USD 2.6210
EUR 3.0212
RUB 3.2024
Тбилиси
დელიში ჰაერის ტემპერატურამ რეკორდულ 49,2 გრადუსს მიაღწია
дата:  771

ინდოეთის დედაქალაქში, დელიში ჰაერის ტემპერატურამ რეკორდულ მაჩვენებელს - 49,2 გრადუსს მიაღწია. ამის შესახებ BBC წერს.

გამოცემის ინფორმაციით, ოფიციალური პირები მოსახლეობას სიფრთხილისკენ მოუწოდებენ და აღნიშნავენ, რომ ამ პირობებში განსაკუთრებით მოწყვლადები არიან ახალშობილები და ქრონიკული დაავადებების მქონე მოხუცები. ძლიერი სიცხე ქვეყნის ჩრდილოეთის პროვინციებშიც ფიქსირდება.

ინდოეთის ამინდის დეპარტამენტში ვარაუდობენ, რომ გარკვეულ ტერიტორიებზე ტემპერატურა 2-4 გრადუსი დაიკლებს, თუმცა უახლოეს დროში ინტენსიური სიცხე არ შეწყდება.

мир
დამასკომ და მოსკოვმა სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ მემორანდუმს ხელი მოაწერეს

18-თვიანი მოლაპარაკებების შემდეგ დამასკომ და მოსკოვმა ხელი მოაწერეს მემორანდუმს სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ. შეთანხმების მიხედვით სამოქალაქო ობიექტები, მათ შორის ჰამეიმიმის აეროპორტი და ტარტუსის პორტის ნავმისადგომი, სირიის მართვაში გადავა, ხოლო სამხედრო ბაზები ერთობლივ საწვრთნელ ცენტრებად გარდაიქმნება.

შეთანხმება ძალაში სამი თვის განმავლობაში შევა.

более
голосование
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
голосование
Кстати