USD 2.7231
EUR 3.1471
RUB 3.2463
თბილისი
დღეს მთაწმინდის პარკი ყველის ფესტივალს მასპინძლობს
თარიღი:  834
17 სექტემბერს მთაწმინდის პარკის და ანა მიქაძის ორგანიზებით ყველის კიდევ ერთი ფესტივალი იმართება
 
ღონისძიებაში მონაწილეობას ღებულობენ როგორც ყველის, ასევე, თაფლის, ღვინის და ჩაის მწარმოებლები, ასევე, დაგხვდებათ ხელნაკეთი ნივთების გამოფენა გაყიდვა
 
როგორც ყოველთვის, შესაძლებლობა გექნებათ დააგემოვნოთ და შეიძინოთ ყველის უნიკალური სახეობები, მოისმინოთ სასიამოვნო მუსიკა და დატკბეთ თქვენთვის შექმნილი საფესტივალო, სასიამოვნო გარემოთი.
 

ტრადიციული ღონისძიება წელიწადში ორჯერ იმართება და აერთიანებს ყველის მწარმოებლებს საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან.

ფესტივალის მიზანია, ქართული ტრადიული ყველის პოპულარიზაცია როგორც ადგილობრივი მომხმარებლისთვის, ასევე, ტურისტებისათვის.

მსოფლიო
დონალდ ტრამპი - შეერთებული შტატების გარეშე ნატო ქაღალდის ვეფხვია

ამერიკის შეერთებული შტატების გარეშე ნატო ქაღალდის ვეფხვია, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში წერს.

„შეერთებული შტატების გარეშე ნატო ქაღალდის ვეფხვია! მათ არ უნდოდათ ბრძოლაში ჩართვა ბირთვულად შეიარაღებული ირანის შესაჩერებლად. ახლა, როდესაც ბრძოლა სამხედრო ძალებით მოგებულია, მათთვის ძალიან მცირე საფრთხით, ისინი ნავთობის მაღალ ფასებზე წუწუნებენ, რომლის გადახდაც უწევთ, მაგრამ არ სურთ ჰორმუზის სრუტის გახსნაში დახმარება, მარტივ სამხედრო მანევრში, რაც ნავთობზე მაღალი ფასების ერთადერთი მიზეზია.

რამდენად მარტივია მათთვის ამის გაკეთება, ასეთი მცირე რისკით. ლაჩრები, და ჩვენ დავიმახსოვრებთ!” - წერს ტრამპი.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის