USD 2.7051
EUR 3.1798
RUB 3.2840
Tbilisi
დათო გამცემლიძე: 26 ოქტომბერს ოპოზიცია ვერ შეძლებს უნარიანობისა და პასუხისმგებლობის ჩვენებას ამომრჩევლის კატეგორიული უმრავლესობისთვის
Date:  

თუ გინდა შეცვალო ხელისუფლება, უნდა მოიგო არჩევნები, როგორც ეს მოხდა 2012 წელს და არა პროვოკაციული: „ჯერ შევცვალოთ ხელისუფლება და მერე ჩავატაროთ არჩევნები“, როგორც 1992 და 2003 წლებში, - წერს ჟურნალისტი დათო გამცემლიძე სოციალურ ქსელში.

გამცემლიძე აღნიშნავს, რომ 26 ოქტომბერს ოპოზიცია დამარცხდება რადგან, ვერ შეძლეს უნარიანობისა და პასუხისმგებლობის ჩვენება ამომრჩევლის კატეგორიული უმრავლესობისთვის.

„ხვალ ოპოზიცია აპირებს „წინასაარჩევნო კონფიგურაციების“ გამოქვეყნებას. როგორც ჟურნალისტი და ისტორიკოსი, რომელიც 30 წელია აკვირდება პოლიტიკურ პროცესებს, დარწმუნებით ვიტყვი, რომ „ოპოზიციურ კლასტერში“ ყველაზე ლოგიკური, თანმიმდევრული და მიზანშეწონილი პოზიცია „ნაციონალურ მოძრაობას“ ჰქონდა: „ვთმობთ ყველაფერს, ოღონდ გავერთიანდეთ და გავიდეთ არჩევნებზე ერთიანი სიით“.
- - - - - - - - - - - - - - - - - - - - -
თუ გინდა შეცვალო ხელისუფლება, უნდა მოიგო არჩევნები. როგორც ეს მოხდა 2012 წელს.
და არა პროვოკაციული: „ჯერ შევცვალოთ ხელისუფლება და მერე ჩავატაროთ არჩევნები“, როგორც 1992 და 2003 წლებში.
„შეუძლებელია ამ ხელისუფლების არჩევნებით შეცვლაო“ - უპასუხისმგებლო ლუზერთა და „მევარდაჩემინაბადების“ „ჟღალი საუბარია“!
რამდენიმე მარტივი მარკერია, რომელიც აბსოლუტური უეჭველობით ადასტურებს, რომ ქვეყანაში ნამდვილად არსებობს საარჩევნო გარემო, რაც ამ შესაძლებლობას ქმნის (და რაც ამ მასშტაბით არ არსებობდა ან საერთოდაც არ არსებობდა 2012 წელს, თუმცა ხელისუფლება მაშინ მაინც შეიცვალა არჩევნებით):

ა) სამი საერთო ნაციონალური, ყველაზე გავლენიანი, საყოველთაოდ ხელმისაწვდომი ოპოზიციური ტელეარხის არსებობა, რომლებიც დილიდან საღამომდე აგინებენ (!), მიწასთან ასწორებენ მმართველ პარტიას და მის ლიდერს;
ბ) უძლიერესი არასამთავრობო სექტორი მთელი მისი ინფრასტრუქტურით, რომელიც თავნებად იძახის, რომ არანაირ რეესტრში არ დარეგისტრირდება, ხელისუფლება ყურებზე ხახვსაც ვერ დააჭრის, უკიდურეს შემთხვევაში $10 000 ჯარიმას გადაიხდიან (საერთოდ თუ გაუბედათ ეს ხელისუფლებამ) და 100%-იანი გარანტიით, მინიმუმ 26 ოქტომბრამდე ანუ არჩევნებამდე იარსებებენ, იმოქმედებენ ისევე, როგორც დღემდე - ამჟამინდელი სახით და მოდალობით.
გ) დასავლეთის ისტორიულად სრულიად უპრეცედენტო, - ღია, კონსოლიდირებული მხარდაჭერა ოპოზიციას.
პირველად ამ ფორმით და ამ მასშტაბით საქართველოს ისტორიაში.
ამას ვამბობ სრული პასუხისმგებლობით და ცოდნით.
დ) ფინანსური რესურსები: „ოპოზიციური კლასტერის“ აქტიური წევრი 10-15 მულტიმილიონერის ჯამური კაპიტალი აღემატება ბიძინა ივანიშვილის კაპიტალს.
რაც შეეხება „სახელისუფლებო-ადმინისტრაციულ რესურსს“, ეს რესურსი 2012 წელსაც იყო, მაგრამ ხელისუფლება მაინც შეიცვალა.
- - - - - - - - - - - - - - - - - - - - -
აი ამ ყოველივეს მიუხედავად თუ „მევარდაჩემინაბადები“..... მათი წყალობით კი მთელი ოპოზიცია....... 26 ოქტომბერს მაინც ჩაისვრის, ეს მოხდება ორი სისტემური მიზეზით:
ა) ვერ შეძლეს უნარიანობისა და პასუხისმგებლობის ჩვენება ამომრჩევლის კატეგორიული უმრავლესობისთვის; ეს არის „გადაუწყვეტელთა“ კონტინგენტი, რომელიც საქართველოში ისე მრავალრიცხოვანია, როგორც არასად.

ბ) რაც მთავარია: ვერაფერი დაუპირისპირეს რეალურად ქართული ოცნების „მეგანარატივებს“ ვერც საშინაო, ვერც საგარეო მიმართულებით; ანუ ვერ შეიმუშავეს და ვერ შესთავაზეს ამომრჩეველს „ქართული ოცნების“ ალტერნატიული „სტრატეგიული პროექტი“ რამდენიმე ფუნდამენტური მიმართულებით, მათ შორის უმთავრესის - ომის თავიდან აცილებისა(!), რაც ძალიან აშინებს მოსახლეობის მეტისმეტად დიდ ნაწილს.
მოგწონთ, არ მოგწონთ..... სწორია, არასწორია...... ილუზორულია თუ რეალურია ეს ომის შიში და ფობია....... არა აქვს მნიშვნელობა.
მთლად უსაფუძვლოც არ არის ალბათ, თუ მიმოვიხედავთ, მაგრამ...... კი ბატონო დავუშვათ ილუზიაა ეს საბრალო „ომის ფობია“, ოღონდ ამას არა აქვს მნიშვნელობა. მთავარია არა „ფაქტი“, არამედ „აღქმა“! პოლიტიკა კი შესაძლებლის ხელოვნებაა“, - წერს გამცემლიძე.

tbilisi
ისნის რაიონში, ბერი გაბრიელ სალოსის გამზირზე დედაქალაქის მასშტაბით ერთ-ერთი ყველაზე დიდი, N109 საბავშვო ბაღი გაიხსნა
ახალი შენობა თბილისის მერმა კახა კალაძემ მერის მოადგილე ირაკლი ბენდელიანთან და საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელ კახა აბულაძესთან ერთად დაათვალიერა და ბაღის აღსაზრდელებს ახალი სააღმზრდელო წლის დაწყება მიულოცა.
 
„დღეს ბაგა-ბაღებში სააღმზრდელო პროცესი დაიწყო, რომელსაც სიახლით ვხვდებით. ისნის რაიონში აშენდა 109 ბაგა-ბაღი, რომელიც ყველაზე დიდია დედაქალაქში. მას შეუძლია, მოემსახუროს 600-მდე აღსაზრდელს. დღეის მდგომარეობით, ბაღში 470 პატარაა რეგისტრირებული. კიდევ ერთი სიახლე ისაა, რომ ბაღებში აღრიცხვიანობა ელექტრონულად იქნება შესაძლებელი, რაც კიდევ უფრო კომფორტულია. მინდა, მივულოცო პატარებს და პედაგოგებს სააღმზრდელო პროცესის დაწყება.
 
რაც შეეხება ინფრასტრუქტურას, ძალიან კარგი პროექტი გამოვიდა, სადაც ყველა დეტალს განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა - დაწყებული სათამაშოებიდან დასრულებული თეთრეულამდე. მოთხოვნილია საერთაშორისო სერტიფიკატები ყველა პროდუქტზე, რომ უნდა იყოს ხარისხიანი და პრობლემას არ უნდა წარმოადგენდეს. რა თქმა უნდა, ყველა პირობა დაცულია. მსგავსი ტიპის პროექტების განხორციელებას განვაგრძობთ. ქალაქს ახალაშენებული ბაღები კიდევ შეემატება, ძველებს კი შესაბამისი სამუშაოები ჩაუტარდება, რათა ჩვენს შვილებს, პატარებს ჰქონდეთ ყველანაირი პირობა სწავლა-განათლებისთვის“, - განაცხადა კახა კალაძემ.
 
საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელმა დედაქალაქის მერს ბავშვთა ციფრული აღრიცხვიანობის ახალი სისტემა გააცნო, რომელიც 15 სექტემბრიდან საპილოტე რეჟიმში ქალაქის 10 საბავშვო ბაღში ამუშავდა, წლის ბოლომდე კი სისტემაში ყველა ბაღი ჩაერთვება. პროგრამის წარდგენისას ქალაქის მერს აღრიცხვიანობის სიმბოლური ბარათიც გადასცეს.
 
ბერი გაბრიელ სალოსის გამზირზე მდებარე N109 საბავშვო ბაღის 20-ჯგუფიანია და 600-ზე მეტ ბავშვს მოემსახურება. ბაღი მოწყობილია ბავშვთა სკოლამდელი განათლების კუთხით არსებული ყველა ადგილობრივი და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად - უზრუნველყოფილია ბავშვთა უსაფრთხოება ხანძარსაწინააღმდეგო და ვიდეოსამეთვალყურეო სისტემებით, საევაკუაციო კიბეებით, ლიფტით შშმ პირთათვის და ასევე, ტექნიკური ლიფტით სამზარეულოს პერსონალისთვის. ბაღს აქვს სათამაშო მოედნები და ტერასა სპორტული აქტივობებისთვის. ბაგა-ბაღის მშენელობა და აღჭურვა დედაქალაქის ბიუჯეტიდან 8 მილიონი ლარით დაფინანსდა.
 
N109 ბაღის დემონტაჟი მისი ავარიულობის გამო განხორციელდა, მის ნაცვლად კი ახალი შენობის მშენებლობა დაიგეგმა. სააგენტოს ხელმძღვანელმა ქალაქის მერს რეაბილიტაციამდე არსებული მდგომარეობის ამსახველი ფოტომასალა აჩვენა.
 
ადგილზე, დედაქალაქის მერთან ერთად, ისნის რაიონის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი გიორგი რჩეულიშვილი, რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი კახა ლაბუჩიძე და პარლამენტის დელეგატი ნიკა ელისაშვილი იმყოფებოდნენ.
See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way