USD 2.6835
EUR 2.8762
RUB 2.8785
თბილისი
დემურ გიორხელიძე: ჩინეთის რიტორიკა იცვლება, ისინი ემზადებიან ომისთვის
თარიღი:  790
მე-5 მოწვევის პარლამენტის წევრი, ეკონომიკის ექსპერტი დემურ გიორხელიძე სოციალურ ქსელში წერს მსოფლიოში ძალთა ახალი ბალანსის და ჩინეთ-ამერიკის შესაძლო დაპირისპირების შესახებ. გთავაზობთ მის სტატუსს.
 
ჩინეთის რიტორიკა იცვლება, -
ეს ისაა, რაც აქამდე არ იყო. ისინი არ მალავენ, რომ...
ემზადებიან ომისათვის!..
აღმოსავლეთ ჩინეთის ზღვაში დაპირისპირების ბუნებრივი გაგრძელება ტაივანი იქნება!
ჩინელებს არასდროს უთქვამთ უარი მასზე...
ახლა საქმე დასწრებაზეა!
გლობალური ცივი ომი მსოფლიოს გარანტირებული აქვს.
აშშ-ს პოლიტიკის ცვლილება შეუმჩნეველი დარჩა საქართველოში! აშშ მიდის რაციონალური (მისთვის) გზით... მას არ ჰყოფნის რესურსები ყველაფერთან ერთად ჩინეთის ბლოკირებისა და შეკავებისათვის... ამიტომაც იყო ტრამპის ნეგატიური დამოკიდებულება ევროკავშირისა და ნატოსადმი...
აშშ ნატო არ არის -
აშშ ძალაა ნატოს გარეშეც! ეს ორგანიზაცია დღეს რეალურად საჭიროების გარეთაა...
ევროკავშირის შიდა პრობლემები სახეზეა...
მას მხოლოდ საქართველოში ვერ ხედავენ...
ისევე, როგორც ვერ ხედავენ ამერიკელთა პოლიტიკის ცვლილებას, თუმცა, რასაც ხედავენ, არასწორად ესმით.
ცხადია, პოლიტიკის ეს ცვლილება გარანტირებულად გამოიცვევს აშშ-რუსეთის ურთიერთობის დაძაბვასა და გართულებას... აშშ-ს პოლიტიკა უფრო დაახლოებული იქნება რუსეთის უშუალო სიახლოვეში ჩრდილოეთიდან სამხრეთისკენ რკალზე მოქმედების გააქტიურებითა და შავ ზღვაზე აქტიურობით...
ამისთვის აშშ-ს ნატო დიდად არაფრად სჭირდება... კავშირებს თავად დაამყარებს, და მისი ნაბიჯები ადეკვატური იქნება რუსეთის მხრიდან წინააღმდეგობისა...
რუსეთის ქმედებები დამოკიდებულია ამ შეცვლილ პოლიტიკაზე რეაგირების ხარისხზე... ეს უკვე მისი უშუალო სიახლოვეა და სულ ახლახან აზერბაიჯან-სომხეთის ომს ეს გეოპოლიტიკური კონტექსტი ჰქონდა...
ასე, რომ 2021 წელს აშშ გააქტიურდება რუსეთის უშალო სიახლოვის სივრცეში, მაგრამ ამისთვის სჭირდება იმ რეგიონებიდან გასვლა და გავლენისა და ხარჯების შემცირება, სადაც აქამდე მძლავრად იყო - ახლო აღმოსავლეთი და ევროკავშირი.
ევროკავშირს თავად მოუწევს საკუთარი პრობლემების დაძლევა და უახლოეს 2-3 წელიწადში პოლიტიკური ელიტების ცვლილება გარდაუვალია (განსაკუთრებით მთავარ ევროპულ ქვეყნებში).
საქართველო კვლავ რჩება ინტერესესთა დაპირისპირების სფეროში და იგი საერთო დაპირისპირების კონტექსტშია მხოლოდ დასანახი... ცენტრალური, რის გარშემოც აშშ-რუსეთის დაპირისპირება გამძაფრდება, ბაზების საკითხია... აქაც ყველაფერი დასწრებაზე იქნება!
მაგრამ აშშ-რუსეთის დაპირისპირებას აქვს გამოკვეთილი წითელი ხაზები, რომელსაც ვერც ერთი მხარე (ვერც აშშ და ვერც რუსეთი) არ და ვერ გადაკვეთს. პერსპექტივაში, მათ შორის მოლაპარაკების კონტურები გამოიკვეთება, მაგრამ სიტუაცია შეცლილია და ნდობა პრაქტიკულად არ არსებობს...
ამ კონტექსტში, უკანასკნელ პერიოდში, საინტერესო მოვლენა მოხდა: ჩინეთ-იაპონიის პოზიციების დაახლოება "ახალი აზიის" ლოზუნგით! აშკარაა, ამ დიდი რეგიონში ამერიკელთა გავლენა შესუსტდება, მაგრამ არის თუა არა ჩინეთ-იაპონიის ურთიერთობა მყარი, - აშშ-ჩინეთის დაპირისპირება გამოაჩენს: ჩინეთი ძლიერ არის დამოკიდებული იაპონიისა და სამხრეთ კორეის ბაზრებზე: ორივეში ერთად მისი ექსპორტი თითქმის 550 მლრდ აშშ დოლარს აღწევს, ანუ იმდენს, რაც აშშ-ში... რუსეთთან ეკონომიკური ურთიერთობები ახლოსაც ვერ მიდის ამ მაჩვენებლებთან, მაგრამ რუსეთი სასიცოცხლოდ საჭიროა ჩინეთისათვის უპირველესად ენერგომატარებლების გამო... ჩინეთის ბაზარი იხსნება იაპონელი მწარმოებლებისათვის (ავტომობილები და ა.შ.)...
რა პოზიცია ექნება იაპონიას აშშ-ჩინეთის ურთიერთობის დაძაბვისას? დაახლოებით პროგნოზირებადია, თუმცა, ინტერესები მაინც წინა ხაზზე იქნება და დაპირისპირებული მხარეების მდგომარეობა განსაზღვრავს დამოკიდებულებას...
მოკლედ,
საქართველოს მძიმე წელი აქვს წინ, -
ეკონომიკურადაც და დიდი პოლიტიკის კონტექსტშიც...
რა შეიძლება მოხდეს?!
აშკარაა, საკუთარ პოლიტიკურ ნაბიჯებს არ/ვერ უნდა ველოდოთ, - პოლიტიკური პოტენციალი ნულოვანია!
ამ დონის ინტერესების დაპირისპირებისას იმის იმედად ყოფნა, რომ ვინმე რაღაც არაფორმალური პოლიტიკით შეძლებს რაიმეს მოგვარებას - უდიდესი ილუზიაა!
საქართველოში პოლიტიკური ინერცია უზარმაზარია,
პოლიტიკაში ინერცია კი უარესზე უარესია, - შეიძლება გადაგჩეხოს!
ამიტომ სიტუაცია დამოკიდებული იქნება დაპირისპირებულ ძალთა განლაგებასა და დაძაბულობის ხარისხზე.
ისტორიულად კრიტიკულ სიტუაციებში საქართველო ვერასდროს დგამდა სწორ ნაბიჯებს...
ძალზე ცუდი იქნება, თუ ეს ისტორიული უბედურება გაგრძელდება - ანუ საქართველო თავად შეიყვანს თავს ჩიხში და შემდეგ დაიწყებს ჩიხიდან გამოსვლის გზების ძებნას...
ჩიხი კი ჩიხია:
მისგან გამოსასვლელი გზები არ არსებობს, თუ...
არ გადათელე ის, რაც კეტავს გამოსასვლელ გზას...
მაგრამ ეს უკვე მირაჟია!
სპორტი
საქართველოს ძიუდოისტთა შერეული ნაკრები ევროპის ვიცე-ჩემპიონია
ხორვატიის დედაქალაქ ზაგრებში მიმდინარე კონტინენტის პირველობის დასკვნით დღეს შერეული გუნდური ჩემპიონატი მოეწყო. საქართველოს ქალთა და ვაჟთა შერეული ნაკრები - ლაშა ბექაურის, გურამ თუშიშვილის, ლაშა შავდათუაშვილის, ეთერ ლიპარტელიანის, სოფიო სომხიშვილისა და მარიამ ჭანტურია შემადგენლობით - ფინალში საფრანგეთის ნაკრებს დაუპირისპირდა, შეხვედრა ანგარიშით 0 : 4 დათმო და ვერცხლის მედალს დაეუფლა.
ფინალამდე ქართველმა ძიუდოისტებმა იტალიას ანგარიშით 4:3, ხოლო ხორვატიას ანგარიშით 4:1 სძლიეს.
ევროპის ჩემპიონატის გუნდურ ტურნირს საქართველოს კულტურისა და სპორტის მინისტრის პირველი მოადგილე იოსებ ბაღათურია, ხორვატიის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ზაზა გოგსაძე და საქართველოს ძიუდოს ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი გიორგი ათაბეგაშვილი ესწრებიან.
შეგახსენებთ, რომ ევროპის ჩემპიონატზე ინდივიდუალურ ასპარეზობაში ოქროს მედლები ვაჟა მარგველაშვილმა და ტატო გრიგალაშვილმა, ვერცხლი ილია სულამანიძემ და გურამ თუშიშვილმა, ბრინჯაო კი ეთერ ლიპარტელიანმა, ლაშა ბექაურმა და ლაშა შავდათუაშვილმა მოიპოვეს.
სრულად
გამოკითხვა
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
ხმის მიცემა
სხვათა შორის

მსოფლიოს ისტორიაში, უდიდესი იმპერიები ტერიტორიით(მლნ კვ. კმ): ბრიტანეთი - 35.5 მონღოლეთი - 24.0 რუსეთი - 22.8 ქინგის დინასტია (ჩინეთი) - 14.7 ესპანეთი - 13.7 ხანის დინასტია (ჩინეთი) - 12.5 საფრანგეთი - 11.5 არაბეთი - 11.1 იუანების დინასტია (ჩინეთი) - 11.0 ხიონგნუ - 9.0 ბრაზილია - 8.337 იაპონია - ~8.0 იბერიული კავშირი - 7.1 მინგის დინასტია (ჩინეთი) - 6.5 რაშიდუნების ხალიფატი (არაბეთი) - 6.4 პირველი თურქული სახანო - 6.0 ოქროს ურდო - 6.0 აქემენიანთა ირანი - 5.5 პორტუგალია - 5.5 ტანგის დინასტია (ჩინეთი) - 5.4 მაკედონია - 5.2 ოსმალეთი - 5.2 ჩრდილო იუანის დინასტია (მონღოლეთი) - 5.0 რომის იმპერია - 5.0

Ford, საავტომობილო ბაზრის დომინანტი მაშინ, როდესაც საავტომობილო ბაზარი ჯერ კიდევ ჩამოყალიბების პროცესში იყო, Ford Model T იყო დომინანტი მანქანა. 1916 წლის მონაცემებით, ის მსოფლიოში ყველა ავტომობილის 55%-ს შეადგენდა.

ილია ჭავჭავაძე: "როცა პრუსიამ წაართვა საფრანგეთს ელზასი და ლოტარინგია და პარლამენტში ჩამოვარდა საუბარი მასზედ, თუ რაგვარი მმართველობა მივცეთო ამ ახლად დაჭერილს ქვეყნებს, ბისმარკმა აი, რა სთქვა: ,,ჩვენი საქმე ელზასსა და ლოტარინგიაში თვითმმართველობის განძლიერება უნდა იყოსო. ადგილობრივნი საზოგადოების კრებანი უნდა დავაწყოთო ადგილობრივის მმართველობისთვისაო. ამ კრებათაგან უფრო უკეთ გვეცოდინება იმ ქვეყნების საჭიროება, ვიდრე პრუსიის მოხელეთაგანა. ადგილობრივთა მცხოვრებთაგან ამორჩეულნი და დაყენებულნი მოხელენი ჩვენთვის არავითარს შიშს არ მოასწავებენ. ჩვენგან დანიშნული მოხელე კი მათთვის უცხო კაცი იქნება და ერთი ურიგო რამ ქცევა უცხო კაცისა უკმაყოფილებას ჩამოაგდებს და ეგ მთავრობის განზრახვასა და სურვილს არ ეთანხმება. მე უფრო ისა მგონია, რომ მათგან ამორჩეულნი მოხელენი უფრო ცოტას გვავნებენ, ვიდრე ჩვენივე პრუსიის მოხელენი”. თუ იმისთანა კაცი, როგორც ბისმარკი, რომელიც თავისუფლების დიდი მომხრე მაინდამაინც არ არის, ისე იღვწოდა თვითმმართველობისათვის, მერე იმ ქვეყნების შესახებ, რომელთაც გერმანიის მორჩილება არამც თუ უნდოდათ, არამედ ეთაკილებოდათ, თუ ამისთანა რკინის გულისა და მარჯვენის კაცი, როგორც ბისმარკი, სხვა გზით ვერ ახერხებდა ურჩის ხალხის გულის მოგებას, თუ არ თვითმმართველობის მინიჭებითა, სხვას რაღა ეთქმის."

დედამიწაზე არსებული ცოცხალი არსებებიდან მხოლოდ ადამიანს და კოალას აქვთ თითის ანაბეჭდი

ინდოელი დიასახლისები მსოფლიო ოქროს მარაგის 11% ფლობენ. ეს უფრო მეტია, ვიდრე აშშ-ს, სავალუტო ფონდის, შვეიცარიის და გერმანიის მფლობელობაში არსებული ოქრო, ერთად აღებული.

დადგენილია, რომ სასოფლო-სამეურნეო კულტურათა მოსავლიანობის განმსაზღვრელ კომპლექსურ პირობათა შორის, ერთ-ერთი თესლის ხარისხია. მაღალხარისხოვანი ჯიშიანი თესლი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია მოსავლიანობის გასადიდებლად, რაც აგრეთვე დასაბუთებულია ხალხური სიბრძნით "რასაც დასთეს, იმას მოიმკი". - ქართული გენეტიკისა და სელექცია–მეთესლეობის სკოლის ერთ-ერთი ფუძემდებელი, მეცნიერებათა დოქტორი, აკადემიკოსი პეტრე ნასყიდაშვილი

ებოლა, SARS-ი, ცოფი, MERS-ი, დიდი ალბათობით ახალი კორონავირუსი COVID-19-იც, ყველა ამ ვირუსული დაავადების გავრცელება ღამურას უკავშირდება.

ყველაზე დიდი ეპიდემია კაცობრიობის ისტორიაში იყო ე.წ. "ესპანკა" (H1N1), რომელსაც 1918-1919 წლებში მიახლოებით 100 მილიონი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, ანუ დედამიწის მოსახლეობის 5,3 %.

იცით თუ არა, რომ მონაკოს ნაციონალური ორკესტრი უფრო დიდია, ვიდრე ქვეყნის არმია.