USD 2.6849
EUR 2.8804
RUB 2.8747
Tbilisi
დღევანდელი დღე მსოფლიო ისტორიაში
Date:  361

22 ივნისი — გრიგორიანული კალენდრის 173-ე დღე (ნაკიან წლებში – 174-ე დღე). წლის ბოლომდე დარჩენილია 192 დღე.

დღის მოვლენები

  • ძვ. წ. 217 : რაფიის ბრძოლა - ეგვიპტის მეფე პტელემეოს IV-მ ანტიოქ III დიდი დაამარცხა.
  • ძვ. წ. 168 : პიდნის ბრძოლა - რომაელებმა ლუციუს ემელიუს პაულუსის მეთაურობით მაკედონელები დაამარცხეს და მათი მეფე პერსევსი შეიპყრეს, რითაც დასრულდა მაკედონელთა მესამე ომი.
  • 1593 : სისაკის ბრძოლა - ხორვატებმა თურქები დაამარცხეს.
  • 1812 : ნაპოლეონის ომები - ნაპოლეონი რუსეთში შეიჭრა.
  • 1825 : ბრიტანეთის პარლამენტმა ფეოდალიზმი და სენიორული სისტემა გააუქმა ბრიტანეთის ჩრდ. ამერიკაში.
  • 1848 : ივნისის დღეების აჯანყება დაიწყო პარიზში.
  • 1889 : გერმანიამ პირველად ევროპაში შემოიღო პენსია ხანში შესულთათვის.
  • 1898 : ესპანეთ-ამერიკის ომი - აშშ-ის საზღვაო ძალები კუბაზე გადმოსხდნენ.
  • 1911 : ჯორჯ V დიდი ბრიტანეთის მეფე გახდა.
  • 1941 : გერმანიის ჯარი სსრკ-ს დაესხა თავს (ოპერაცია „ბარბაროსა“).
  • 1944 : საბჭოთა კავშირის ოპერაცია ბაგრატიონი დაიწყო არმიის ჯგუფი „ცენტრის“ წინააღმდეგ.
  • 1976 : კანადის თემთა პალატამ სიკვდილით დასჯა გააუქმა.
  • 1973 : გდრ და გფრ გაეროს წევრები გახდა.
  • 1978 : ჯუჯა პლანეტა პლუტონის თანამგზავრი ქარონი აღმოაჩინეს.
  • 1986 : არგენტინელმა ფეხბურთელმა დიეგო მარადონამ საუკუნის გოლი გაიტანა ინგლისელების კარში ფიფას მსოფლიო თასის გათამაშებაში მეხიკოში.
  • 2002 : სამხრეთ ირანში მომხდარ ძლიერ მიწისძვრას 200-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა.
  • 2010 : ცენტრის პარტიის ლიდერი მარი კივინიემი ფინეთის პრემიერ-მინისტრი გახდა.
  • 2012 : პარაგვაის პრეზიდენტი ფერნანდო ლუგო სენატმა იმპიჩმენტის საფუძველზე გადააყენა და მის ნაცვლად ეს თანამდებობა ვიცე-პრეზიდენტმა ფედერიკო ფრანკომ დაიკავა.
  • 2019 : მოჰამედ ულდ ღაზუანი მავრიტანიის პრეზიდენტად აირჩიეს.

ამ დღეს დაბადებულნი

  • 1767 : ჰუმბოლდტი, ვილჰელმ — გერმანელი ენათმეცნიერი, ესთეტიკოსი, ფილოსოფოსი, სახელმწიფო მოღვაწე (გ.1835)
  • 1856 : ჰენრი რაიდერ ჰაგარდი — ინგლისელი მწერალი
  • 1864 : მინკოვსკი, ჰერმან — მათემატიკოსი (გ.1909)
  • 1869 : ლაღიძე, მიტროფანე — უალკოჰოლო სასმელების წარმოების დამფუძნებელი საქართველოში
  • 1887 : ჰაქსლი, ჯულიან სორელ — ინგლისელი ბიოლოგი, ფილოსოფოსი
  • 1898 : რემარკი, ერიხ მარია — გერმანელი მწერალი
  • 1928 : ბაგრატიონი, ედიშერ — ქართველი არქიტექტორი.
  • 1953 : ლოპერი, სინდი — ამერიკელი მომღერალი

ამ დღეს გარდაცვლილნი

  • 1969 : ჯუდი გარლანდი — ამერიკელი მომღერალი, მსახიობი (დ.1922)

დღესასწაულები

  • მართლმადიდებელი ეკლესია აღნიშნავს შემდეგი წმინდანების ხსენების დღეს:
    • იოანე შავთელ-გაენათელი
    • წმინდა კირილე
    • თეკლე, მართა და მარიამი
sport
2026 წელს ძიუდოში ევროპის ჩემპიონატი თბილისში გაიმართება
2026 წელს ძიუდოში ევროპის ჩემპიონატი თბილისში გაიმართება. ეს გადაწყვეტილება დღეს ზაგრებში იქნა მიღებული მას შემდეგ, რაც მოცემულ ინიციატივას საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ დაუჭირა მხარი.
ძიუდოში წლევანდელ ევროპის ჩემპიონატს კი ხორვატიის დედაქალაქმა უმასპინძლა. ძიუდოში საქართველოს ნაკრებმა კონტინენტის პირველობა რვა მედლით დაასრულა. ინდივიდუალურ ასპარეზობაში ქართველმა სპორტსმენებმა ორი ოქრო, ორი ვერცხლი და სამი ბრინჯაოს მედალი მიიღეს და გუნდურ ჩათვლაში პირველი ადგილი დაიკავეს. ხოლო ტურნირის დასკვნით დღეს გუნდურ ასპარეზობაში საქართველოს ქალთა და ვაჟთა შერეული ნაკრები ვიცე-ჩემპიონი გახდა.
ჩემპიონატზე ოქროს მედლები ვაჟა მარგველაშვილმა და ტატო გრიგალაშვილმა, ვერცხლი ილია სულამანიძემ და გურამ თუშიშვილმა, ბრინჯაო კი ეთერ ლიპარტელიანმა, ლაშა ბექაურმა და ლაშა შავდათუაშვილმა მოიპოვეს.
ევროპის ჩემპიონატს ზაგრებში საქართველოს კულტურისა და სპორტის მინისტრის პირველი მოადგილე იოსებ ბაღათურია, ხორვატიის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ზაზა გოგსაძე და საქართველოს ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტი გიორგი ათაბეგაშვილი ესწრებოდნენ. იოსებ ბაღათურიამ ტურნირის დასკვნით დღეს გუნდურ ასპარეზობაში გამარჯვებული ნაკრებების დაჯილდოების ცერემონიაშიც მიიღო მონაწილეობა.
ზაგრებში გამართულ კონტინენტის პირველობაზე ევროპის ჩემპიონატის საქართველოში ჩატარების შესახებ ხელშეკრულებას მოეწერა ხელი. საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის, მხარდაჭერით საქართველომ ევროპის ძიუდოს კავშირის შეთავაზება მიიღო 2026 წლის აპრილში ძიუდოში ევროპის ჩემპიონატს უმასპინძლოს.
ზაგრებში ევროპის ძიუდოს კავშირმა 2023 წლის საუკეთესო მამაკაც ძიუდოისტად ტატო გრიგალაშვილი, წლის საუკეთესო ახალგაზრდა მამაკაც ძიუდოისტად შალვა გურეშიძე, წლის საუკეთესო გუნდად კი საქართველოს ქალთა და ვაჟთა შერეული ნაკრები დაასახელა.
See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way