USD 2.6760
EUR 2.8713
RUB 2.9096
Тбилиси
დემოგრაფიული კატასტროფა, რომელიც უკვე დადგა - საქართველოს მოსახლეობის ბუნებრივი ნამატი 2019 წელს მხოლოდ 738-ი ადამიანია
дата:  565

სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მონაცემებით, 2019 წლის განმავლობაში საქართველოში 48 107-ი დაბადება დარეგისტრირდა, აქედან 47 080-ი საქართველოს მოქალაქეა. ამავე პერიოდში 47 265-ი გარდაცვალებაა დარეგისტრირებული, საიდანაც 46 342-ი საქართველოს მოქალაქეა. ეს ციფრები იმ დემოგრაფიული კატასტროფის მაჩვენებელია რაც საქართველოს ემუქრება. ერთი წლის განმავლობაში საქართველოს მოქალაქეების ბუნებრივი ნამატი მხოლოდ 738-ი ადამიანი იყო.

წყარო: https://www.facebook.com/psda.gov.ge/photos/a.582180815237896/2584909761631648/?type=3&theater

спорт
გრიგალაშვილი ევროპის ჩემპიონია - შავდათუაშვილმა ბრინჯაოს მედალი მოიგო

ხორვატიის დედაქალაქ ზაგრებში ძიუდოში ევროპის ჩემპიონატის მეორე საშეჯიბრო დღეს საქართველოს სახელით ტატამზე 6 ქართველი ძიუდოისტი წარდგა. მათგან ფინალურ ბლოკში ლაშა შავდათუაშვილი (-73 კგ) და ტატო გრიგალაშვილი (-81 კგ) ვიხილეთ. გრიგალაშვილმა ფინალში ფრანკ დე ვიტი დაამარცხა და ევროპის ჩემპიონი კარიერაში მესამედ მოიგო, ხოლო შავდათუაშვილმა ბრინჯაოსთვის ბრძოლაში მოლდოველ ადილ ოსმანოვს აჯობა.

ტატომ ასპარეზობა მეორე წრეში დაიწყო და ფრანგ ომარ ჯალოს სძლია, მესამე წრეში სერბეთის სახელით მოასპარეზე ისლამ სოგენოვი დამატებით დროში დაამარცხა, მეოთხედფინალში უნგრელ ატილა უნგვარს აჯობა, ნახევარფინალში კი იტალიელი ანტონიო ესპოსიტო დაამარცხა.

შავდათუაშვილმა ასპარეზობა მეორე წრეში დაიწყო და ხორვატ რობერტ კლაჩარს სძლია, შემდეგ ეტაპზე კი ფინეთის სახელით მოასპარეზე ტურპალ დუკაევს აჯობა. სამწუხაროდ, ლაშა მეოთხედფინალში შიდოებით დანიელ ლავრენტევთან დამარცხდა, რეპეშაჟში კი ბულგარელ მარკ ჰრისტოვს სძლია.

შეგახსენებთ, ამ მომენტში საქართველოს ნაკრების ანგარიშზე ორი ოქროს და ორი ბრინჯაოს მედალია.

 

более
голосование
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
голосование
Кстати