USD 2.7000
EUR 3.1450
RUB 3.3636
თბილისი
ჩინურმა ვაქცინამ ბრაზილიაში 50%-იანი ეფექტიანობა აჩვენა
თარიღი:  676

ბრაზილიაში ჩატარებული კლინიკური კვლევებისას COVID-19-ის საწინააღმდეგო ჩინურმა ვაქცინამ “კორონავაკმა” 50%-იანი ეფექტიანობა აჩვენა. ინფორმაციას რამდენიმე მედიასაშუალება ბრაზილიის ჯანდაცვის უწყების წარმომადგენლებზე დაყრდნობით ავრცელებს.

ეს მოსალოდნელზე ბევრად დაბალი შედეგია: ჯერ კიდევ გასულ კვირას ბრაზილიაში, სან-პაულუში მოქმედი “ბუტანტანის ინსტიტუტი” ამბობდა, რომ ვაქცინის ეფექტიანობა 78%-ს შეადგენდა მსუბუქი ინფექციების პროფილაქტიკისთვის, საშუალო და სერიოზულ შემთხვევებში კი, როცა ჰოსპიტალიზაციისა და ინტენსიური მოვლის საჭიროება დგას, ჩინური ვაქცინა 100%-ით ეფექტიანი იყო.

თუმცა, კვლევების გამჭვირვალობასთან დაკავშირებით კრიტიკის შემდეგ, ინსტიტუტმა სრული მონაცემები გამოაქვეყნა და ცხადი გახდა, რომ ვაქცინის ეფექტიანობა 50.4%-ს არ აჭარბებს მაშინ, როცა კვლევა ვირუსის “ძალიან მსუბუქ” შემთხვევებსაც მოიცავს.

50% ვაქცინის ეფექტურობის მინიმალურ ზღვრად არის მიჩნეული. ინსტიტუტის წარმომადგენელი რიკარდო პალაციოსი მიიჩნევს, რომ არასწორია ზემოხსენებული კვლევის შედეგების სხვა კვლევებთან შედარება, ვინაიდან ეს უკანასკნელი ინსტიტუტი შეეცადა, კვლევებში სიმპტომების რაც შეიძლება ფართო მოცვა ჰქონოდა.

“[მაგალითად], სხვა კვლევები არ მოიცავდა 2-დღიან თავის ტკივილს, როგორც ვირუსის შემთხვევას”, – ამბობს ის და სჯერა, რომ ვაქცინა უფრო მაღალ ეფექტურობას აჩვენებს ფართო საზოგადოებაში გამოყენების შემდეგ.

ლოურენს იანგი, ვორვიკის უნივერსიტეტში მომუშავე ვირუსოლოგი ამბობს, რომ კვლევის შედეგები “ძალიან დამაბნეველია”, თუმცა რთულია მსჯელობა მანამ, სანამ სრული მონაცემები არ გამოქვეყნდება.

მანამდე, ჩინურმა ვაქცინამ თურქეთში 91.25%-იანი ეფექტიანობა აჩვენა, ბრაზილიაში კი – 65.3%-ს. საპირისპიროდ, “ფაიზერისა” და “მოდერნას” ვაქცინებმა 95 და 94.1%-იანი ეფექტურობა აჩვენეს.

შეგახსენებთ, ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ 10 იანვარს განაცხადა, რომ საქართველოში მსჯელობენ ერთ-ერთი ჩინური ვაქცინის შემოტანის შესახებაც. ცერცვაძის თქმით, მას მაღალი ნდობა აქვს და “ხელწამოსაკრავი” არ არის. მეორე დღეს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თქვა, რომ ჩინური ვაქცინების საკითხს, ამ ეტაპზე, არ.განიხილავენ.

გამოკითხვა
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
ხმის მიცემა
სხვათა შორის

მსოფლიოს ისტორიაში, უდიდესი იმპერიები ტერიტორიით(მლნ კვ. კმ): ბრიტანეთი - 35.5 მონღოლეთი - 24.0 რუსეთი - 22.8 ქინგის დინასტია (ჩინეთი) - 14.7 ესპანეთი - 13.7 ხანის დინასტია (ჩინეთი) - 12.5 საფრანგეთი - 11.5 არაბეთი - 11.1 იუანების დინასტია (ჩინეთი) - 11.0 ხიონგნუ - 9.0 ბრაზილია - 8.337 იაპონია - ~8.0 იბერიული კავშირი - 7.1 მინგის დინასტია (ჩინეთი) - 6.5 რაშიდუნების ხალიფატი (არაბეთი) - 6.4 პირველი თურქული სახანო - 6.0 ოქროს ურდო - 6.0 აქემენიანთა ირანი - 5.5 პორტუგალია - 5.5 ტანგის დინასტია (ჩინეთი) - 5.4 მაკედონია - 5.2 ოსმალეთი - 5.2 ჩრდილო იუანის დინასტია (მონღოლეთი) - 5.0 რომის იმპერია - 5.0

Ford, საავტომობილო ბაზრის დომინანტი მაშინ, როდესაც საავტომობილო ბაზარი ჯერ კიდევ ჩამოყალიბების პროცესში იყო, Ford Model T იყო დომინანტი მანქანა. 1916 წლის მონაცემებით, ის მსოფლიოში ყველა ავტომობილის 55%-ს შეადგენდა.

ილია ჭავჭავაძე: "როცა პრუსიამ წაართვა საფრანგეთს ელზასი და ლოტარინგია და პარლამენტში ჩამოვარდა საუბარი მასზედ, თუ რაგვარი მმართველობა მივცეთო ამ ახლად დაჭერილს ქვეყნებს, ბისმარკმა აი, რა სთქვა: ,,ჩვენი საქმე ელზასსა და ლოტარინგიაში თვითმმართველობის განძლიერება უნდა იყოსო. ადგილობრივნი საზოგადოების კრებანი უნდა დავაწყოთო ადგილობრივის მმართველობისთვისაო. ამ კრებათაგან უფრო უკეთ გვეცოდინება იმ ქვეყნების საჭიროება, ვიდრე პრუსიის მოხელეთაგანა. ადგილობრივთა მცხოვრებთაგან ამორჩეულნი და დაყენებულნი მოხელენი ჩვენთვის არავითარს შიშს არ მოასწავებენ. ჩვენგან დანიშნული მოხელე კი მათთვის უცხო კაცი იქნება და ერთი ურიგო რამ ქცევა უცხო კაცისა უკმაყოფილებას ჩამოაგდებს და ეგ მთავრობის განზრახვასა და სურვილს არ ეთანხმება. მე უფრო ისა მგონია, რომ მათგან ამორჩეულნი მოხელენი უფრო ცოტას გვავნებენ, ვიდრე ჩვენივე პრუსიის მოხელენი”. თუ იმისთანა კაცი, როგორც ბისმარკი, რომელიც თავისუფლების დიდი მომხრე მაინდამაინც არ არის, ისე იღვწოდა თვითმმართველობისათვის, მერე იმ ქვეყნების შესახებ, რომელთაც გერმანიის მორჩილება არამც თუ უნდოდათ, არამედ ეთაკილებოდათ, თუ ამისთანა რკინის გულისა და მარჯვენის კაცი, როგორც ბისმარკი, სხვა გზით ვერ ახერხებდა ურჩის ხალხის გულის მოგებას, თუ არ თვითმმართველობის მინიჭებითა, სხვას რაღა ეთქმის."

დედამიწაზე არსებული ცოცხალი არსებებიდან მხოლოდ ადამიანს და კოალას აქვთ თითის ანაბეჭდი

ინდოელი დიასახლისები მსოფლიო ოქროს მარაგის 11% ფლობენ. ეს უფრო მეტია, ვიდრე აშშ-ს, სავალუტო ფონდის, შვეიცარიის და გერმანიის მფლობელობაში არსებული ოქრო, ერთად აღებული.

დადგენილია, რომ სასოფლო-სამეურნეო კულტურათა მოსავლიანობის განმსაზღვრელ კომპლექსურ პირობათა შორის, ერთ-ერთი თესლის ხარისხია. მაღალხარისხოვანი ჯიშიანი თესლი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია მოსავლიანობის გასადიდებლად, რაც აგრეთვე დასაბუთებულია ხალხური სიბრძნით "რასაც დასთეს, იმას მოიმკი". - ქართული გენეტიკისა და სელექცია–მეთესლეობის სკოლის ერთ-ერთი ფუძემდებელი, მეცნიერებათა დოქტორი, აკადემიკოსი პეტრე ნასყიდაშვილი

ებოლა, SARS-ი, ცოფი, MERS-ი, დიდი ალბათობით ახალი კორონავირუსი COVID-19-იც, ყველა ამ ვირუსული დაავადების გავრცელება ღამურას უკავშირდება.

ყველაზე დიდი ეპიდემია კაცობრიობის ისტორიაში იყო ე.წ. "ესპანკა" (H1N1), რომელსაც 1918-1919 წლებში მიახლოებით 100 მილიონი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, ანუ დედამიწის მოსახლეობის 5,3 %.

იცით თუ არა, რომ მონაკოს ნაციონალური ორკესტრი უფრო დიდია, ვიდრე ქვეყნის არმია.