USD 2.6892
EUR 3.1431
RUB 3.5648
თბილისი
ბრიტანეთის არმიის ახალი მეთაური - ჩვენ ვართ თაობა, რომელმაც უნდა მოამზადოს არმია ევროპაში კიდევ ერთხელ საბრძოლველად
თარიღი:  833

ჩვენ ვართ ის თაობა, რომელმაც აუცილებლად უნდა მოამზადოს არმია ევროპაში კიდევ ერთხელ საბრძოლველად, - ამის შესახებ ბრიტანეთის არმიის ახალმა მეთაურმა საკუთარ ჯარს განუცხადა.

გენერალმა სერ პატრიკ სანდერსმა სამხედროებს მოუწოდა, მზად იყვნენ დაუპირისპირდნენ რუსეთისგან მომდინარე განახლებულ საფრთხეს, მას შემდეგ რაც კრემლი უკრაინაში შეიჭრა.

წერილში, რომელიც „ყველა წოდებისა და საჯარო მოხელისადმია“ მიმართულია, ბრიტანელი გენერალი ყურადღებას ამახვილებს რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის შემდეგ წარმოქმნილ საფრთხეს.

სერ პატრიკ სანდერსი აღნიშნავს, რომ ის 1941 წლიდან გენერალური შტაბის პირველი ხელმძღვანელია, რომელიც არმიას სარდლობას ევროპაში სახმელეთო ომის პირობებში უწევს, რომელშიც დიდი კონტინენტური ძალა მონაწილეობს.

„რუსეთის უკრაინაში შეჭრა ხაზს უსვამს ჩვენს მთავარ მიზანს - დავიცვათ დიდი ბრიტანეთი და ვიყოთ მზად იმისთვის, რომ ვიბრძოლოთ და მოვიგოთ ხმელეთზე ომები“, - განაცხადა გენერალმა სანდერსმა.

მან იმ მოთხოვნასაც გაუსვა ხაზი, რომელიც რუსული აგრესიის ძალის მუქარით შეკავებას ეხება.

სამხედრო მაღალჩინოსანმა აღნიშნა, რომ მსოფლიო 24 თებერვლის შემდეგ შეიცვალა. ის აღნიშნავს ისეთი არმიის შექმნის სასიცოცხლო მნიშვნელობას, რომელსაც ბრიტანეთის მოკავშირეებთან ერთად შეუძლია იბრძოლოს რუსეთის ბრძოლაში დასამარცხებლად.

BBC-ის ინფორმაციით, აღნიშნული წერილი 16 ივნისს გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის სამინისტროს შიდა ინტერნეტის საშუალებით გაიგზავნა.

როგორც მედია წერს, გენერალი სანდერსი მიზნად ისახავს, დააჩქაროს არმიის მობილიზაცია და მოდერნიზაცია ნატოს გასაძლიერებლად. მას აგრეთვე სურს რუსეთს უარი ათქმევინოს ევროპის სხვა ქვეყნების ოკუპაციის შანსებზე.

საზოგადოება
საპატრიარქომ აღიარა მიტროპოლიტ იობის მიერ მიღებული განათლება და მიანიჭა თეოლოგიის ბაკალავრის აკადემიური ხარისხი

საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური მროველ-ურბნელი მიტროპოლიტ იობის განათლებასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს.

საპატრიარქო განმარტავს, რომ 2026 წლის 23 აპრილს მროველ-ურბნელმა მიტროპოლიტმა იობმა (აქიაშვილი) წერილობითი თხოვნით მიმართა თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის რექტორს, პროტოპრესვიტერ გიორგი ზვიადაძეს, რათა მცხეთის სასულიერო სემინარიაში მიღებული განათლების შესაბამისად მისცემოდა დიპლომის ასლი.

საპატრიარქოს თანახმად, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, თბილისის სასულიერო აკადემიასა და სემინარიაში დაიწყო საქმის წარმოება, რაც ითვალისწინებდა, თავის მხრივ, მიტროპოლიტ იობის მიერ სწავლის დამადასტურებელი შესაბამისი დოკუმენტის მოძიებას.

„თბილისის სასულიერო აკადემიამ და სემინარიამ საქართველოს საპატრიარქოს არქივში დაიწყო მასალის მოძიება. მოძიებულ მასალაზე დაყრდნობით, ასევე სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია II-ის 2017 წლის 20 ოქტომბრის N134 ბრძანების საფუძველზე, მიმართა სასწავლებლის ბაკალავრის აკადემიური ხარისხის მიმნიჭებელ კომისიას შესაბამისი მტკიცებულებებით. აღნიშნული კომისიის სხდომა გაიმართა ამა წლის 5 მაისს, 13:00 საათზე.

კომისიამ მტკიცებულებებისა და მოწმეთა ჩვენებების საფუძველზე, აღიარა მიტროპოლიტ იობის მიერ მიღებული განათლება და მიანიჭა მას თეოლოგიის ბაკალავრის აკადემიური ხარისხი“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის