USD 2.6114
EUR 3.0318
RUB 3.0289
თბილისი
ჭიათურის მაღარო და ზესტაფონის ფერო 6 თვით ჩერდება - "უმუშევრად რჩება 5400-მდე ადამიანი"
თარიღი:  998

წყარო:https://bm.ge/

შეხვედრას პირადად არ ვესწრებოდი, თუმცა მაღაროელებს უთხრეს, რომ 6 თვით წყდება მუშაობა, ამ ეტაპზე, უმუშევრად რჩება 5 400-ზე მეტი ადამიანი, - ამის შესახებ bm.ge-ის მაღაროელმა, ტარიელ მიქაცაძემ განუცხადა.

საქმე ის არის, რომ ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხანა და ჭიათურის მაღარო მუშაობას წყვეტენ.

მისი თქმით, გუშინ შპს „მაღაროელის“ თანამშრომლებს შეხვდა კომპანიის წარმომადგენელი, თემურ ხონელია და განუცხადა, რომ კომპანია 6 თვით, 2025 წლის აპრილამდე აჩერებდა მუშაობას. დასაქმებულებს საშუალება ჰქონდათ ხელფასის 60% მიეღოთ.

“თავიდან ამბობდნენ, რომ საწარმოები გაჩერდებოდა 3 თვე, თუმცა გუშინ საღამოს გვითხრეს, რომ საუბარია სამუშაო პროცესის 6 თვემდე გაჩერებაზე. თანამშრომლებისთვის პირობები მიუღებელია, 60%-იანი ანაზღაურება საკმარისი არ არის, რადგან საბანკო ვალდებულებები აქვთ. მათ გვაჩვენეს დოკუმენტაცია, რომ მთავრობა საწარმოების გაჩერების ნებართვას აძლევს. თუ სახელმწიფომ შეისწავლა და ნამდვილად კრიზისშია კომპანია, მაშინ აიღოს თავის თავზე პასუხისმგებლობა და გადაგვიხადოს დარჩენილი თანხა, ან უზრუნველგვყოს სამსახურებით”, - განაცხადა ტარიელ მიქაცაძემ და დასძინა, რომ უმუშევრად დარჩენილი თანამშრომლები განცხადებას აუცილებლად გააკეთებენ, თუმცა ამ ეტაპზე დაგეგმვის პროცესში არიან.

მიქაცაძის ინფორმაციით, ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხანაში 1800 ადამიანი მუშაობს, ხოლო ჭიათურის მაღაროში 3600-მდე.

“ასე მოულოდნელად, გაფრთხილების გარეშე ადამიანების გაშვება სახლში, არ შეიძლება. მარტივი მდგომარეობის წინაშე არ ვართ”, - თქვა მიქაცაძემ.

bm.ge ცდილობს დაუკავშირდეს საწარმოების 100%-იანი წილების მფლობელ “ჯორჯიან მანგანეზს”, თუმცა დაკავშირება ამ დრომდე ვერ ხერხდება. კომპანიის წარმომადგენელი ჯერ კიდევ რამდენიმე დღის წინ ჩვენთან საუბარში ამბობდა, რომ შუქრუთის მაღაროს მფლობელი კომპანია ფინანსური კრიზისის წინაშე დგას და გამორიცხული არ არის, მძიმე შედეგების წინაშე დადგეს.

მსოფლიო
კრემლმა დონბასში ბუფერული ზონის შექმნის იდეა უარყო- პესკოვმა განაცხადა, რომ მოსკოვი უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებს რუსეთის ნაწილად მიიჩნევს
როგორც ჩანს, რუსეთი უკრაინასთან ომის გაგრძელებას წლობით აპირებს და კრემლი არც დონბასის რეგიონის დაკავების შემთხვევაში გეგმავს შეჩერებას.
კრემლმა დონბასში ბუფერული ზონის შექმნის იდეა უარყო- პესკოვმა განაცხადა, რომ მოსკოვი უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებს რუსეთის ნაწილად მიიჩნევს:
“მშვიდობა არ იქნება, კრემლმა ომის შეწყვეტის წინადადება უარყო: ჩვენ არ გვჭირდება ბუფერული ზონა, რადგან დონბასი რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაა”…
 რუსეთი ომის დასასრულებლად ითხოვს:
1. ყირიმისა და დონეცკის, ლუგანსკის, ზაპოროჟიესა და ხერსონის ოლქების ოკუპირებული ნაწილების რუსეთის ტერიტორიის ოფიციალურად აღიარებას.
2. უკრაინის ნეიტრალური სტატუსის გამყარებასა და ნატოში გაწევრიანებაზე უარის თქმას.
3. უკრაინის შეიარაღებული ძალების რაოდენობის შემცირებასა და მათი საბრძოლო შესაძლებლობების შეზღუდვას.
4. უკრაინისთვის დასავლური შეიარაღების მიწოდებისა და სადაზვერვო მონაცემების გადაცემის შეწყვეტას.
5. რუსული ენის სტატუსის გაფართოებასა და რუსულენოვანი მოსახლეობისთვის დამატებითი გარანტიების მიცემას.
6. უკრაინის მიერ რუსეთისთვის რეპარაციების გადახდის მოთხოვნაზე უარის თქმას.
7. რუსეთის ფედერაციასთან ურთიერთობების ეტაპობრივ აღდგენასა და რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული საერთაშორისო სანქციების გაუქმებას
სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის