USD 2.6210
EUR 3.0212
RUB 3.2024
Tbilisi
ჩინეთის სპეციალური წარმომადგენელი უკრაინაში დმიტრო კულებას შეხვდა
Date:  766

ჩინეთის სპეციალური წარმომადგენელი უკრაინაში ვიზიტის დროს უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრს დმიტრო კულებას შეხვდა. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის სპეციალურმა წარმომადგენელმა ლი ჰუეიმ და უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ უკრაინისა და ჩინეთს შორის ორმხრივ დონეზე და საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში ურთიერთქმედების აქტუალური საკითხები განიხილეს, ასევე რუსული აგრესიის შეწყვეტის გზები.

“მან [კულებამ] აღნიშნა, რომ უკრაინა არ მიიღებს არანაირ წინადადებას, რომელიც მისი ტერიტორიების დაკარგვას ან კონფლიქტის გაყინვას ითვალისწინებს”, - წერია განცხადებაში.

კულებამ ასევე აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტის “სამშვიდობო გეგმისა” და შავი ზღვის მარცვლეულის ინიციატივის რეალიზაციაში, ბირთვული უსაფრთხოების უზრუნველყოფასა და სხვა მნიშვნელოვან საერთაშორისო ძალისხმევაში ჩინეთის მონაწილეობის მნიშვნელობა.

World
დამასკომ და მოსკოვმა სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ მემორანდუმს ხელი მოაწერეს

18-თვიანი მოლაპარაკებების შემდეგ დამასკომ და მოსკოვმა ხელი მოაწერეს მემორანდუმს სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ. შეთანხმების მიხედვით სამოქალაქო ობიექტები, მათ შორის ჰამეიმიმის აეროპორტი და ტარტუსის პორტის ნავმისადგომი, სირიის მართვაში გადავა, ხოლო სამხედრო ბაზები ერთობლივ საწვრთნელ ცენტრებად გარდაიქმნება.

შეთანხმება ძალაში სამი თვის განმავლობაში შევა.

See all
Survey
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
Vote
By the way