USD 2.7315
EUR 3.1202
RUB 3.4423
Тбилиси
ჩინეთში, კორონავირუსით დაღუპულთა რაოდენობა ერთ დღეში რეკორდულად გაიზარდა
дата:  1061

ჩინეთში, კორონავირუსით დაღუპულთა რაოდენობა ერთ დღეში რეკორდულად - 64-ით - გაიზარდა და 425-ს მიაღწია, - ამის შესახებ ინფორმაციას „როიტერსი“ ჩინეთის ნაციონალურ ჯანდაცვის კომისიაზე დაყრდნობით ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, ამ დრომდე ქვეყანაში ვირუსით დაინფიცირების 20,438 დადასტურებული შემთხვევაა გამოვლენილი. რაც შეეხება ჩინეთის ფარგლებს გარეთ, 23 ქვეყანაში ახალი კორონავირუსი 151 ადამიანს დაუდასტურდა. გარდაცვალების შემთხვევა კი ჯერჯერობით მხოლოდ ფილიპინებშია დაფიქსირებული.

Тбилиси
პეკინის N6-8-ში არსებულ შიდა ეზოში საგზაო სამუშაოები მიმდინარეობს
პეკინის N6-8-ში არსებულ შიდა ეზოში საგზაო სამუშაოები მიმდინარეობს.
 
პროექტის ფარგლებში, 1 100კვ. მ ფართობზე ასფალტის ორფენიანი საფარი იგება. შედეგად, მოქალაქეებისთვის გადაადგილება უფრო კომფორტული გახდება.
 
პროექტს, საბურთალოს რაიონის კონტრაქტორი კომპანია „ელ ენდ ელ“ ახორციელებს.
 
აღნიშნულ ტერიტორიაზე „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის“ ფარგლებში, უკვე განხორციელდა წყლისა და წყალარინების ქსელის რეაბილიტაცია.
 
პროექტის ჯამური ღირებულება ღირებულება 406 602 ლარია.
 
მიმდინარე სამუშაოებს საბურთალოს რაიონის გამგებელი გიზო ვასაძე გაეცნო.
более
голосование
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
голосование
Кстати