USD 2.6744
EUR 3.1020
RUB 3.7531
Тбилиси
დანაშაულის კონტროლის ეფექტურობით საქართველო მსოფლიოს საუკეთესო ოცეულშია
дата:  456

ევროკომისია, მსოფლიო მართლმსაჯულების პროექტის კანონის უზენაესობის გამოკვლევის ფარგლებში, დანაშაულის კონტროლის ინდექსს ქვეყნებს. საქართველო შეფასების 100 პროცენტიანი სისტემით 92% მიიღო და მსოფლიოში მე-17 ადგილზე გავიდა. დანაშაულის კონტროლის ეფექტურობით საქართველო უსწრებს დიდი შვიდეულის 6 ქვეყანას (იაპონიის გარდა), ევროკავშირის და ნატოს წევრ 24 სახელმწიფოს.

ეს ქვეყნებია: ამერიკის შეერთებული შტატები, კანადა, დიდი ბრიტანეთი, გერმანია, საფრანგეთი, იტალია, ესპანეთი, ირლანდია, ნიდერლანდები, ჩეხეთი, ლატვია, ლიეტუვა, უნგრეთი, რუმინეთი, ალბანეთი, სლოვაკეთი, ბულგარეთი, მალტა, ბელგია, კვიპროსი, თურქეთი, საბერძნეთი, ჩრდილოეთ მაკედონია.

დანაშაულის კონტროლის ეფექტურობით მსოფლიოში სინგაპური, ევროპაში კი ნორვეგია ლიდერობს.
დანაშაულის უკონტროლობით ყველაზე მძიმე ვითარება მექსიკასა და ვენესუელაში ფიქსირდება.

ევროკომისიის მიერ გამოქვეყნებული ინდიკატორი, განმარტების მიხედვით, ზომავს კრიმინალური დანაშაულის გავრცელებას ქვეყნებში და ასევე ადამიანების ზოგად აღქმას უსაფრთხოების და დაცულობის შესახებ.

ევროკომისიის მიერ გამოქვეყნებულ კვლევას მსოფლიო მართლმსაჯულების პროექტი აწარმოებს, რომლის სათაო ოფისი ამერიკის შეერთებულ შტატებში მდებარეობს.

общество
ოჯახებს, რომელთა ყოველთვიური შემოსავალი 1250 ლარზე მეტია, სოციალურად დაუცველთა ბაზიდან ამოიღებენ

სოციალურად დაუცველთა ერთიანი ბაზიდან ამოირიცხებიან ის ოჯახები, რომელთა ყოველთვიური შემოსავალი 1250 ლარზე მეტია.

აღნიშნულის შესახებ დადგენილება საქართველოს მთავრობამ მიიღო და მას ხელი საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ 7 მაისს მოაწერა.

„თუ მონაცემთა ბაზაში რეგისტრირებული ოჯახის მიერ ხელფასის სახით მიღებული დასაბეგრი შემოსავალი საანგარიშო თვის წინა 3 თვის განმავლობაში, სსიპ − შემოსავლების სამსახურის მიერ მოწოდებული მონაცემების მიხედვით, ოჯახის ერთ წევრზე გაანგარიშებით, ყოველთვიურად ტოლია ან მეტია 1 250 ლარზე, ოჯახს შეუწყდება მონაცემთა ბაზაში რეგისტრაცია სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების გარეშე”,- ნათქვამია „ქვეყანაში სიღატაკის დონის შემცირებისა და მოსახლეობის სოციალური დაცვის სრულყოფის ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის დადგენილებაში.

более
голосование
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
голосование
Кстати