყასბებზეა დამოკიდებული. თითქმის მთელი ღამე მკვდრებით სავსე ურემი ხეივნის ბოლოში იდგა. მერე მიდიოდა და რადგან ეკლესიის ეზო არც ისე შორს იყო, ცარიელი ურემი მალე ბრუნდებოდა, ახალი გვამების წასაღებად“.
„აღარ გვაშინებს საფლავის სიბნელე“
ბრიტანეთში და განსაკუთრებით ლონდონში კორონავირუსის ეპიდემიის დასაწყისი იმით აღინიშნა, რომ უპასუხილმგებლო მოქალაქეები მაღაზიებს მიაწყდნენ ჰიგიენის საშუალებების და განსაკუთრებით ტუალეტის ქაღალდის შესაძენად. ტყუილად მოუწოდებდნენ სუპერმარკეტები შეშინებულ პუბლიკას, რომ საკვები საკმარისი ქონდათ და არ იყო საჭირო რამოდენიმე წლის სამყოფი პროდუქტების მომარაგება. ვისაც გადარჩენის ინსტინქტი „მომარაგების“ დონეზე ჩაერტო მოწოდებებზე არ რეაგირებდა.
დეფო
„.... სახადის მოლოდინში ბევრმა ოჯახმა მოიმარაგა საკვები და სხვა აუცილებელი საქონელი და სახლებში ისე საფუძვლიანად ჩაიკეტნენ, რომ არავის დაუნახავს და გაუგონია რამე მათ შესახებ, სანამ სახადმა თითქმის არ გადაიარა“
სწორედ ისე როგორც დღეს, ბევრ საწარმოს, უფრო ზუსტად ხელოსნებს (ვინც არ აწარმოებდა პირველი მოთხოვნილების საგნებს) გაუჭირდათ.
დეფო:
„ხელოსნები, განსაკუთრებით ვინც სამკაულებს და ნაკლებად აუცილებელ საქონელს აწარმოებდა: მკერავებს, ოქრომჭედლებს, მექუდეებს, მეწაღეებს და მსგავსი პროფესიების ბევრ წარმომადგენელს მოუწია მუშაობის შეჩერება. გაანთვისეუფლეს მუშები და ყველა ვინც მათზე იყო დამოკიდებული.“
სამწუხაროდ XVII საუკუნეში მთვრობა ჯერ კიდევ არ იყო იმდენად განვითარებული (შეგნებული), რომ ბიზნესს დახმარებოდა.
კარანტინი მოკლავს ბიზნესს და ეკონომიკას: მართალია თუ არა? „ესპანკის“ გაკვეთილები.
ჭირის ეპიდემია კი გრძელდებოდა
პიპსი:
„13 მარტი. 1666 წ.
დაავადების შემთხვევები კვლავ გახშირდა ამ კვირაში 28-დან 29-მდე, თუმცა გარდაცვლილთა რაოდენობამ იკლო 297-დან 238-მდე, რაც მე სულაც არ მახარებს“
„1666წ. 6 აპრილი
ჩვენდა სამწუხაროდ ჭირით კიდევ ათი ადამიანი დაავადდა, თუმცა დაავადებულთა რიცხვმა მთლიანობაში ცოტათი იკლო. ზოგიერთ სამრევლოში დაავადებულთა რაოდენობა იზრდება, გვვეშინია, თუ რას მოგვიტნს მომავალი წელი.“
„23 აპრილი, 1666 წ.
დღეს დილით პარლამენტი მხოლოდ იმისთვის შეიკრიბა, რომ მუშაობა ზამთრამდე შეეჩერებინა. როგორც გავიგე ჭირის შემთხვევები კვლავ ძალიან გაიზარდა ქალაქში და მთელ ქვეყანაში.“
დასარული?
თანამედროვე ისტორიოგრაფიაში ჭირის ეპიდემიის დასასრულს ლონდონის დიდ ხანძარს უკავშირებენ, რომელმაც 1666 წლის სექტემბრის ოთხი დღის განმავლობაში გაანადგურა და დეზინფექცია გაუკეთა სიტის დიდ ნაწილს, ტაუერიდან ჰოლბორნამდე. დაავადების ცალკეული შემთხვევები კიდევ ქონდა ადგილი. ლონდონი უკვე იმდენად უსაფრთხოდ მიიჩნიეს, რომ მეფეს და მის კარს დედაქალაქში დაბრუნება შეეძლო.
პიპსი საკმაოდ სკეპტიკურად მოეკიდა ამ გადაწყვეტილებას.
„20 ნოემბერი, 1666წ.
ცოტა ხნით ვიყავი სამსახურში, შემდეგ წავედი ეკლესიაში ჭირის დასრულების სამადლობელ მსახურებაზე, მაგრამ, ღმერთო ჩემო! ქალაქში ჯერაც ლაპარაკობენ, რომ ადრე იყო ეს. ქალაქში ჯერ კიდევ კვდებიან ჭირისგან.“
თუ დავუჯერებთ გარდაცვლილთა ოფიციალურ სიებს, ლონდონში ერთი კვირის მანძილზე 1666 წლის 20-დან 27 ნოემბრამდე, სახადისგან შვიდი ადამიანი გარდაიცვალა და სიკვდილიანობა კიდევ რამოდენიმე კვირა გრძელდებოდა.
ხანძარმა, რა თქმა უნდა დადებითი როლი ითამაშა, გაანადგურა ვირთხები და რწყილები, მაგრამ გადამწყვეტი ფაქტორი რა თქმა უნდა პარლამენტის მიერ შემოღებული და ლორდ-მერის განხორციელებული მკაცრი იზოლაციის ზომები იყო. დაავადების გავრცელება შენელებული იყო, ხოლო წლის განმავლობაში ყველა დაავადებული ან გარდაიცვალა ან საჭირო იმუნიტეტი შეიძინა. აი რამოდენიმე ამონარიდი ჭირთან ბრძოლის სამეფო განკარგულებიდან:
„ყველა ქალაქმა უნდა გამოყოს მოხერხებული ადგილი ქალაქის ფარგლებს გარეთ, სადაც ააგებენ ცალკე სახლს დაავადებულებისთვის, იმ შემთხვევისთვის თუ ქალაქში გავრცელდება ინფექცია...’
„თუ რომელიმე სახლში გაჩნდება დაავადება, ავადმყოფები, რამდენიც არ უნდა იყვნენ, აუცილებლად უნდა გადაიყვანონ სპეციალურ სახლიში, ოჯახის სხვა წევრების გადასარჩენად. ასეთი სახლი, თუნდა არ იყოს გარდაცვალების შემთხვევ, უნდა დაიკეტოს 40 დღით, მის კარებზე უნდა დაახატონ წითელი ჯვარი წარწერით “ უფალო შეგვიწყალე ჩვენ“. მპეციალური ზედამხედველები უზრუნველყოფენ სახლის მაცხოვრებლებს მომარაგებას და თვალყურს ადევნებენ რომ არ ქონდეთ ურთიერთობა ჯანმრთელებთან.“
„ჭირით გარდაცვლილი არც ერთი ადამიანი არ დაიმარხება ეკლესიაში და არც ეკლესიის ეზოში, არამედ სპეციალურად გამოყოფილ ადგილზე. საფლავში გვამებთან ერთად უნდა მოთვსდეს დიდი რაოდენობით კირი. საფლავის გახსნა არ შეიძლება ერთი წელი და მეტი, რომ საფლავიდან არ დაავადდეს ვინმე.“
უნდა ვაღიაროთ, რომ ჩვენ დროშიც, როცა კაცობრიობა ახალი, უცნობი ავადმყოფობას წინაშე აღმოჩნდა, უსაფრთხოების ზომები კვლავ იგივე რჩება. იმედი ვიქონიოთ, რომ ამჯერად ჩვენი კარანტინი მხოლოდ რამოდენიმე თვით შემოიფარგლება და არა წელიწად ნახევრით. და რომ ვირუსის აღმოსაფხვრელად ახალი დიდი ხანძარი არ იქნება საჭირო.
წყარო:https://www.bbc.com
ამერიკული გაზეთი „ჰილი“ (The Hill) აქვეყნებს სტატიას სათაურით „მკვდრეთით აღმსდგარი: დონალდ ტრამპი როგორც ამერიკული პოლიტიკის „ლაზარე“ (ავტორი - დერეკ ჰანტერი).
„სიტყვას „ისტორიული“ პოლიტიკაში ხშირად იყენებენ ხოლმე და მას ფეხბურთის ბურთივით ათამაშებენ, ზოგჯერ კი მიზანში ვერ ურტყამენ. დონალდ ტრამპთან მიმართებით კი ამ სიტყვის გამოყენება სამართლიანია. მისი მიღწევა მართლაც ისტორიულია. მან უდიდესი რევანში აიღო პოლიტიკაში.
დონალდ ტრამპი არამხოლოდ პოლიტიკური გვამი იყო, არამედ საერთოდ, „პერსონა ნონ-გრატა“ როგორც ვაშინგტონში, ასევე მშობლიურ ნიუ-იორკშიც. და როგორც ხდება ხოლმე პოლიტიკაში, მას საპყრობლეში გაგზავნითაც ემუქრებოდნენ... და ახლა იგი თეთრ სახლში ძლევამოსილად ბრუნდება - ისეთ თამაშში გამარჯვების შემდეგ, რომელიც მანამდე არავის უთამაშია.
აშშ-ის ისტორიაში დონალდ ტრამპამდე მისნაირად მხოლოდ 22-ე და 24-ე პრეზიდენტი გროვერ კლივლენდი იქნა არჩეული ორი ვადით („შუალედური შესვენებით“ 1885-1889 და 1893-1897 წლებში). მსგავსი შემთხვევა ჰქონდა რიჩარდ ნიქსონს, რომელმაც 1960 წელს საპრეზიდენტო არჩევნებიც წააგო, გუბერნატორის არჩევნებიც (1962 წელს) და განაცხადა - „მორჩა, მეგობრებო, რიჩარდ ნიქსონს ვეღარსად ვეღარ ნახავთ - იმიტომ, რომ ეს ჩემი ბოლო პრეს-კონფერენციაა“. ჩვენ მისი ნახვა მაინც მოგვიწია 1968 წელს, თეთრ სახლის ოვალურ კაბინეტში. თუ რითი დაასრულა მან თავისი პრეზიდენტობა, გვახსოვს („უოტერგეიტით“), მაგრამ ფაქტია, რომ მისი დაბრუნება იმ დროისათვის ძალზე შთამბეჭდავი იყო.
დონალდ ტრამპმა კი რიჩარდ ნიქსონსაც გადააჭარბა. იგი ფაქტიურად „დამარხული“ იყო საკუთარი რესპუბლიკური პარტიის წევრების მხრიდანაც კი, სხვები კი მოთმინებით ელოდნენ, რომ იგი უბრალოდ გუდა-ნაბადს აიკრავდა და პოლიტიკიდან წავიდოდა. მაგრამ ასე არ მოხდა.
ამერიკელებმა თავისი პოზიცია გამოხატეს: მათ ცვლილებები სურდათ და კიდეც განახორციელეს. დონალდ ტრამპი ვერაფერმა ვერ შეაჩერა - ვერც ბრალდებებმა, ვერც თავდასხმებმა... ყველა მემარცხენე გაზეთი და ტელევიზია აკრიტიკებდა, ემუქრებოდა, აშინებდა, მაგრამ ისინი ყველა „ქაღალდის ვეფხვები“ აღმოჩნდნენ, დონალდ ტრამპმა ყველა „დაიკიდა“. რას იზამენ ახლა ტელეარხების MSNBC-სა და CNN-ის ხელმძღვანელები და მაყურებლები? ვინ აღმოჩნდა მარგინალი - ისინი თუ დონალდ ტრამპი? აღიარებენ თუ არა იმას, რომ არასწორად იქცეოდნენ - როცა ყველას, ვინც დონალდ ტრამპის გვერდით იდგა, გიჟებად და სულელებად თვლიდნენ?
მოკლედ, დონალდ ტრამპი „კონსტანტის“ (მუდმივის) განსახიერებაა: იგი იყო, არის და იქნება.
წყარო: https://thehill.com/opinion/campaign/4975713-donald-trump-greatest-comeback-since-lazarus/