USD 2.7084
EUR 2.9337
RUB 2.9233
თბილისი
დიდი თაობა, რომელიც მიდის და რჩება - რეზო ამაშუკელი
თარიღი:  569

საქართველოს ისტორიაში ყოველ თაობას საკუთარი გამორჩეული ტვირთი აკისრია. ყველა თაობის წარმომადგენლები ცდილობდნენ, სულ მცირე, მომავალისთვის გადაელოცათ ის უმთავრესი, რაც მიუღია წინაპრებისაგან. თაობების ცვლას მუდმივად თან სდევადა ილიასეული წუხილი კაცია ადამიანზე და ილიას ხედვა იმ მუდმივ იდეისა, რისთვისაც ეწამებოდა, ქმნიდა, ლოცულობდა დღემდის მოღვაწე ქართველთა ყველა თაობა.

მე-20 საუკუნის 60-70-იანი წლებიდან საქართველოში მოდის თაობა, რომელთაც წილად ერგოთ ახალ ეტაპზე აეყვანათ საქართველოს ეკონომიკურ-სოციალური მდგომარეობა და თავის მოღვაწეობის პერიოდში საკუთარ თავზე აეღოთ, როგორც ქვეყნის მართვის პასუხისმგებლობა, ისე სამეურნეო, სამეცნიერო თუ საზოგადოებრივი დარგების განვითარება. ეს იყო ჭეშმარიტად დიდი თაობა, რომელთა უკანასკნელი წარმომადგენლებიც ნელ-ნელა ტოვებენ სააქაო საქართველოს.

2022 წლის 10 იანვარს პოეტი რეზო ამაშუკელი 85 წლის ასაკში გარდაიცვალა

რეზო ამაშუკელმა 1960 წელს დაამთავრა თსუ-ის ფილოლოგიის ფაკულტეტი. მისი ლექსები და პოემები იბეჭდება 1957 წლიდან.

გამოქვეყნებული აქვს წიგნები (1964, 1967, 1970, 1974). 1972 წელს მისი ლექსების კრებული გამოვიდა რუსულ ენაზეც. პოემისათვის „ძახილი“ 1968 წელს მიენიჭა საქართველოს კომკავშირის პრემია.

იყო საქართველოს მწერალთა კავშირის მდივანი (1986). 1988-1989 წლებში შოთა რუსთაველის საზოგადოების თავმჯდომარის პირველი მოადგილე იყო. ასევე, მოქალაქეთა კავშირის თავმჯდომარის მოადგილე (1993). არის თბილისის საპატიო მოქალაქე (2003). დაჯილდოებულია ღირსების ორდენით (1996). გალაკტიონ ტაბიძის სახელობის პრემიისა (1982) და საქართველოს კომკავშირის პრემიის ლაურეატი (1968).

ბ-ნ რეზო ამაშუკელს რამდენიმე შესანიშნავი, განუმეორებელი თვისება ჰქონდა!

უპირველეს ყოვლისა, მის ნიჭს უნდა გავუსვათ ხაზი. შესანიშნავ ლექსებს წერდა, მუსიკაშიც უდიდეს შესაძლებლობებს ავლენდა. მისი ენამახვილობაც ხშირად ნიჭის უპირობო გამოხატულება გახლდათ.

ბ-ნი რეზო ნამდვილი დრამატურგიც იყო. ოღონდ პერფორმანსებს სცენაზე კი არა, ცხოვრებაში დგამდა. შეეძლო სტუმრისთვის მოულოდნელად, რისკის ფასად, საიდუმლოდ გადაეყვანა ბობ დილანი ოდესაში, დიდი ბებიის საფლავის მოსანახულებლად.

მისი წყალობით, თბილისში ჩამოსული ჯონ სტაინბეკი ბაგებში გაშლილ მდიდრულ სუფრამდე კოლმეურნეობის მოედანზე მოხვდა, რათა თაგვებთან და ადამიანებთან ერთად ესაუზმა მეწაღეების სასადილოში, სარდაფში გახსნილ სასადილოში.

რეზო ამაშუკელი მეგობრების ერთგული კაცი იყო. მას არც ერთხელ არ უღალატია პრეზიდენტ შევარდნაძისთვის. არც სამოქალაქო ომის დროს, არც რევოლუციისას. არ მოქცეულა იმ რესპექტაბელური და რაფინირებული ინტელიგენტების მსგავსად, რომლებიც კინემატოგრაფში, თეატრში, მეცნიერებასა თუ დიპლომატიაში შევარდნაძის წყალობით დაწინაურდნენ, პირველივე მოსახვევში კი დანა ჩასცეს მას ზურგში და მარტო დარჩენილს საჯაროდ ერთი სიტყვაც არ შეაშველეს, პირიქით...  ბევრს შეიძლება არ მოწონდეს შევარდნაძის პოზიციები რიგ საკითხებთან დაკავშირებით, მაგრამ შეუძლებელია არ დავაფასოთ რეზოს უკომპრომისო ერთგულება მის მიმართ.

აღსანიშნავია მისი გამოსვლა მთავრობისა და მმართველი პარტის „საქართველოს მოქალაქეთა კავშირის“ (სმკ) ხელმძღვანელობის ერთობლივი გაფართოებული სხდომაზე, დღის წესრიგის მთავარი საკითხი იყო - ახალგაზრდა „რეფორმატორთა“ ჯგუფის დესტრუქციულ  საქმიანობასთან დაკავშირებული ვითარება რესპუბლიკაში, მიხეილ სააკაშვილის მეთაურობით, რომელიც ცოტა ხნის წინ გადადგა იუსტიციის მინისტრის პოსტიდან და სრულებით უკონტროლო გახდა.

რეზო ამაშუკელმა მკაცრად მოსთხოვა შევარდნაძეს და ახალგაზრდა „რეფორმატორთა“ გუნდის დაშოშმინება: „რა ხდება, ბატონო ედუარდ?! დაუფარავად შეურაცხყოფენ პრეზიდენტს, ქართულ ტრადიციებს, ოჯახის, ქორწინების ინსტიტუტს, ეკლესიას, ქადაგებენ გარყვნილებას - ეს რას ჰგავს?! მათ სურთ საბოლოოდ დაანგრიონ ქვეყანა, რომელიც ჩვენ არც ისე დიდი ხნის წინ დაღუპვისგან გადავარჩინეთ?! რატომ დუმს ხელისუფლება და არ პასუხობს მათ კანონის ფარგლებში?! რას ველოდებით?!“ - განაცხადა მაშინ ამაშუკელმა.

რის შემდეგაც მან სხდომა დატოვა პრეზიდიუმი დატოვა და გასასვლელისკენ გაემართა. შევარდნაძეს ეს ძალიან არ ესიამოვნა: „რეზო! რეზო!“ - ორჯერ დაუძახა შეწუხებულმა შევარდნაძემ, მაგრამ ამაშუკელი არც კი მოტრიალებულა, დარბაზიდან გავიდა და კარი მიიჯახუნა! იმავე საღამოს მან მოქალაქეთა კავშირის მთავარი საბჭო დატოვა.

1993 წლის 26 სექტემბერს რეზო ამაშუკელმა ლექსი გამოაქვეყნა, პოეტი სოხუმში მყოფ საქართველოს სახელმწიფოს მეთაურს ედუარდ შევარდნაძეს შეეხმიანა, „არა როგორც უმაღლეს სარდალს, არამედ როგორც რიგით ჯარისკაცს“. რეზო ამაშუკელის ლექსის ბოლო ორი სტროფი ასე გამოიყურება:

„რა გითხრა, ანდა რის მაქნისია, ამ სისხლის თქეშში ჩემი ხრიალი?! დიაღ, სამშობლო შენი ღირსია, მთლად დარუბანდით და დარიალით!

და მაპატიე კოჭლი სტიქონი, რაც უნდა მეთქვა, თუ ვერ გითხარი... - დიაღ! სოხუმი არი დიდგორი, ქართველი ხალხის ბედის ტიხარი!“

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე, ასე გამოეხმაურა.რეზო ამაშუკელის გარდაცვალებას:

"სა­ქარ­თვე­ლოს გულ­შე­მატ­კი­ვა­რი, სამ­შობ­ლოს მო­ჭირ­ნა­ხუ­ლე, და­უ­ღა­ლა­ვი ბა­ტო­ნი რეზო (რე­ვაზ) ამა­შუ­კე­ლი დღეს სამ­ზე­ოს ტო­ვებს. მისი ბას­რი სი­ტყვა და მკვეთ­რი პო­ზი­ცია იმ რე­ა­ლო­ბას­თან შე­ჯა­ხე­ბის შე­დე­გი იყო, რო­მე­ლიც გულ­წრფე­ლად არ მოს­წონ­და.

მარ­თა­ლია, მისი პო­ზი­ცი­ი­სად­მი სა­ზო­გა­დო­ე­ბის გარ­კვე­ულ ნა­წილს გან­სხვა­ვე­ბუ­ლი აზრი ჰქონ­და, მაგ­რამ, ალ­ბათ, ყვე­ლა, ვი­საც კი სა­მარ­თლი­ა­ნო­ბის გრძნო­ბა და ლი­ტე­რა­ტუ­რის სიყ­ვა­რუ­ლი აქვს, აღი­ა­რებს, რომ იგი იყო ბო­ბო­ქა­რი სუ­ლის დიდი პო­ე­ტი, რო­მე­ლიც გა­მორ­ჩე­უ­ლი გა­რეგ­ნო­ბით, ძლი­ე­რი ხმი­თა და თა­ვი­სი შე­სა­ნიშ­ნა­ვი ლექ­სე­ბის დეკ­ლა­რი­რე­ბით წა­რუშ­ლე­ლად დარ­ჩე­ბა ჩვენს მეხ­სი­ე­რე­ბა­ში.

აღ­ვავ­ლენთ ლოც­ვებს ბა­ტო­ნი რე­ზოს (რე­ვა­ზის) უკ­ვდა­ვი სუ­ლი­სათ­ვის, რათა უფალ­მა სა­ვა­ნე­სა მარ­თალ­თა­სა და­ა­წე­სოს იგი, ხოლო ახ­ლობ­ლებ­სა და გულ­შე­მატ­კი­ვართ მო­მად­ლოს მშვი­დო­ბა და მის­თვის ლოც­ვის ძალა. "

 

სპორტი
კახა კალაძე: ეს არ არის უბრალოდ გამარჯვება, ეს თარიღი საქართველოს უახლეს ისტორიაში ოქროს ასოებით იწერება

საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრების გამარჯვების შემდეგ, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, თბილისის მერი კახა კალაძე და ნაკრების წევრები პირველი რესპუბლიკის მოედანზე შეკრებილ გულშემატკივრებს შეუერთდნენ და გამარჯვება მათთან ერთად აღნიშნეს.

კახა კალაძემ მადლობა გადაუხადა ეროვნულ ნაკრებს და და კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვა პლეიოფის ფინალში გამარჯვების განსაკუთრებულ მნიშვნელობას.

„გილოცავთ! რთულია, ვისაუბრო იმაზე, თუ რამხელა გამარჯვება მოიპოვა ჩვენმა ქვეყანამ. ეს არის ის, რასაც ათეულობით წელი ველოდებოდით. ეს არ არის უბრალოდ გამარჯვება, ეს არის ისტორიის დაწერა. საქართველოს უახლეს ისტორიაში 2024 წლის 26 მარტი ოქროს ასოებით იწერება, იმიტომ, რომ ჩვენი ეროვნული ნაკრები ითამაშებს ევროპის ჩემპიონატზე“, - განაცხადა კახა კალაძემ.

დედაქალაქის მერმა მადლობა გადაუხადა ეროვნული ნაკრების გულშემატკივარსაც.

„მადლობა ყველას, ვინც მოედანზე იმყოფებოდა, ვინც სახლიდან უყურებდა ამ თამაშს. ყოველთვის, როცა ჭირდებოდა საქართველოს ეროვნულ ნაკრებს, იდექით მის გვერდში. იყო უამრავი წაგება, იყო რთული პერიოდი, მაგრამ ყოველთვის იდექით იქ, სადაც ჭირდებოდა ქართულ ფეხბურთს, ქართულ სპორტს და ამისთვის მინდა მადლობა გითხრათ თითოეულ თქვენგანს“, - მიმართა გულშემატკივრებს კახა კალაძემ.

სრულად
გამოკითხვა
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
ხმის მიცემა
სხვათა შორის

მსოფლიოს ისტორიაში, უდიდესი იმპერიები ტერიტორიით(მლნ კვ. კმ): ბრიტანეთი - 35.5 მონღოლეთი - 24.0 რუსეთი - 22.8 ქინგის დინასტია (ჩინეთი) - 14.7 ესპანეთი - 13.7 ხანის დინასტია (ჩინეთი) - 12.5 საფრანგეთი - 11.5 არაბეთი - 11.1 იუანების დინასტია (ჩინეთი) - 11.0 ხიონგნუ - 9.0 ბრაზილია - 8.337 იაპონია - ~8.0 იბერიული კავშირი - 7.1 მინგის დინასტია (ჩინეთი) - 6.5 რაშიდუნების ხალიფატი (არაბეთი) - 6.4 პირველი თურქული სახანო - 6.0 ოქროს ურდო - 6.0 აქემენიანთა ირანი - 5.5 პორტუგალია - 5.5 ტანგის დინასტია (ჩინეთი) - 5.4 მაკედონია - 5.2 ოსმალეთი - 5.2 ჩრდილო იუანის დინასტია (მონღოლეთი) - 5.0 რომის იმპერია - 5.0

Ford, საავტომობილო ბაზრის დომინანტი მაშინ, როდესაც საავტომობილო ბაზარი ჯერ კიდევ ჩამოყალიბების პროცესში იყო, Ford Model T იყო დომინანტი მანქანა. 1916 წლის მონაცემებით, ის მსოფლიოში ყველა ავტომობილის 55%-ს შეადგენდა.

ილია ჭავჭავაძე: "როცა პრუსიამ წაართვა საფრანგეთს ელზასი და ლოტარინგია და პარლამენტში ჩამოვარდა საუბარი მასზედ, თუ რაგვარი მმართველობა მივცეთო ამ ახლად დაჭერილს ქვეყნებს, ბისმარკმა აი, რა სთქვა: ,,ჩვენი საქმე ელზასსა და ლოტარინგიაში თვითმმართველობის განძლიერება უნდა იყოსო. ადგილობრივნი საზოგადოების კრებანი უნდა დავაწყოთო ადგილობრივის მმართველობისთვისაო. ამ კრებათაგან უფრო უკეთ გვეცოდინება იმ ქვეყნების საჭიროება, ვიდრე პრუსიის მოხელეთაგანა. ადგილობრივთა მცხოვრებთაგან ამორჩეულნი და დაყენებულნი მოხელენი ჩვენთვის არავითარს შიშს არ მოასწავებენ. ჩვენგან დანიშნული მოხელე კი მათთვის უცხო კაცი იქნება და ერთი ურიგო რამ ქცევა უცხო კაცისა უკმაყოფილებას ჩამოაგდებს და ეგ მთავრობის განზრახვასა და სურვილს არ ეთანხმება. მე უფრო ისა მგონია, რომ მათგან ამორჩეულნი მოხელენი უფრო ცოტას გვავნებენ, ვიდრე ჩვენივე პრუსიის მოხელენი”. თუ იმისთანა კაცი, როგორც ბისმარკი, რომელიც თავისუფლების დიდი მომხრე მაინდამაინც არ არის, ისე იღვწოდა თვითმმართველობისათვის, მერე იმ ქვეყნების შესახებ, რომელთაც გერმანიის მორჩილება არამც თუ უნდოდათ, არამედ ეთაკილებოდათ, თუ ამისთანა რკინის გულისა და მარჯვენის კაცი, როგორც ბისმარკი, სხვა გზით ვერ ახერხებდა ურჩის ხალხის გულის მოგებას, თუ არ თვითმმართველობის მინიჭებითა, სხვას რაღა ეთქმის."

დედამიწაზე არსებული ცოცხალი არსებებიდან მხოლოდ ადამიანს და კოალას აქვთ თითის ანაბეჭდი

ინდოელი დიასახლისები მსოფლიო ოქროს მარაგის 11% ფლობენ. ეს უფრო მეტია, ვიდრე აშშ-ს, სავალუტო ფონდის, შვეიცარიის და გერმანიის მფლობელობაში არსებული ოქრო, ერთად აღებული.

დადგენილია, რომ სასოფლო-სამეურნეო კულტურათა მოსავლიანობის განმსაზღვრელ კომპლექსურ პირობათა შორის, ერთ-ერთი თესლის ხარისხია. მაღალხარისხოვანი ჯიშიანი თესლი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია მოსავლიანობის გასადიდებლად, რაც აგრეთვე დასაბუთებულია ხალხური სიბრძნით "რასაც დასთეს, იმას მოიმკი". - ქართული გენეტიკისა და სელექცია–მეთესლეობის სკოლის ერთ-ერთი ფუძემდებელი, მეცნიერებათა დოქტორი, აკადემიკოსი პეტრე ნასყიდაშვილი

ებოლა, SARS-ი, ცოფი, MERS-ი, დიდი ალბათობით ახალი კორონავირუსი COVID-19-იც, ყველა ამ ვირუსული დაავადების გავრცელება ღამურას უკავშირდება.

ყველაზე დიდი ეპიდემია კაცობრიობის ისტორიაში იყო ე.წ. "ესპანკა" (H1N1), რომელსაც 1918-1919 წლებში მიახლოებით 100 მილიონი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, ანუ დედამიწის მოსახლეობის 5,3 %.

იცით თუ არა, რომ მონაკოს ნაციონალური ორკესტრი უფრო დიდია, ვიდრე ქვეყნის არმია.