USD 2.7075
EUR 3.1272
RUB 3.3424
თბილისი
დიანა ანფიმიადი – ღვინო – ხელნაწერებისა და მეტაფორების ამბები
თარიღი:  686

ნატა სოფრომაძის ფოტო

 

სიტყვები და ღვინოები

ამას წინათ სულხან-საბა ორბელიანის ხელნაწერებსა და არქივში ვმოგზაურობდი.  მასალებს ვეძებდი, კალიგრაფიით, ჩანაწერებისა და მინაწერების სიზუსტითა თუ სპონტანურობით ვტკბებოდი. ბევრი რამ მიყვარს ხელნაწერებში, უსაზღვრო შრომის შედეგი, რომელსაც თითქოს მარტივად უყურებ, არადა, ხელნაწერებზე დათენებული ღამეების შუქი ანათებს, იშვიათად აცდენილი ხელი თუ კორექტურა, კიდევ – მინაწერების ყველაზე გულწრფელი ამოძახილი და, რაც მთავარია, მწიფე, წითელი სინგურის მელნით შესრულებული საზედაო ასოები, თითქოს ვიღაცამ საფერავი დააწვეთა, მერე ბატის ფრთით მოხაზა და ამ სიტყვებისა და წინადადებების ნუსხურ თუ მხედრულ გზაჯვარედინებზე გზა მოგინიშნა, რომ როგორც საბა ამბობს, „შებრუვებული“ არ დაიკარგო.

 

ყველა კალიგრაფი განსხვავებულია. მიუხედავად იმისა, რომ საქმე, ხელობა და ხელოვნება ერთგვარ სიზუსტეს, წესების დაცვას მოითხოვს, მაინც იკითხება კალიგრაფის სული. ზოგი – ასოების მოხაზულობაში, ზოგი – საზედაო ასოს ჩუქურთმასა და წნულებში, ზოგი- არშიებსა და მინაწერებში. ხვდები, რომ ზოგჯერ ააჩქარეს, ზოგიერთ სიტყვას დიდხანს წერდა, აქ შეისვენა, აქ ჩამოეძინა…

სულხან-საბას ავტოგრაფი ულამაზესი, მწყობრი, გაკრული მხედრულითაა დამშვენებული, ვფიქრობ, როგორ შეუძლია ერთდროულად ასეთი აკადემიური, მეცნიერული და თან შემოქმედებითი, დაუგეგმავი, პოეტური იყოს.  სიტყვის განმარტება ხშირად მეტაფორულია, მაგრამ ამავე დროს, ზუსტი. მსუბუქ შეთრობას საბა ბრუჟობას ეძახის, ხოლო სიმთვრალეს, სრულიად გენიალურად განმარტავს, შეთვერი, ეს ნიშნავს, რომ „ღვინო გმეტობს“.

 სიტყვა და ღვინო ძალიან ჰგავს ერთმანეთს, სანამ ნებისმიერი ტექსტისთვის სიტყვას შევარჩევ, ჯერ გემოს ვუსინჯავ, ვამბობ, ვუსმენ და მხოლოდ მერე მოვუძებნი ადგილს ტექსტებში.

  პოეზია და ღვინო

 ღვინო ძალიან ჰგავს პოეზიას და პირიქით, უფრო ზუსტად, მეტაფორას. მცირე ცვლილება დიდ, არსობრივ ცვლილებას იწვევს, მნიშვნელოვანია, როგორი სიტყვების მეზობლადაა, როგორია კონტექსტი, მელოდია, რიტმი, ფონეტიკა.

ყველა ლექსი სხვადასხვა ღვინოა, ტრადიციული და ქართული თუ სხვა ქვეყნის პოეზიიდან ქართულ გარემოში გადმორგული, ათასნაირ სალექსო ფორმას მორგებული, ათასნაირი ტერუარიდან გადმოქართულებული.  ყველა დეტალი, მიწისა და ჰაერის ყველა შემადგენლობა ცვლის ლექსს, პოეზიის თარგმანი საერთოდ სხვა ღვინოა, ვერაფრით მიგახვედრებთ თუ თავად არ გასინჯეთ,  როგორია წერედიანში ჩამოსხმული ლორკა თუ ვიიონი, კოტეტიშვილში დავარგებული ჰაფეზი.

ამას წინათ ვფიქრობდი, ზოგი ლექსი კამკამა და შუშხუნაა, ზოგიც მძიმე და ქარვისფერი, ზოგი -ვარდისფერი და ორ წამში გავიწყდება, ზოგიც სქელი და შინდისფერი, ყელსა და მეხსიერებას ისე აჩნდება, დავიწყება გაგიჭირდება.

ყველა ლექსი და ყველა ღვინო მიყვარს, პაემანზე თუ ატმის ტონები და ატმის ყვავილები გირჩევნია, წერისას – უფრო კენკრა, ხან შემოდგომის ხმები და შრიალი და ხანაც ზამთრისპირის ცივი, გამჭოლი, ზუსტი ბგერები.

და მაინც, ქართული პოეზიის ყველაზე მთავარი ღვინო, გალაკტიონის ღვინოა:

„ცხოვრება ჩემი უანკარეს ღვინის ფერია,

 იგი ელვარებს, საბოლოოთ დაშრება ვიდრე“…

 

 

საფერავისფერჩოხიანი ტარიელის ამბავი

 

ამ წიგნზე, შოთა რუსთაველის „ვეფხისტყაოსნის“ მინაწერების ამბებად მოყოლაზე დიდი ხანი ვფიქრობდი,  რუსთველის პოემის ყველა ხელნაწერი გადავქექე, ამოვწერე, დავაკვირდი, წარმოვიდგინე.

 ერთი განსაკუთრებით მომეწონა, ვინმე ნიკოლაოზს გადაუწერია მეცხრამეტე საუკუნეში,  ტექსტიც გადაწერა, ლექსებიც მრავლად დაურთო, თავისი ხელმოწერაც  და კომენტარიც: „ აქ რამდენიმე მუხლი აკლია, დედანი არ მქონდა და ვინც  ჩაიგდოთ ხელში, ჩაასწორეთო.“

 უცნაურია კაცია ეს ნიკოლაოზი, ამხელა ტექსტი რუდუნებით გადაუწერია, შეუმკია, ზედ დაჰფოფინებს და თანაც რუსთველს პატარა, ჩხუბისთავი ბიჭივით ეჯგიმება:

„რუსთაველო ახ თუ დრო გაქუს მიტომ აგეთ ლექსთა ჩმახავ

ადექ მოდი ერთად დავსხდეთ ერთად ვწეროთ მაშინ გნახავ

ნაგაზივით წამოგწვდები ეს მე ვიცი ვერ გაგლახავ

ამას წინათ შენ დროებში დაგავიწყებ რაც გინახავს.“

მერე, როგორც ჩანს, ბრაზმა გაუარა, თუ დამეტოქების, შეჯიბრების იმ უცნაურმა ბოღმამ, რომელიც მხოლოდ მას კი არა,  უფრო დიდ ავტორიტეტებს, სამეფო ოჯახის წარმომადგენლებს და ცოტა უკეთეს პოეტებსაც ჰქონიათ.

 გული დაუმშვიდებია და საკუთარი თავი თუ მკითხველიც დაუშოშმინებია:

 „ამ მუხლსა სიტყვები წყნარა წყნარა წაიარე“.

 სხვაგან კიდევ მიუნიშნებია: „მაშინ ამაზე მეტი არა იცოდნენ რა“, ერთგან კი დანანებით  უთქვამს-  „აქ სულ არეული არის“.

ვუყურებ ხელნაწერის მინიატურას,  ვაზის ფოთლებისა და მტევნის ლამაზი დეკორაციის ფონზე დახატულ ტარიელს.   შავთვალწარბა, დაყენებულულვაშიანი,  არხეინი, ქართველია, თითქოს წარბები შეჭმუხნული აქვს, მაგრამ თუ კარგად დააკვირდები, ადვილად დაინახავ უდარდელ გამომეტყველებას. ხელში ხმალი აქვს, ჩოხის კალთაზე კი თითქოს საფერავი დაღვრიაო, სახელიც „ტარიელი“ თითქოს საფერავით მიუწერიათ, ლამაზი, საგულდაგულოდ გამოყვანილი მხედრულით.

სწორედ, ეს საფერავისჩოხიანი ტარიელია  ის, ვისაც „ვეფხისტყაოსანი“, დიდი კულტურა, დიდი ისტორია უანდერძეს.  თან რომ ძალიან უყვარს, მაგრამ ხან ეტლში რჩება, ხან სტუმარს ჩუქნის, ხან წვავს, ხან – მზითევში ატანს და ხანაც ლამაზ-ლამაზ მინიატურებს ამოჭრის, პატარა ბავშვივით რომ მერე სხვაგან გადააწებოს. „ვინცა ყოვლი განარჩია მაღალ დაბალი სწორები“ – ამ ჩვენს ქართველს ბედისაც სწამს, ღმერთისაც და ამ დიდი წიგნისაც, რომელიც გადაუწერია და ფურცლებიც საგულდაგულოდ დაუთვლია: „ასოცდაჩვიდმეტი ფურცელი“.

 ჩემი წიგნის ერთ-ერთი მთავარი პერსონაჟიც სწორედ ეს გახდა, არხეინი ტარიელი, რომელსაც პერანგის გულისპირი საფერავით აქვს შეღებილი.

 მაინც ყველა ღვინოს საფერავი მირჩევნია, წავალ-წამოვალ და ისევ მასთან ვბრუნდები, ისეთი ღრმა და ნამდვილია, ისეთი სხეულიანი და ღონიერი, როგორც ნიკო სამადაშვილის მეტაფორა, როგორც ნიკო ფიროსმანის ნახატების ჯადოქრობა, ადამიანებს რომ ცხოველებად მოგაჩვენებს, ხოლო ცხოველებს ყველაზე ადამიანური თვალებით გამოახედებს.

წყარო: თბილღვინო

საზოგადოება
ზვიად გაბისონია: ხელმძღვანელის წერილობითი თანხმობით, პედაგოგებს აქვთ უფლება განახორციელონ სხვა ანაზღაურებადი პედაგოგიური, სამეცნიერო, შემოქმედებითი საქმიანობა

კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ საქართველოს კანონში შეტანილი ცვლილებების თანახმად, საჯარო სკოლებში დასაქმებულ პედაგოგებს ენიჭებათ უფლება, განახორციელონ სხვა ანაზღაურებადი პედაგოგიური, სამეცნიერო, შემოქმედებითი, ასევე, სპორტული საქმიანობა შესაბამისი დაწესებულების ხელმძღვანელის ან საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული უფლებამოსილი პირის ან ორგანოს მიერ წერილობითი თანხმობის საფუძველზე. ამ მიმართულებით არ არსებობს რაიმე ტიპის შეზღუდვა, რომელიც დამატებითი მიზნებისთვის აღნიშნული თანხმობის კონტროლის მექანიზმად გამოყენების საშუალებას იძლევა, - განაცხადა საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილემ, ზვიად გაბისონიამ.

მინისტრის მოადგილემ სოციალურ ქსელებში გავრცელებულ ინფორმაციას, რომ თითქოს ახალი კანონით, საჯარო სკოლის მასწავლებლებს სკოლის მიღმა მოსწავლეების მომზადება დირექტორის თანხმობის გარეშე აღარ შეეძლებათ, დეზინფორმაცია უწოდა.

„დეზინფორმაციაა, რომ თითქოს, აღნიშნული წერილობითი თანხმობის ვალდებულება ვრცელდებოდეს ე.წ. კერძო რეპეტიტორის ინსტიტუტზე. განვმარტავთ, რომ რეპეტიტორის ინსტიტუტს არ ცნობს საქართველოს განათლების შესახებ მოქმედი კანონმდებლობა, შესაბამისად, ასეთი საქმიანობა ვერ ჩაითვლება პედაგოგიურ საქმიანობად. გარდა ამისა, მასწავლებლის ეთიკის კოდექსის მე-4 მუხლის მე-3 პუნქტი მასწავლებელს უკრძალავს საკუთარ მოსწავლეს დამატებით გაუწიოს ფასიანი საგანმანათლებლო მომსახურება, გარდა კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა. საქართველოს მთავრობის მიერ დაანონსებული განათლების ფუნდამენტური რეფორმის ერთ-ერთ მნიშვნელოვან საკითხს წარმოადგენს ისეთი სასკოლო მოდელის ფორმირება, რომლის შედეგადაც მშობლებს აღარ დასჭირდებათ კერძო რეპეტიტორებთან დამატებითი ხარჯის გაწევა. მოგეხსენებათ, რომ აღნიშნული პრობლემა ქვეყანაში 30 წელზე მეტია არსებობს.

იმ იურიდიულ პირებს, რომლებიც საქართველოს სამეწარმეო კანონმდებლობით რეგისტრირებულნი არიან მეწარმე სუბიექტებად და ახორციელებენ სატრენინგო მომსახურებას, მათ შორის, ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის განსაზღვრულ საგნებში, ასევე უცხო ენებში, მოეთხოვებათ დამსაქმებლის მხრიდან წერილობითი თანხმობის მიღება“, - განაცხადა ზვიად გაბისონიამ.

სრულად
გამოკითხვა
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
ხმის მიცემა
სხვათა შორის

მსოფლიოს ისტორიაში, უდიდესი იმპერიები ტერიტორიით(მლნ კვ. კმ): ბრიტანეთი - 35.5 მონღოლეთი - 24.0 რუსეთი - 22.8 ქინგის დინასტია (ჩინეთი) - 14.7 ესპანეთი - 13.7 ხანის დინასტია (ჩინეთი) - 12.5 საფრანგეთი - 11.5 არაბეთი - 11.1 იუანების დინასტია (ჩინეთი) - 11.0 ხიონგნუ - 9.0 ბრაზილია - 8.337 იაპონია - ~8.0 იბერიული კავშირი - 7.1 მინგის დინასტია (ჩინეთი) - 6.5 რაშიდუნების ხალიფატი (არაბეთი) - 6.4 პირველი თურქული სახანო - 6.0 ოქროს ურდო - 6.0 აქემენიანთა ირანი - 5.5 პორტუგალია - 5.5 ტანგის დინასტია (ჩინეთი) - 5.4 მაკედონია - 5.2 ოსმალეთი - 5.2 ჩრდილო იუანის დინასტია (მონღოლეთი) - 5.0 რომის იმპერია - 5.0

Ford, საავტომობილო ბაზრის დომინანტი მაშინ, როდესაც საავტომობილო ბაზარი ჯერ კიდევ ჩამოყალიბების პროცესში იყო, Ford Model T იყო დომინანტი მანქანა. 1916 წლის მონაცემებით, ის მსოფლიოში ყველა ავტომობილის 55%-ს შეადგენდა.

ილია ჭავჭავაძე: "როცა პრუსიამ წაართვა საფრანგეთს ელზასი და ლოტარინგია და პარლამენტში ჩამოვარდა საუბარი მასზედ, თუ რაგვარი მმართველობა მივცეთო ამ ახლად დაჭერილს ქვეყნებს, ბისმარკმა აი, რა სთქვა: ,,ჩვენი საქმე ელზასსა და ლოტარინგიაში თვითმმართველობის განძლიერება უნდა იყოსო. ადგილობრივნი საზოგადოების კრებანი უნდა დავაწყოთო ადგილობრივის მმართველობისთვისაო. ამ კრებათაგან უფრო უკეთ გვეცოდინება იმ ქვეყნების საჭიროება, ვიდრე პრუსიის მოხელეთაგანა. ადგილობრივთა მცხოვრებთაგან ამორჩეულნი და დაყენებულნი მოხელენი ჩვენთვის არავითარს შიშს არ მოასწავებენ. ჩვენგან დანიშნული მოხელე კი მათთვის უცხო კაცი იქნება და ერთი ურიგო რამ ქცევა უცხო კაცისა უკმაყოფილებას ჩამოაგდებს და ეგ მთავრობის განზრახვასა და სურვილს არ ეთანხმება. მე უფრო ისა მგონია, რომ მათგან ამორჩეულნი მოხელენი უფრო ცოტას გვავნებენ, ვიდრე ჩვენივე პრუსიის მოხელენი”. თუ იმისთანა კაცი, როგორც ბისმარკი, რომელიც თავისუფლების დიდი მომხრე მაინდამაინც არ არის, ისე იღვწოდა თვითმმართველობისათვის, მერე იმ ქვეყნების შესახებ, რომელთაც გერმანიის მორჩილება არამც თუ უნდოდათ, არამედ ეთაკილებოდათ, თუ ამისთანა რკინის გულისა და მარჯვენის კაცი, როგორც ბისმარკი, სხვა გზით ვერ ახერხებდა ურჩის ხალხის გულის მოგებას, თუ არ თვითმმართველობის მინიჭებითა, სხვას რაღა ეთქმის."

დედამიწაზე არსებული ცოცხალი არსებებიდან მხოლოდ ადამიანს და კოალას აქვთ თითის ანაბეჭდი

ინდოელი დიასახლისები მსოფლიო ოქროს მარაგის 11% ფლობენ. ეს უფრო მეტია, ვიდრე აშშ-ს, სავალუტო ფონდის, შვეიცარიის და გერმანიის მფლობელობაში არსებული ოქრო, ერთად აღებული.

დადგენილია, რომ სასოფლო-სამეურნეო კულტურათა მოსავლიანობის განმსაზღვრელ კომპლექსურ პირობათა შორის, ერთ-ერთი თესლის ხარისხია. მაღალხარისხოვანი ჯიშიანი თესლი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია მოსავლიანობის გასადიდებლად, რაც აგრეთვე დასაბუთებულია ხალხური სიბრძნით "რასაც დასთეს, იმას მოიმკი". - ქართული გენეტიკისა და სელექცია–მეთესლეობის სკოლის ერთ-ერთი ფუძემდებელი, მეცნიერებათა დოქტორი, აკადემიკოსი პეტრე ნასყიდაშვილი

ებოლა, SARS-ი, ცოფი, MERS-ი, დიდი ალბათობით ახალი კორონავირუსი COVID-19-იც, ყველა ამ ვირუსული დაავადების გავრცელება ღამურას უკავშირდება.

ყველაზე დიდი ეპიდემია კაცობრიობის ისტორიაში იყო ე.წ. "ესპანკა" (H1N1), რომელსაც 1918-1919 წლებში მიახლოებით 100 მილიონი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, ანუ დედამიწის მოსახლეობის 5,3 %.

იცით თუ არა, რომ მონაკოს ნაციონალური ორკესტრი უფრო დიდია, ვიდრე ქვეყნის არმია.