ინდოეთის დედაქალაქში, დელიში ჰაერის ტემპერატურამ რეკორდულ მაჩვენებელს - 49,2 გრადუსს მიაღწია. ამის შესახებ BBC წერს.
გამოცემის ინფორმაციით, ოფიციალური პირები მოსახლეობას სიფრთხილისკენ მოუწოდებენ და აღნიშნავენ, რომ ამ პირობებში განსაკუთრებით მოწყვლადები არიან ახალშობილები და ქრონიკული დაავადებების მქონე მოხუცები. ძლიერი სიცხე ქვეყნის ჩრდილოეთის პროვინციებშიც ფიქსირდება.
ინდოეთის ამინდის დეპარტამენტში ვარაუდობენ, რომ გარკვეულ ტერიტორიებზე ტემპერატურა 2-4 გრადუსი დაიკლებს, თუმცა უახლოეს დროში ინტენსიური სიცხე არ შეწყდება.
ამერიკის შეერთებული შტატების გარეშე ნატო ქაღალდის ვეფხვია, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში წერს.
„შეერთებული შტატების გარეშე ნატო ქაღალდის ვეფხვია! მათ არ უნდოდათ ბრძოლაში ჩართვა ბირთვულად შეიარაღებული ირანის შესაჩერებლად. ახლა, როდესაც ბრძოლა სამხედრო ძალებით მოგებულია, მათთვის ძალიან მცირე საფრთხით, ისინი ნავთობის მაღალ ფასებზე წუწუნებენ, რომლის გადახდაც უწევთ, მაგრამ არ სურთ ჰორმუზის სრუტის გახსნაში დახმარება, მარტივ სამხედრო მანევრში, რაც ნავთობზე მაღალი ფასების ერთადერთი მიზეზია.
რამდენად მარტივია მათთვის ამის გაკეთება, ასეთი მცირე რისკით. ლაჩრები, და ჩვენ დავიმახსოვრებთ!” - წერს ტრამპი.