USD 2.7231
EUR 3.1471
RUB 3.2463
თბილისი
ჩინეთის დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორი გაო ფუ - ჩინური ვაქცინების ეფექტურობა დაბალია
თარიღი:  814

ჩინეთის დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორი გაო ფუ აღიარებს, რომ ჩინური ვაქცინის ეფექტურობა დაბალია და ხელისუფლება მის მოდიფიცირებას განიხილავს. ამის შესახებ ჯაო ფუმ 10 აპრილს, ჩენგდუში, ვაქცინებისა და ჯანმრთელობის ეროვნულ კონფერენციაზე განაცხადა. ინფორმაციას "ვაშინგტონ პოსტი" ავრცელებს.

"ჩინურ ვაქცინებს დაცვის ძალიან მაღალი მაჩვენებელი არ აქვთ", - განაცხადა ჯაო ფუმ.

გაო ფუს განცხადებით, განიხილება სხვადასხვა ჩინური ვაქცინის მოდიფიცირება, რათა იმუნიზაციის პროცესი მეტი ეფექტურობის წარიმართოს.

მოგვიანებით, ოფიციალურმა პირებმა არ ისურვეს კომენტარი გაეკეთებინათ გაო ფუს განცხადებასთან დაკავშირებით. თუმცა ჩინეთის დაავადებათა კონტროლის ცენტრის ერთ-ერთმა წარმომადგენელმა დაადასტურა, რომ მიმდინარეობს მუშაობა mRNA-ზე დაფუძნებულ ვაქცინებზე. აქამდე, ჩინეთი აცხადებდა, რომ მისი ვაქცინები ტრადიციული მეთოდით იყო დამზადებული.

ჟურნალისტები ეცადნენ კონფერენციის შემდეგ მეტი ინფორმაცია მიეღოთ გაო ფუსგან, თუმცა მან სატელეფონო ზარებს არ უპასუხა.

ჩინური ვაქცინები მსოფლიოს ათეულობით ქვეყანამ შეიძინა, მათ შორის, საქართველომ. საქართველოში ჩინური "სინოფარმის" ვაქცინის 100 000 დოზა ჩამოვიდა. ვაქცინის ერთ დოზაში საქართველოს მხარემ დაახლოებით 20 დოლარი გადაიხადა.

უახლოეს მომავალში, საქართველოში კიდევ ერთი ჩინური ვაქცინა შემოვა. სინოვაკის ვაქცინის 100 000 დოზას საქართველო ჩინეთისგან უსასყიდლოდ მიიღებს.

31 დეკემბერს, ჩინეთმა Sinopharm-ის მიერ შემუშავებული კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა ფართო გამოყენებისთვის დაამტკიცა. ფარმაცევტული კომპანია Sinopharm-ის განცხადებით, მესამე ფაზის კვლევებმა აჩვენა, რომ ვაქცინა 79%-ით ეფექტურია. მანამდე, დეკემბრის დასაწყისში, არაბთა გაერთიანებულ საამიროებმა განაცხადა, რომ ვაქცინა 86%-ით ეფექტური აღმოჩნდა. არაბთა გაერთიანებულ საამიროები პირველი ქვეყანა იყო, ჩინეთს გარეთ, რომელმაც Sinopharm-ის ვაქცინა გადაუდებელი გამოყენებისთვის სექტემბერში დაამტკიცა.

ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლებს ვაქცინის ეფექტურობაზე გარკვეული კითხვის ნიშნები აქვთ, რადგან ვაქცინის საბოლოო კვლევის შედეგები ჯერ არ გამოქვეყნებულა.

აღნიშნული ვაქცინა ერთ-ერთია იმ 5 ვაქცინას შორის, რომელიც ჩინეთში შექმნეს, დანარჩენებს საგანგებო ავტორიზაცია აქვთ მინიჭებული. ჩინეთში ჯანდაცვის მუშაკებისა და მაღალი რისკის მქონე მოქალაქეების აცრა, ვაქცინების საბოლოო კვლევის პარალელურად, ივლისში დაიწყო.

Sinopharm-ს ასევე ვაქცინის სხვა კანდიდატიც აქვს, თუმცა მას არ დაუსახელებია, თუ ფართო გამოყენებისთვის მისი რომელი ვაქცინა იქნა დამტკიცებული. ჩინეთში ერთ-ერთი კოვიდ ვაქცინა ბიოფარმაცევტულმა კომპანია Sinovac-მა შექმნა. თურქეთში Sinovac-ის კვლევის შედეგებმა აჩვენა, რომ ვაქცინა 91.25 %-ით ეფექტურია, თუმცა ბრაზილიაში ჩატარებული კვლევის მიხედვით, მისი ეფექტურობა მხოლოდ 50%-ია.

აღსანიშნავია, რომ ჩინური ვაქცინები, არც ფართო გამოყენებისთვის და არც გადაუდებელი შემთხვევებისთვის, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციას ამერიკის სურსათისა და წამლის ადმინისტრაციის (FDA) და არც ევროპის მედიკამენტების სააგენტოს (EMA) მიერ არ არის ავტორიზებული.

მსოფლიო
პესკოვი: ირანის ლიდერების მკვლელობებს "მძიმე შედეგები“ ექნება

ირანის ლიდერების მკვლელობები ამერიკა-ისრაელის ოპერაციის დროს ძალიან მძიმე შედეგებს გამოიწვევს. ამის შესახებ განაცხადა რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა, დმიტრი პესკოვმა.

მისი თქმით, რუსეთი იმედოვნებს, რომ მსგავსი სიტუაციები ნორმად არ გადაიქცევა.

„ეს მართლაც ის რეალობაა, რომელშიც ჩვენ ვცხოვრობთ, თუმცა იმედი გვაქვს, რომ ეს ნორმა არ გახდება. და ნებისმიერ შემთხვევაში, ეს არ არის ნორმა. ამას მომავალშიც ექნება ძალიან ღრმა შედეგები, — განაცხადა პესკოვმა.

შეგახსენებთ, რომ ადრე Axios წერდა, რომ ირანის ახალი უმაღლესი ლიდერის დანიშვნის შემდეგ მოჯტაბა ხამენეი პრაქტიკულად არ ჩნდება საჯაროდ. ეს ფაქტი კითხვებს ბადებს საერთაშორისო სადაზვერვო სამსახურისა და ანალიტიკოსების მხრიდან.

Axios-ის ჟურნალისტი ბარაკ რავიდი აღნიშნავდა, რომ აშშ-სა და ისრაელს აქვთ ინფორმაცია, რომ მოჯტაბა ხამენეი კვლავ ცოცხალია. აშშ-ის დაზვერვის მონაცემებით, არ არსებობს ნიშნები იმისა, რომ იგი დაღუპულია ან სრულად ქმედუუნაროა.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის