USD 2.7065
EUR 3.1293
RUB 3.3438
Tbilisi
დღეიდან საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია იწყება
Date:  719

საქართველოში დღეიდან COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაცია იწყება. პირველ ეტაპზე იმუნიზაცია სამედიცინო პერსონალს ჩაუტარდება.

ერთ-ერთი პირველი, ვინც აიცრება - პაატა იმნაძეა. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე ზუსტად ერთ საათში, დემონსტრაციულად, ღია ეთერში აიცრება. ამირან განყრელიძე კი, რომელსაც კორონავირუსი უკვე გადატანილი აქვს, COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის პროცესს თბილისის რესპუბლიკურ საავადმყოფოში და „მედკაპიტალში“დაესწრება.

ამ ეტაპზე, მზად არის 82 ამცრელი ცენტრი. ვაქცინები უკვე განაწილდა რეგიონებშიც. საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის, „ასტრაზენეკას“ პირველი პარტია 13 მარტს შემოვიდა.

Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way