USD 2.6473
EUR 3.0026
RUB 3.5396
Tbilisi
დედაქალაქის მერი თბილისის მეტროში განხორციელებულ სამუშაოებს გაეცნო.
Date:  972

დედაქალაქის მერი კახა კალაძე, მოადგილე ირაკლი ბენდელიანთან ერთად, თბილისის მეტროში განხორციელებულ სამუშაოებს გაეცნო.

კახა კალაძის თქმით, თბილისის მეტროში გასულ წელს დასრულდა ელექტროსისტემის მოდერნიზაციის მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტი, რომელიც საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკს (ADB) შორის მდგრადი ურბანული ტრანსპორტის საინვესტიციო პროგრამის შეთანხმების ფარგლებში განხორციელდა. თბილისის მეტროს გვირაბებში დაახლოებით 500 კილომეტრამდე ძალოვანი სადენი შეიცვალა და დამონტაჟდა ახალი, ევროპული სტანდარტის 32 გამნიავებელი, რომელიც უზრუნველყოფს მეტროს გამართულ და უსაფრთხო ფუნქციონირებას.

„თქვენ იცით, რომ დავიწყეთ ვაგონების განახლება-რეაბილიტაცია, ასევე, შევცვალეთ ძალოვანი კაბელები, რადგან ძალიან მძიმე მდგომარეობაში იყო. რაც მეტრო გაიხსნა, მას შემდეგ ეს სამუშაოები არ ჩატარებულა და შესაბამისად, აუცილებლობას წარმოადგენდა მათი შეცვლა. დაახლოებით 500 კმ-მდე კაბელები შევცვალეთ და ასევე გამოვცვალეთ გამნიავებელი სისტემა, მთელი აგრეგატები“, - განაცხადა კახა კალაძემ.

კახა კალაძის განცხადებით, დედაქალაქის მთავრობა ყველაფერს აკეთებს, რათა მეტროთი მგზავრობა უფრო კომფორტული გახდეს.

„ეტაპობრივად მივყვებით სადგურების მოწესრიგებას, ასევე, ახალი ვაგონების შესყიდვაზე იცით, რომ ვთანამშრომლობთ EBRD-თან და ტენდერი დასასრულს უახლოვდება. მალე გვეცოდინება გამარჯვებული კომპანია, რომელიც ახალ შემადგენლობებს მოგვაწვდის. ვაახლებთ ძველ ვაგონებს, რომლებიც რეაბილიტაციას ექვემდებარება, იმისთვის, რომ მეტროთი მგზავრობა და გადაადგილება იყოს კომფორტული“, - აღნიშნა დედაქალაქის მერმა.

მისივე თქმით, საზოგადოებას უახლოეს მომავალში წარუდგენს ვარკეთილის მეტროსადგურის რეაბილიტაციის პროექტის ვიზუალურ ნაწილს.

„ალბათ გახსოვთ ვარკეთილის მეტროსადგურში ჭერის ჩამოშლის ფაქტი. ამის შემდეგ ჩვენ მთელი რიგი სამუშაოები გავატარეთ, პირველი იყო კვლევების ჩატარება , თუ რა მდგომარეობაში იყო გვირაბი და გაუძლებდა თუ არა შემდგომ რეაბილიტაციას. იყო თუ არა დამატებითი სამუშაოები ჩასატარებელი. პირველი, რაც მინდა აღვნიშნო, არის ის, რომ გვირაბი არის მყარი, შესაძლებლებელია რეაბილიტაციაის ჩატარება და ყველაფრის მოწესრიგება. პროექტის ვიზუალური ნაწილი არის წარმოდგენილი და მომდევნო დღეების განმავლობაში საზოგადოებას მივაწვდი ზუსტ ინფორმაციას. ამის შემდეგ, ერთად ვიმსჯელოთ თუ რომელი პროექტი განვახორციელოთ“, - განაცხადა კახა კალაძემ.

society
5 თვეში, მთავრობამ საგზაო ჯარიმებით რეკორდული ₾130 მილიონი აკრიფა

2026 წლის იანვარ-მაისის განმავლობაში სახელმწიფომ საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის დაწერილი ჯარიმებით 130 მილიონი ლარის შემოსავალი მიიღო. ამის შესახებ ფინანსთა სამინისტროს ხაზინის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშიდან ირკვევა. საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის ჯარიმებით ბიუჯეტში მიღებული შემოსავალი გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 57 მლნ ლარით, ანუ 78%-ით მეტია.

დოკუმენტის თანახმად, დაწერილი ჯარიმებიდან 52 მილიონი ლარი შევიდა ცენტრალური მთავრობის ბიუჯეტში, 78 მილიონი ლარი კი ადგილობრივი თვითმმართველობების ბიუჯეტში.

ამასთან, როგორც გასულ კვირაში გახდა ცნობილი, პარლამენტი სიჩქარის გადაჭარბებაზე ჯარიმების გარკვეულ შემთხვევებში შემცირებას გეგმავს. შესაბამისი ინიციატივით საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი ირაკლი კირცხალია გამოვიდა. მისი თქმით, არსებული სანქციების სისტემა გახდება უფრო დიფერენცირებული.

ცნობისთვის, 2026 წლის პირველი მაისიდან სიჩქარის გადაჭარბებაზე ჯარიმა 50 ლარიდან 100 ლარამდე გაიზარდა. აქედან ორ თვეში კი მისი კვლავ შემცირების გადაწყვეტილება მიიღეს.

დაგეგმილი ცვლილებებით:

15-30 კმ/სთ-ით სიჩქარის გადაჭარბებისთვის ჯარიმა ნაცვლად 100 ლარისა, განისაზღვრება 50 ლარით;

30-40 კმ/სთ-ით სიჩქარის გადაჭარბებისთვის რჩება ჯარიმა 100 ლარის ოდენობით;

40-50 კმ/სთ-მდე სიჩქარის გადაჭარბება გამოიწვევს 300 ლარის ნაცვლად 100 ლარით დაჯარიმებას;

50 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარით გადაჭარბებისთვის შენარჩუნდება 300-ლარიანი სანქცია.

See all
Survey
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
Vote
By the way