USD 2.6981
EUR 3.1681
RUB 3.4043
Tbilisi
ჩინეთის ელჩი: ფინანსური თანამშრომლობა ჩინეთ-საქართველოს ურთიერთობების გაღრმავების მნიშვნელოვანი მაჩვენებელია - ორმხრივ თანამშრომლობაში კიდევ უფრო დიდ მიღწევებს ველით
Date:  453

ფინანსური თანამშრომლობა ჩინეთ-საქართველოს ურთიერთობების გაღრმავების მნიშვნელოვანი მაჩვენებელია, - განაცხადა „დღის ქრონიკასთან“ ინტერვიუში ჩინეთის ელჩმა საქართველოში, ჭოუ ციენმა.

„მიმდინარე წლის მარტში, საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი, ქალბატონი ნათია თურნავა ეწვია ჩინეთს და ჩინურ მხარესთან ხელი მოაწერა თანამშრომლობის მემორანდუმს. ეს იყო პირველი შეხვედრა და პირველი ოფიციალური თანამშრომლობის დოკუმენტი ორი ქვეყნის ცენტრალური ბანკის პრეზიდენტებს შორის, რაც ნამდვილად საგულისხმო და ისტორიული მოვლენაა. როგორც ცნობილია, სინძიანგის ხუალინგის ჯგუფის მფლობელობაში არსებული „ბაზისბანკი“ საქართველოში წარმატებით ფუნქციონირებს, მუდმივად აფართოებს საკუთარ საქმიანობას და არაერთი დარგობრივი ჯილდო აქვს მიღებული.

ფინანსები რეალური ეკონომიკისთვის უმნიშვნელოვანესია. დღესდღეობით, როცა კაცობრიობა მნიშვნელოვან გლობალურ ცვლილებებს განიცდის, მსოფლიო ეკონომიკაში სირთულეები და გაურკვევლობა კიდევ უფრო ძლიერდება. ჩინეთ-საქართველოს ფინანსური თანამშრომლობა ხელს შეუწყობს ორმხრივ ვაჭრობას, ინვესტიციებსა და მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტების განვითარებას. ამავდროულად, ეს გააძლიერებს საქართველოს მდგრადობას გარე საფინანსო რისკების მიმართ და გაზრდის ეკონომიკურ გამძლეობას.

ჩვენ, ორმხრივ თანამშრომლობაში, კიდევ უფრო დიდ მიღწევებს ველით. მაგალითად, საქართველოში უფრო მეტი ჩინური ბანკის გამოჩენა გაზრდის ჩინური იუენის საერთაშორისო გადახდებში გამოყენებას, რაც უფრო მოსახერხებელს და სტაბილურს გახდის ორმხრივ ვაჭრობასა და ინვესტირებას. გარდა ამისა, თუ საქართველოში შესაძლებელი გახდება ჩინეთში პოპულარული გადახდის პლატფორმების – Alipay-სა და WeChat Pay-ს გამოყენება, ეს მნიშვნელოვნად გაზრდის ჩინელი ტურისტების ინტერესს საქართველოს მიმართ“, - აღნიშნა ელჩმა.

tbilisi
ნაძალადევის რაიონში მდებარე საჯარო სკოლებში ინფრასტრუქტურული სამუშაოები აქტიურად ხორციელდება

N190 საჯარო სკოლაში მიმდინარე შიდა სარემონტო სამუშაოები დასკვნით ეტაპზეა

ამჯერად, ლოტკინის დასახლებაში, 190-ე საჯარო სკოლაში რამდენიმე პროექტი განხორციელდა. 2 700 კვ.მ ფართობზე შეიცვალა შენობის სახურავი, 3 600 კვ.მ ფართობზე კი დაიგო ასფალტის საფარი. ამ ეტაპზე საგანმანათლებლო დაწესებულებაში შიდა სარემონტო სამუშაოები სრულდება.
შესრულებულ და მიმდინარე სამუშაოებს ნაძალადევის რაიონის გამგებელი ირაკლი ანდღულაძე საკრებულოს დეპუტატ დავით ჭელიძესთან და სკოლის დირექციასთან ერთად გაეცნო.

ინფრასტრუქტურული სამუშაოები ნაძალადევის რაიონის გამგეობის დაფინანსებით ხორციელდება, რისთვისაც ბიუჯეტში, ჯამში, 492 500 ლარია გათვალისწინებული.

See all
Survey
By the way