ჩინეთში, კორონავირუსით დაღუპულთა რაოდენობა ერთ დღეში რეკორდულად - 64-ით - გაიზარდა და 425-ს მიაღწია, - ამის შესახებ ინფორმაციას „როიტერსი“ ჩინეთის ნაციონალურ ჯანდაცვის კომისიაზე დაყრდნობით ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, ამ დრომდე ქვეყანაში ვირუსით დაინფიცირების 20,438 დადასტურებული შემთხვევაა გამოვლენილი. რაც შეეხება ჩინეთის ფარგლებს გარეთ, 23 ქვეყანაში ახალი კორონავირუსი 151 ადამიანს დაუდასტურდა. გარდაცვალების შემთხვევა კი ჯერჯერობით მხოლოდ ფილიპინებშია დაფიქსირებული.