USD 2.6607
EUR 3.0779
RUB 3.7110
Тбилиси
დღეს ნანი ბრეგვაძის დაბადების დღეა. ლეგენდარული მომღერალი 88 წლის გახდა.
дата:  

დღეს, 21 ივლისს, ქართველი მომღერლის, ნანი ბრეგვაძის დაბადების დღეა.

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია 1961 წელს. 

1956 წელს დაიწყო შემოქმედებითი მოღვაწეობა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის საესტრადო ორკესტრში; 1959 წლიდან გამოვიდა პროფესიულ ესტრადაზე; 1959-1964წწ. საქართველოს სახელმწიფო საესტრადო ორკესტრის "რეროს", 1964-1980წწ. ვოკალურ-საკრავიერი ანსამბლის "ორერას" სოლისტია; 1980 წლიდან გამოდის სოლო კონცერტებით(კონცერტმაისტერ მ. გონგლიაშვილთან ერთად); მის რეპერტუარში წამყვანი ადგილი უჭირავს ქართველ კომპოზიტორთა საესტრადო ნაწარმოებებს; დიდი ღვაწლი მიუძღვის 60-70-იან წლებში ქართული საესტრადო ლირიული სიმღერის აღმავლობაში; მაღალი ოსტატობით ასრულებს რუსი კომპოზიტორების სიმღერებს, განსაკუთრებით ძველ რუსულ და ბოშურ რომანსებს. არაერთი ქართული მხატვრული ფილმი აქვს გახმოვანებული: "ვერის უბნის მელოდიები"(რეჟ. გ. შენგელაია, 1973), "აურზაური სალხინეთში"(რეჟ. ლ. ღოღობერიძე, 1975) და სხვ.; გადაღებულია თ. აბულაძის ფილმში " სამკაული სატრფოსათვის"(1971). ჩაწერილი აქვს მრავალი ფირფიტა; საგასტროლოდ იყო ყოფილი სსრკ ქვეყნებსა და საზღვარგარეთის ქვეყნებში.

წყარო: საქართველო:ენციკლოპედია:ტ.1.-თბ., 1997.-გვ.479; წიგნი ღირსებისა: ტ. 1/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2000. - გვ.376; პრემია "საგურამოს" ლაურეატები: 2003-2017 წლები/რედაქტორ-შემდგენლები: ანდრო ბედუკაძე, ლანა უნდილაშვილი.-საგურამო, 2017.-გვ.182

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 2014 - ილიას მედალი, "მარად და ყველგან, საქართველოვ, მე ვარ შენთანა"
    ქართული კულტურისა და სულიერების წინაშე განსაკუთრებული ღვაწლისათვის
  • 1996 - ღირსების ორდენი
    ქართული საესტრადო ვოკალური ხელოვნების განვითარებისა და პოპულარიზაციის საქმეში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისა და ამ დარგში ხანგრძლივი მაღალფროფესიული მოღვაწეობისათვის
  • 1995 - თბილისის საპატიო მოქალაქე
  • 1994 - საქართველოს სახელმწიფო პრემია
  • 1983 - სსრკ სახალხო არტისტი
  • 1974 - საქართველოს სახალხო არტისტი
  • 1972 - საესტრადო სიმღერების სოპოტის საერთაშორისო ფესტივალი
  • 1957 - ახალგაზრდობისა და სტუდენტთა VI მსოფლიო ფესტივალი(მოსკოვი), ლაურეატი
общество
სურსათის უვნებლობის კამპანიას სკოლა-ლიცეუმი „ლამპარი“ შეუერთდა

თბილისის საჯარო და კერძო სკოლებში 13-18 წლის მოზარდებისთვის სურსათის უვნებლობისა და სამომხმარებლო კულტურის შესახებ ცნობიერების ამაღლების კამპანია ახალ ფაზაში გადადის. ამჯერად, საგანმანათლებლო ვორქშოფების სერიას შპს სკოლა-ლიცეუმი „ლამპარი“ შეუერთდა, სადაც მოსწავლეებისთვის სურსათის უვნებლობის საკითხებზე ინტერაქციული საინფორმაციო სესიები ჩატარდა.

შეხვედრამ მოზარდებში უდიდესი ინტერესი და ჩართულობა გამოიწვია. აღსანიშნავია, რომ „ლამპარის“ სკოლის ადმინისტრაცია აქტიურად უჭერს მხარს სასწავლო პროცესში მსგავსი არაფორმალური განათლების კომპონენტების ინტეგრირებას, რაც მოსწავლეებს პრაქტიკული და ცხოვრებისეული უნარების განვითარებაში ეხმარება.

საგანმანათლებლო ვორქშოფების სერია ჩეხეთის განვითარების სააგენტოს (CzDA) მხარდაჭერით ტარდება.

პროექტის მასშტაბები და გეოგრაფია

სასწავლო პროგრამა, რომელიც სსიპ „გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის“ მიერ არის შემუშავებული და მხარდაჭერილია საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ, გასულ წელს პილოტურ რეჟიმში წარმატებით გამოიცადა თბილისის მე-2, მე-16, 32-ე, 173-ე, 143-ე, 117-ე საჯარო და ბაქსვუდის საერთაშორისო სკოლებში.

მოსწავლეთა და ადმინისტრაციის მხრიდან უდიდესი დაინტერესების გამო, პროექტი მიმდინარე წელსაც აქტიურად გრძელდება და მას ახალი საგანმანათლებლო დაწესებულებები უერთდებიან — სკოლა-ლიცეუმ „ლამპართან“ ერთად, სესიები ახლახან ინტერაქციული სამაგიდო თამაშების გამოყენებით №11 საჯარო სკოლაშიც ჩატარდა.

რას მოიცავს სასწავლო პროგრამა?

საგანმანათლებლო ფორმატი 90-წუთიან ინტერაქციულ ვორქშოფებს მოიცავს, რომლებიც მარტივად ერგება სკოლების სასწავლო ბადეს. შეხვედრებს სურსათის უვნებლობის სერტიფიცირებული ტრენერი და ექსპერტი — ვერიკო გულუა უძღვება. პროგრამა 5 პრიორიტეტულ მოდულს აერთიანებს:

  • სისტემური საფუძვლები: სურსათის უვნებლობა, უსაფრთხოება და ხარისხი;
  • პრაქტიკული ჰიგიენა: ჯანმოს (WHO) ხუთი გასაღების პრინციპი ყოველდღიურობაში;
  • მომხმარებლის უფლებები: სურსათის ეტიკეტი და მისი სწორი წაკითხვა;
  • ფარული კომპონენტები: საკვები დანამატები (E-ნომრები) და მოზარდის ჯანმრთელობა;
  • რისკების პრევენცია: სურსათისმიერი დაავადებები და მათგან თავდაცვა.

„სკოლებში ამ აქტივობის დანერგვა სტრატეგიულად ყველაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯია, რადგან იგი გრძელვადიან პერსპექტივაში ინფორმირებული და გაცნობიერებული საზოგადოების ჩამოყალიბებას ისახავს მიზნად,“ — აცხადებენ სკოლა-ლიცეუმის დირექციაში.

სტრატეგიული მიდგომის ორმაგი ეფექტი:

  1. გაცნობიერებული მომხმარებელი: მოზარდები ადრეული ასაკიდანვე სწავლობენ სურსათის სწორად შერჩევას, ეტიკეტის კითხვასა და ყოველდღიურ ცხოვრებაში ჯანსაღი გადაწყვეტილებების მიღებას.
  2. ცოდნის გამავრცელებლები: ვორქშოფების შედეგად მიღებული ინფორმაციით, თავად მოსწავლეები ხდებიან ახალი ცოდნის „ამბასადორები“ საკუთარ სახლებში, ოჯახის წევრებსა და მეგობრების წრეში. ისინი მიღებულ პრაქტიკულ უნარებს უზიარებენ მშობლებსა და თანატოლებს, რაც მკვეთრად ზრდის სურსათის უვნებლობის კულტურას მთლიანად საზოგადოებაში.

 

более
голосование
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
голосование
Кстати