USD 2.6859
EUR 3.1600
RUB 3.6173
თბილისი
დედაქალაქში სამშენებლო, სამედიცინო და ინერტული ნარჩენებით გარემოს დაბინძურებისათვის ჯარიმები იზრდება
თარიღი:  794

სამედიცინო, სამშენებლო და ინერტული ნარჩენებით გარემოს დაბინძურებისთვის ჯარიმები იზრდება. როგორც დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, ჯარიმების გაზრდით მერია სერიოზულ პრობლემას მოაგვარებს.

"ქალაქში სერიოზული გამოწვევა არის სამედიცინო და ინერტული ნარჩენები, ანტისანიტარიისა და ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გაუარესების პირველწყაროა. ჩემი უფლებამოსილების განხორციელების შემდეგ აქტიურად შევუდექით მუშაობას, ძალიან ბევრი ჯარიმა გამოიწერა, მაგრამ როგორც აღმოჩნდა, ჯარიმების გამოწერა დამრღვევებისთვის, როგორც ფიზიკური, ასევე იურიდიული პირებისთვის იყო შვება, იხდიდნენ ამ ჯარიმას და იგივე გრძელდებოდა. შესაბამისად, შევიმუშავეთ საკანონმდებლო პაკეტი, რომელიც წარვუდგინეთ პარლამენტს და მოხდა მთელი რიგი ცვლილებები ნარჩენების მართვის კოდექსში. ჯარიმები გაიზარდა სამშენებლო ნარჩენით გარემოს დაბინძურებაზე ფიზიკური პირის მიმართ 25-ჯერ, ხოლო იურიდიული პირის მიმართ 10-ჯერ. სამედიცინო ნარჩენის შემთხვევაში ფიზიკური და იურიდიული პირების სანქცია გაზრდილია 10-ჯერ. ძალიან მნიშვნელოვანია საზოგადოების მხარდაჭერით გამოვასწოროთ ეს მდგომარეობა. სახიფათო სამედიცინო ნარჩენების შემთხვევაში ფიზიკური პირი 500 ლარის ნაცვლად დაჯარიმდება 5000 ლარით, იურიდიული პირი 1000 ლარის ნაცვლად დაჯარიმდება 10 000 ლარით. რაც შეეხება სამშენებლო და სხვა სახის ინერტიულ ნარჩენებს, ფიზიკური პირი, რომელიც აქამდე 200 ლარით ჯარიმდებოდა, დაჯარიმდებიან 5000 ლარით, ხოლო იურიდიული პირი ნაცვლად 1500 ლარისა, დაჯარიმდება 15 ათასი ლარით. ეს კანონი, რომელიც ძალაში შევიდა მნიშვნელოვანია იმისთვის, ჩვენ ინერტიული და სამედიცინო ნარჩენების თვალსაზრისით სერიოზული პრობლემა მოვაგვაროთ. რაც შეეხება აღსრულებას ჩვენი შესაბამისი სამსახურები ყოველდღიურ რეჟიმში ძალიან დიდ ყურადღებას მიაქცევენ და ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ არსებული მდგომარეობა გამოვასწოროთ",- განაცხადა კალაძემ.

საზოგადოება
ბათუმისა და ლაზეთის ეპარქია საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

ხვალ ისტორიული და ფრიად მნიშვნელოვანი დღეა ჩვენი ქვეყნისა და ეკლესიის ცხოვრებაში,- ეს განცხადება ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიამ სოციალურ ქსელში გაავრცელა.

განცხადებაში წერია, რომ ხვალ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებაზე წმინდა სინოდი გამოარჩევს 142-ე მამამთავარს.

“ხვალ ისტორიული და ფრიად მნიშვნელოვანი დღეა ჩვენი ქვეყნისა და ეკლესიის ცხოვრებაში.

ხვალ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებაზე წმინდა სინოდი გამოარჩევს 142-ე მამამთავარს.

როდესაც ეკლესიის უმაღლესი ორგანო — წმინდა სინოდი — გამოაცხადებს ახალი პატრიარქის არჩევას, ამ ღირსშესანიშნავი მოვლენის აღსანიშნავად, მიტროპოლიტ დიმიტრის ლოცვა-კურთხევით, ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიის ტაძრებსა და მონასტრებში სამეუფეო ზარები დაირეკება.

”უფალმა ძალი ერსა თვისსა მოსცეს, უფალმან აკურთხოს ერი თვისი მშვიდობით!””, - ნათქვამია განცხადებაში.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის