USD 2.6198
EUR 3.0274
RUB 3.1687
Тбилиси
ჩერნობილის კვამლი ევროპაში
дата:  1232

უკრაინელი მეხანძრეები უკვე ორ კვირაზე მეტია, რაც  ებრძვიან ტყის ხანძრებს ჩერნობილის აკრძალულ ზონაზე და მეზობელი ჟიტომირის რეგიონში.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, მხოლოდ ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში ხანძარმა ათეულობით ჰექტარ ფართობზე გაიარა. რამდენიმე დასახლება დაზარალდა. 

ჟიტომირის და ჩერნობილის რეგიონში მომხადი ტყის ხანძრის შედეგად ჰაერის დაბინძურების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა. საფრანგეთის ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების ინსტიტუტი აღნიშნავს, რომ კვამლი ასევე აღწევს ევროპის სხვა ქალაქებსაც.

შინაგან საქმეთა სამინისტრო და საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახური ამტკიცებს, რომ ეს ხანძარი არ წარმოადგენს რადიაციის საფრთხეს, ბირთვული ნარჩენების შესანახი ობიექტები და ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის ობიექტები ჩვეულ რეჟიმში მუშაობენ, ხოლო რადიაციის ფონი ნორმას შეესაბამება.

 

წყარო: euronews.com

мир
დამასკომ და მოსკოვმა სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ მემორანდუმს ხელი მოაწერეს

18-თვიანი მოლაპარაკებების შემდეგ დამასკომ და მოსკოვმა ხელი მოაწერეს მემორანდუმს სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ. შეთანხმების მიხედვით სამოქალაქო ობიექტები, მათ შორის ჰამეიმიმის აეროპორტი და ტარტუსის პორტის ნავმისადგომი, სირიის მართვაში გადავა, ხოლო სამხედრო ბაზები ერთობლივ საწვრთნელ ცენტრებად გარდაიქმნება.

შეთანხმება ძალაში სამი თვის განმავლობაში შევა.

более
голосование
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
голосование
Кстати