USD 2.6359
EUR 3.0128
RUB 3.4331
თბილისი
ჭიათურში საბაგიროების სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობს
თარიღი:  630
ჭიათურის მერმა გივი მოდებაძემ, საინიციატივო ჯგუფის -,,ერთად ჭიათურისთვის“ წევრებთან ერთად, საბაგიროების სამშენებლო სამუშაოები დაათვალიერა. ადგილზე იმყოფებოდნენ- მერის პირველი მოადგილე გიორგი ბიწაძე და ტრანსპორტის სამსახურის უფროსი ზურაბ ცარციძე.
 
ჭიათურა-პერევისის და ჭიათურა-ზედა რგანის მიმართულებით სამგზავრო საბაგიროს რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს. ამ ეტაპზე არსებული შენობა-ნაგებობების აღდგენა-განახლების პროცესი ხორციელდება, პარალელურ რეჟიმში ეწყობა რკინა-ბეტონის კონსტრუქციები, რის შემდეგაც ბაგირების მონტაჟი დაიწყება.
 
ჭიათურის მერმა საინიციატივო ჯგუფის წევრებს სამგზავრო საბაგიროების სამშენებლო პროცესი ადგილზე გააცნო. კონტრაქტორი კომპანიის წარმომადგენლებმა დეტალურად ისაუბრეს პროექტით განსახორციელებელ სამუშაოებზე.
 
პროექტის მიხედვით, საბაგირო გზის როგორც ცენტრალური, ასევე პერევისისა და ზედა რგანის დასახლებებში არსებული სადგურები ავთენტურობას შეინარჩუნებს. განახლდება ტექნიკური ნაწილი, გონდოლები, მანქანა დანადგარები და ბაგირები. პროექტი ცენტრალური ბიუჯეტის დაფინანსებით ხორციელდება და მისი ღირებულება 4 600 000 ლარს შეადგენს.
მსოფლიო
ირანმა ბაჰრეინსა და ქუვეითში აშშ-ის სამხედრო ბაზებს დაარტყა

ირანმა აშშ-ის ბაზებზე სარაკეტო და დრონებით თავდასხმების ახალი ტალღა განახორციელა, - ამის შესახებ ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა განაცხადა.

ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის ინფორმაციით, ბაჰრეინში აშშ-ის სამხედრო ობიექტებს დაარტყეს. კერძოდ, დარტყმები განხორციელდა აშშ-ის საჰაერო ბაზაზე მდებარე ვერტმფრენების ტექნიკური მომსახურებისა და შეკეთების ობიექტებზე, P-8 Poseidon თვითმფრინავის განთავსების ანგარზე და სამხედრო დრონების მართვისა და კონტროლის ცენტრზე.

„საპასუხო ოპერაციები გაგრძელდება“, - განაცხადა ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა.

ბაჰრეინის შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ქვეყანაში საჰაერო თავდასხმის მაუწყებელი სირენების ხმები ისმოდა და მოსახლეობას თავშესაფრებში გადასვლისკენ მოუწოდეს.

ამასთან, ირანული მედიის ცნობით, დარტყმები განხორციელდა ქუვეითში, აშშ-ის სამხედრო ბაზებზე განთავსებულ ინფრასტრუქტურაზეც.

ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის მტკიცებით, მთლიანად განადგურდა ალი ალ სალემში აშშ-ის ბაზაზე საწვავის შესანახი ავზები და Patriot-ის საჰაერო თავდაცვის სისტემები.

ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის ინფორმაციით, დარტყმა განახორციელეს აჰმად ალ ჯაბერის საჰაერო ბაზაზეც, რის შედეგადაც FPS სარადარო სისტემა დაზიანდა.

ქუვეითის შეიარაღებულ ძალებს თავდასხმების შესახებ ინფორმაცია, ჯერჯერობით, არ დაუდასტურებია.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის