დავოსის ეკონომიკურ ფორუმზე, რომელიც 21-დან 24 იანვრამდე პერიოდში გაიმართება, მსოფლიოს 36 ქვეყნის 119 მილიარდერი აპირებს დასწრებას, რომელთა ქონება, მთლიანობაში, 500 მილიარდ აშშ დოლარზე მეტს შეადგენს. ამის შესახებ „ბლუმბერგი“ იუწყება.
სააგენტოს მონაცემებით, მთლიანობაში, დავოსის კონფერენციაზე დასწრებას მსოფლიოს 100 ქვეყნის 2 ათასამდე სტუმარი გეგმავს.
დავოსის ფორუმი - ეს არის პოლიტიკური და საქმიანი ელიტის ყოველწლიური შეხვედრა. მას 1980 წლიდან გააჩნია წლის ერთ-ერთი მთავარი საერთაშორისო მოვლენის სტატუსი.
პოლიტიკოსების და ბიზნესმენების გარდა, დისკუსიებში მონაწილეობენ საზოგადოებრივი ორგანიზაციების, სამეცნიერო წრეების, კულტურის სფეროს წარმომადგენლები და მედიასაშუალებების ხელმძღვანელი პირები.