ევროკომისია, მსოფლიო მართლმსაჯულების პროექტის კანონის უზენაესობის გამოკვლევის ფარგლებში, დანაშაულის კონტროლის ინდექსს ქვეყნებს. საქართველო შეფასების 100 პროცენტიანი სისტემით 92% მიიღო და მსოფლიოში მე-17 ადგილზე გავიდა. დანაშაულის კონტროლის ეფექტურობით საქართველო უსწრებს დიდი შვიდეულის 6 ქვეყანას (იაპონიის გარდა), ევროკავშირის და ნატოს წევრ 24 სახელმწიფოს.
ეს ქვეყნებია: ამერიკის შეერთებული შტატები, კანადა, დიდი ბრიტანეთი, გერმანია, საფრანგეთი, იტალია, ესპანეთი, ირლანდია, ნიდერლანდები, ჩეხეთი, ლატვია, ლიეტუვა, უნგრეთი, რუმინეთი, ალბანეთი, სლოვაკეთი, ბულგარეთი, მალტა, ბელგია, კვიპროსი, თურქეთი, საბერძნეთი, ჩრდილოეთ მაკედონია.
დანაშაულის კონტროლის ეფექტურობით მსოფლიოში სინგაპური, ევროპაში კი ნორვეგია ლიდერობს.
დანაშაულის უკონტროლობით ყველაზე მძიმე ვითარება მექსიკასა და ვენესუელაში ფიქსირდება.
ევროკომისიის მიერ გამოქვეყნებული ინდიკატორი, განმარტების მიხედვით, ზომავს კრიმინალური დანაშაულის გავრცელებას ქვეყნებში და ასევე ადამიანების ზოგად აღქმას უსაფრთხოების და დაცულობის შესახებ.
ევროკომისიის მიერ გამოქვეყნებულ კვლევას მსოფლიო მართლმსაჯულების პროექტი აწარმოებს, რომლის სათაო ოფისი ამერიკის შეერთებულ შტატებში მდებარეობს.
ირანის ხელისუფლებამ შუამავლებისგან აშშ-ის სამშვიდობო შეთანხმების პუნქტების ჩამონათვალი მიიღო, რომელთა განხილვას იწყებს. ინფორმაციას BBC ავრცელებს.
„ჩვენ შუამავლების მეშვეობით აშშ-გან მივიღეთ პუნქტები და მათ განვიხილავთ“, - ციტირებს BBC ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს ერთ-ერთ მაღალჩინოსანს.
როგორც ბრიტანული ტელეარხის CBS-ზე დაყრდნობით წერს, აღნიშნული წარმოადგენს მოლაპარაკებების წინა ეტაპს და ამ მომენტისთვის დიალოგი მხარეებს შორის ჯერ არ იმართება.
ცნობისთვის, გუშინ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ-მა და ირანმა ომის დასრულების შესახებ მოლაპარაკებები გამართეს, თუმცა ირანული მხარე ამას უარყოფს.