USD 2.6530
EUR 2.8708
RUB 2.7962
Tbilisi
ბოლშევიკები საქართველოს დენიკინის წინააღმდეგ ბრძოლაში ჩართვისაკენ მოუწოდებენ
Date:  1587

საქართველოს რესპუბლიკა, 1920 წლის 14 იანვარი, N9

საქართველო და საბჭოთა რუსეთი

საბჭოთა რუსეთის მომართვა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ე. გეგეჭკორმა რუსეთის საგარეო საქმეთა კომისრის ჩეჩერინისაგან მიიღო შემდეგი რადიო დეპეშა:

„ტფილისი, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს.

 2 იანვარს, 1920 წელი. რუსეთის მუშათა და გლეხთა რაინდულ საშუალებებით შექმნილ წითელმა ლაშქარმა შემუსრა რა იუდენიჩის და კოლჩაკის რაზმები, სასიკვდილო ლახვარი იშიშვლა მეფის გენერალ დენიკინის თეთრ გვარდიელ ბანდების წინააღმდეგ, რომელიც უწესოდ იხევს დონის როსტოვისაკენ. ამით ჩვენი ლაშქარი უკანასკნელ ლახვარს სცემს მონარქიულ კონტრ რევოლიუციას. რუსეთის მუშათა მთავრობა მიმართავს საქართველოს წინადადებით დაუყონებლივ შეუდგეს საბჭოთა მთავრობასთან მოლაპარაკების დაწყებას, სამხედრო კავშირის შესაქმნელად, რომლის მიზანი იქნება სამხრეთ რუსეთის თეთრგვარდიელთა ლაშქრის მოსპობა.

საბჭოთა მთავრობა თავის მოვალეობად სთვლის აღნიშნოს, რომ სამხრეთის კონტრ რევოლიუცია იყო და არის დაუძინებელი მტერი არა მარტო რუსეთის საბჭოთა მთავრობის არამედ ყველა პატარა ერების, რომლებიც ყოფილ რუსეთის იმპერიაში შედიოდენ.

დენიკინი მტერია არა მარტო რუსეთის მუშათა და გლეხთა, არამედ საქართველოს და ადერბეიჯანის გლეხობა და მუშები დენიკინს დაუძინებელ მტრად რაცხავენ და ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ ისინი მოუთმენლად ელიან იმ დღეს, როდესაც მოისპობა საბჭოთა რუსეთსა და მათ შორის ჩაჩხირული თეთრ-გვარდიელთა ბრბო და აღსდგება კავშირი და მიმოსვლა ძველ სახელმწიფოს საზღვრებზე მხოვრებთა შორის. უნდა დავაჩქაროთ ეს მომენტი. საჭიროა, რომ რუსეთის მუშათა და გლეხთა მახვილს საქართველოს და ადერბეიჯანის მახვილიც შეუერთდეს. ჩვენ მოვუწოდებთ, ვიდრე კიდევ დროა საქართველოსა და მის ერს იყონ ბრძოლა დენიკინის წინააღმდეგ. საქართველოს სახელმწიფოს და მის მშრომელ კლასებს შექმნილ პოლიტიკურ ეკონომიურ პირობების სწორე გაგებამ უნდა უკარნახოს ჩვენს წინადადებაზე პასუხის გაცემა.

საგარეო საქმეთა სახალხო კომისარი

გიორგი ჩიჩერინი

 

რუსეთის თეთრ გენერლებთან დიპლომატიური მოლაპარაკებების გასამართად სოჭში ჩასული ეროვნული საბჭოს წევრი და მომავალი გარეშე საქმეთა მინისტრი ევგენი გეგეჭკორი სახალხო გავრდიის მეთაურებთან ერთად. 1918 წის სექტემბერი. მარცხნიდან მარჯვნივ: გვარდიის ერთ-ერთი მეთაური, გენერალი კონიაშვილი, უცნობი, ევგენი გეგეჭკორი, უცნობი, და გვარდიის დამაარსებლები: ვალიკო ჯუღელი და სანდრო მაისურაძე. ფოტო დაცულია ეროვნულ არქივში.

საქართველოს მთავრობის პასუხი

საბჭოთა მთავრობის წინადადების საპასუხოთ, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ევგენი გეგეჭკორმა შემდეგი რადიოგრამა გაუგზავნა ნარკომ ჩიჩერინს.

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობა, თქვენი წინადადების საპასუხოთ, რომ ორივე მხარის სარდლობა შეთანხმდეს „დობროარმიასთან“ საბძოლველად, საჭიროდ სთვილს განაცხადოს შემდეგი: ქართველი ერი, ემყარება რა ყოველ დემოკრატიისათვის ერთა თვითგამორკვევის ურყეველ იდეაზედ, ხალხის მიერ თავის ნების თავისუფალ გამოხატვის შედეგში, ამყარებს თავის ცხოვრებას დამოუკიდებელ დემოკრატიულ სახელმწიფოებრიობის პრინციპზედ.

ქართველ ერს, რომელიც ერთს წუთსაც კი არ სცდება მოხალისეთა არმიის ნამდვილ ზრახვებში, თავის შეიარაღებულ ძალებით არა ერთხელ უკუ უქცევია მოხალისეთა არმიის შემოტევანი, როცა მას განზრახვა ჰქონია შემოჭრილიყო მის საზღვრებში და სისხლში დაეხრჩო საქართველოს ერის თავისუფლება და მისი რევოლუციონური მონაპოვარნი.

ქართველ ერს დღესაც სადარაჯოდ ჰყავს თავისი ძალები რამდენიმე ფრონტზედ და ყოველ წუთს მზათ არის პასუხი გასცეს ყოველ გამოლაშქრებას საქართველოს საზღვრების და მისი სუვერენულ უფლებების წინააღმდეგ.

ქართველი ერი, რუსეთის სამოქალაქო ომის დასაწყისიდანვე მტკიცეთ და ურყევათ წინააღმდეგი იყო რუსეთის შინაურ საქმეებში ჩარევისა.

მტკიცე გადაწყვეტილება რათა დაცული იყოს სრული ნეიტრალიტეტი ამ ბრძოლაში, ნათლად არის ასახული საქართველოს ხალხის მიერ თავისუფალ გამოთქმულ ნებაში, რადგან მას არ სურს დაცრიცოს თავისი მცირე ძალები და არ სურს რომ თავისის სისხლი, რესპუბლიკის საზღვრების გარეშე დაღვაროს.

იმავე დროს ქართველი ხალხის მონაწილეობა რუსეთის სამოქალაქო ომში დაფასებული იქნება, როგორც ჩარევა რუსეთის შინაურ საქმეებში უცხო არა რუსი ძალებისა, რაც მხოლოდ შოვინისტურ ელემენტებს შეუწყობდა ხელს და ჩაშლიდა მეგობრობას და კეთილმეზობლობას ამ ხალხთა შორის.

რუსეთის სამოქალაქო ომში ჩარევა ქართველ ხალხს ჩააყენებდა დიდ სამხედრო გაჭირვებაში, რესპუბლიკის შინაურ ცხოვრებას არევდა და მიიყვანდა ანარქიამდე, რაც ბოლოს ძირს გაუჩხრიდა ხალხის კეთილდღეობას.

გამოდის რა აქედან საქართველოს მთავრობა რუსეთის სამოქალაქო ომში შეიარაღებულ ძალებით ვერ მიიღებს მონაწილეობას.

საქართველოს მთავრობა თავის საგარეო პოლიტიკაში ყოველთვის ხელმძღვანელობდა სურვილით რომ ნორმალური განწყობილება შეჰქმნას ყველა სახელმწიფოებთან და მათ შორის რუსეთთანაც, რომლის ცენტრშიაც უკანასკნელ დრომდე მას ჰყავდა თავის დიპლომატიური წარმომადგენლები. მთავრობა გამოსთქვამს იმედს, რომ ბოლოს და ბოლოს ორივე სახელმწიფო ერთმანეთთან მოლაპარაკების შემდეგ მიაღწევენ ურთიერთშორის მშვიდობიან კეთილ-მეზობლურ განწყობილებას.

გარეშე საქმეთა მინისტრი

ევგენი გეგეჭკორი

business
თიბისის ბიზნეს დაჯილდოება 2023-ის, ნომინაცია - „გამორჩეული როლისთვის რეგიონის განვითარებაში“, ფინალისტები

თიბისიმ ბიზნესდაჯოლდოების პროექტის 2023 წლის ფინალისტები გამოავლინა!

გთავაზობთ ნომინაცია გამორჩეული როლისთვის რეგიონის განვითარებაში ფინალში გასულ 3 კომპანიას.

მწვანილისა და ბოსტნეულის მწარმოებელი კომპანია „ჰერბია“ 2006 წელს, მას შემდეგ დაფუძნდა, რაც რუსეთმა ქართულ პროდუქციას ემბარგო გამოუცხადა და შედეგად, ალტერნატიული ბაზრის მოძიება გახდა საჭირო. კომპანიამ მიზნად დაისახა 5000 ფერმერის კონსოლიდაცია და მათ მიერ წარმოებული პროდუქტის ევროპისთვის შეთავაზება. ევროპული ბაზარი მალევე დაინტერესდა ქიმიური საშუალებების გარეშე მოყვანილი, მაღალი ხარისხის მწვანილეულით, თუმცა დამფუძნებლები მიხვდნენ, რომ მათ მოთხოვნას - დიდი რაოდენობით პროდუქციის უწყვეტ მიწოებას კომპანია იმ ეტაპზე ვერ დააკმაყოფილებდა, ამიტომ გადაწყვიტეს, ჯერ ქართულ ბაზარზე დამკვიდრება.

Global Gap, HACCP და GEO Gap-ის სერთიფიკატების მოპოვების პარალელურად, „ჰერბიამ“ ქართული ბაზრის ათვისება დაიწყო და მალევე გახდა უმაღლესი ხარისხის სათბურში მოყვანილი მწვანილის და ბოსტნეულის ერთ-ერთი წამყვანი მწარმოებელი და პირველი კომპანიაა საქართველოში, რომელმაც დაიწყო პროდუქციის დაფასოება. 

დღეისათვის ჰერბიას სათბურები წყალტუბოში 10 ჰექტარზეა გაშენებული. კომპანიას მოწყობილი აქვს საწყობი-მაცივარი და დასაფასოებელი საწარმო, რომლებიც აღჭურვილია თანამედროვე ტექნიკითა და საწარმოო ხაზებით. ყველა პროდუქტი, რომელიც ჰერბიას სავაჭრო ნიშნით იწარმოება, შეესაბამება სურსათის უვნებლობის საერთაშორისო სტანდარტებს და გარემოსდაცვით მოთხოვნებს. ჰერბია უკვე 17 წელია ოპერირებს ადგილობრივ ბაზარზე, ამ პერიოდის მანძილზე კომპანიამ გაიჩინა ძალიან ბევრი პარტნიორი, მათ შორის არიან 5000-ზე მეტი ადგილობრივი ფერმერი. დაფუძვნების დღიდან ჰერბია ინოვატორია ახალი ტექნოლოგიების და კულტურების დანერგვაში, რომელიც შემდეგ გავრცელდა მთელი რეგიონის და არამარტო რეგიონის მასშტაბით მაგალითად: კომპანია პირველი იყო რომელმაც ააშენა გვირაბის ტიპის სათბური და აღჭურვა თანამედროვე საირიგაციო სისტემებით, ქვეყანაში გაავრცელა ისეთი კულტურები როგორიც არის რუკოლა, როზმარინი, ჩაივსი, პომიდორი ჩერი, სალათის სხვადასხვა ჯიშები და ა.შ.

„ჰერბია“ საქართველოს მასშტაბით 1000-ზე მეტ ობიექტზეა წარმოდგენილი, მათ შორის ისეთ ქსელურ მარკეტებში, როგორიცაა „ორი ნაბიჯი“, „კარფური“ „გუდვილი“, „ნიკორა“, „ფრესკო“ და სხვა.

„იმერეთის რეგინონში ჩვენ ერთ-ერთი მსხვილი დამსაქმებელი ვართ. ვთანამშრომლობთ 5000-ზე მეტ ადგილობრივ ფერმერთან. ნახევარ მილიონზე მეტ მომხმარებელს ვემსახურებით და მუდმივად ვცდილობთ ასორტიმენტის გაზრდას, ასვეე ვმუშაობთ იმაზე, რომ ბავშვთა კვებაშიც იყოს გამოყენებული ჩვნი პროდუქცია. ბიზნესდაჯილდოება გვეხმარება იმაში, რომ კიდევ უფრო კარგად გავაცნოთ მომხმარებელს ჩვენი პროდუქტი და ასევე ჩვენი პარტნიორი ფერმერები, რომლებიც მუშაობენ სფეროსა და რეგიონის განვითარებისთვის.“ - ამბობს „ჰერბიას“დამფუძნებელი დირექტორი, ზურაბ ჯანელიძე.

სამთო სასტუმრო „ალტიჰათი“ ყაზბეგში, ზღვის დონიდა 3014 მეტრზე მდებარეობს და დიდი წვლილი შეაქვს ალპურ ზონაში რეკრეაციული ტურიზმის განვითარებაში - ქმნის ახალ შესაძლებლობს მაღალ-მხარჯველი ტურიზმის სფეროში, ავითარებს ინფრასტრუქტურას, ქმნის და აუმჯობესებს უსაფრთხოების ნორმებს ალპურ ზონაში. 2018 კომპანიის ინიციატივით ტერიტორია სრულად დაიფარა სატელეფონი კავშირით, რამაც შესაძლებელია გახადა მინიმუმ 10 ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა. 

ალტიჰათის მთავარი მისია ნარჩენების მართვის სისტემის შექმნაა, რაც გაზრდილი ტურიზმის გამოწვევაა ნებისმიერ ქვეყანაში, ამ მიმართულებით მოხდა სისტემური მიდგომის დანერგვა ალპურ სიმაღლეზე. ახალი ტურისტული და სათავგადასავლო მიმართულების განვითარების წყალობით, 2018 წლიდან მნიშვნელოვნად გაიზარდა birdwatching, heli-biking ვიზიტორების რაოდენობა, სკი-ტურინგი და ახალი საფეხმავლო მარშრუტები ამ მიმართულებით, ადგილობრივი მოსახლეობისათვის შეიქმნა ახალი შესაძლებლობები და წლის აქამდე არააქტიურ სეზონზე დასაქმების პერსპექტივები.

2022 წლიდან ალტიჰათმა სტრატეგიული თანამშრომლობის მემორანდუმი და მოგვიანებით სრულყოფილი პარტნიორობა დაიწყო შვეიცარულ ულტრა "ლაქშერი" ბრენდ ბალისთან, შესაბამისად ბალისთან ერთად 2024 წელს დაგეგმილია სრულიად ახალი, თანამედროვე სამთო სამაშველო ქოხის პროექტის მშენებლობა ზღვის დონიდან 3700 მეტრ სიმაღლეზე, რაც კიდევ უფრო გააუმჯობესებს სათავგადასავლო ტურიზმის პოტენციალს ჩვენს ქვეყანაში და ადგილობრივ თემს მისცემს საშუალებას მნიშვნელოვნად გაზარდონ მათი ბიზნეს შესაძლებლობები.

„საქართველოს ფარგლებს გარეთ უკვე ბევრმა იცის ამ პროექტის შესახებ, თუმცა საქართველოში ცნობადობა დაბალია.   ბიზნესდაჯილდოება  გვაძლევს საშუალებას, რომ ქართულ საზოგადოებასაც გავაცნოთ ეს ჩვენი „ახირება“ - აბსულუტურად კერძო ინიციატივა, რომელიც სინამდვილეში უმნიშვნელოვანესი ინიციატივაა სფეროსა და რეგიონის განვითარების თვალსაზრისით. დიდი პასუხისმგებლობა გვაქვს აღებული და არასდროს გვრჩება რესურსი იმისთვის, რომ მარკეტინგული კამპანია ვაწარმოოთ. მარკეტინგული სტრატეგიის კლასიკური დოქტრინული გეგმის შექმნა კი აუცილებელია რომ საერთაშორისო პარტნიორებთან მეტნაკლკებად ინსტიტუციურად თანაბარი პირობებით ვიყოთ წარმოდგენილი და ისინიც კარგად ხედავდნენ ადვოკატირების ეფექტებს, ჩვენი საქმიანობის გრძელვადიან გეგმას და ხედვას.ბიზნესდაჯილდოებაში გამარჯვება სწორედ ამ მიმართულების გაძლიერებაში დაგვეხმარება.“ - ამბობს „ალტიჰატის“ მმართველი პარტნიორი, ნიკოლოზ ალავიძე.

ნომინაციის „გამორჩეული როლისთვის რეგიონის  განვითარებაში“ კიდევ ერთი ფინალისტია კომპანია „სვანიძის ზეთისხილი“. ქართული EXTRA VIRGIN ზეთისხილის ზეთის წარმოება ზეთისხილის საერთაშორისო საბჭოს ორგზის არჩეულ პრეზიდენტს, გიორგი სვანიძეს უკავშირდება. მისი ინიციატივით, 15 წლის წინ, საქართველოში დაიწყო პირველი ზეთისხილის ბაღების გაშენება და პრემიუმ კლასის ზეთისხილის პროდუქციის წარმოება. კომპანიის საქმიანობის უნიკალურობა მდგომარეობს ზეთისხილის კულტურის საქართველოში შემოტანასა და დანერგვაში. კახეთში, ტარიბანის ველებზე გაშენებული ზეთისხილით პრემიუმ ხარისხის ზეთისა და მარინადის პროდუქტების წარმოების გარდა, ამ წამოწყების მიზანი საქართველოს აგრარული სექტორის ხელშეწყობა და ქართველი ფერმერების გაძლიერება იყო. 

სვანიძის ზეთისხილის პროდუქცია მოიცავს 100%-ით ქართული, ნატურალური ზეთისხილის მარინადს და „extra virgin” ზეთს, რომელიც მხოლოდ ცივი დაწურვის შედეგად მიიღება, რის შედეგადაც ინარჩუნებს ბუნებრივ და სასარგებლო თვისებებს. 

მსოფლიოს კვლევების მიხედვით ზეთისხილის ზეთის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი სარგებელი გულ-სისხლძარღვთა სისტემაზე დადებითი გავლენაა. მონოუჯერი ცხიმების მაღალი შემცველობა მავნებელი ქოლესტერინის (LDL) დონის შემცირებას უწყობს ხელს, შედეგად კი გულის დაავადებებისა და ინსულტის რისკები საგრძნობლად მცირდება. ამასთან, მიიჩნევა, რომ ზეთისხილის ზეთში შემავალი ცხიმები და ანტიოქსიდანტები ტვინის ჯანმრთელობასა და მის კოგნიტიურ ფუნქციას უწყობენ ხელს.

„საქართველოში ყველას არ აქვს ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ჩვენს ქვეყანაში ზეთისხილია გაშენებული, ხარობს და მისგან ნატურალური პროდუქტები იწარმოება. ბიზნესდაჯილდოებაში მონაწილეობა საშუალებას გვაძლევს, მთელს საქართველოს მივაწვდინოთ ხმა, გავაცნოთ მომხმარებელს ჩვენი საქმიანობა და მისი შედეგები, რაც საქართველოში აგრარულ სექტორს და უშუალოდ ზეთისხილის კულტურის შემოტანასა და განვითარებას ეხება. ბიზნესდაჯილდოებაში გამარჯვების შემთხვევაში ჩვენი მთავარი მიზანი იქნება, თიბისის მხარდაჭერით აქტიური კომუნიკია დავიწყოთ მომხმარებლებთან, რათა მივცემთ საშუალება ქართველ საზოგადოებას, გამოიყენოს საქართველოში წარმოებული ნატურალური და სასარგებლო ზეთისხილი.“ - ამბობს კომპანია „სვანიძის ზეთისხილის“ მარკეტინგის ხელმძღვანელი, თეო მამულაშვილი.

ბიზნესდაჯილდოება თიბისის ბიზნესის მხარდაჭერის პროექტია, რომელიც უკვე მეშვიდედ იმართება და მასში მონაწილეობა 3000 - ზე მეტმა კომპანიამ მიიღო.

https://tbcbusiness.ge/

See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way