USD 2.6797
EUR 2.8812
RUB 2.9138
Тбилиси
ბიზნეს ტერმინები ადამიანური ენით
дата:  3454

ნებისმიერი ბიზნესის წარმატების საწინდარი სწორი მარკეტინგული პოლიტიკაა. რა არის მარკეტინგი? მარკეტინგი პირდაპირი გაგებით საბაზრო საქმიანობას ნიშნავს. ზოგჯერ მარკეტინგს  ასაღებასთანაც აიგივებენ,თუმცა იგი მარკეტინგის ყველაზე მნიშვნელოვან ელემენტსაც კი არ წარმოადგენს. მარკეტინგი იწყება ყიდვა-გაყიდვის აქტამდე დიდი ხნით ადრე და ამ აქტის შემდეგაც დიდხანს გრძელდება. საქონლის გასაღება დიდ პრობლემებთან იქნება დაკავშირებული, თუ კომპანიის მარკეტინგულმა ქვედანაყოფმა სათანადოდ არ იმუშავა ისეთ პრობლემებზე, როგორიცაა: სხვადასხვა საქონლის და მომსახურების შემუშავება, წარმოება და მათზე სათანადო ფასების დაწესება, გასაღების და სტიმულირების მეთოდების გამოყენება.

Картинки по запросу  აშშ-ის მარკეტინგის ასოციაციის განმარტებით: “მარკეტინგი არის იდეის, საქონლისა და მომსახურეობის კონცეფციის შემუშავების, ფასწარმოქმნის, სტიმულირებისა და განაწილების დაგეგმვისა და განხორციელების პროცესი, რომელიც ურთიერთგაცვლის საშუალებით  უზრუნველყოფს ინდივიდუალური და ორგანიზაციული მიზნების დაკმაყოფილებას“.

კომპანიის წარმატებულ საქმიანობაში პირველხარისხოვანი მნიშვნელობა ენიჭება მარკეტინგულ სტრატეგიის - მარკეტინგული მოღვაწეობის საერთო გეგმის შემუშავებას კომპანიის საქონლისა და მომსახურეობისათვის. მარკეტინგის მთავარ ობიექტს ბაზარი წარმოადგენს. სტრატეგიული დაგეგმვა გულისხმობს კომპანიის საბაზრო შესაძლებლობის გამოკვლევას, რესურსების განაწილებას ამ შესაძლებლობათა მაქსიმალურად გამოსაყენებლად და კომპანიის საქმიანობის საბაზრო და ფინანსური რეზულტატების პროგნოზირებას.

მარკეტინგული კომპლექსი შეადგენს ოთხი მთავარი ელემენტის ერთობლიობას. ეს ელემენტებია: საქონელი, იდეა ან მომსახურეობა, ფასი, ადგილი და სტიმულირება. ამ კომპონენტებისაგან იქმნება თავისებური ნარევი, რომელიც “4 P“-ს სახელითაა ცნობილი და საშუალებას იძლევა დაკმაყოფილდეს პოტენციური მომხმარებელის საჭიროებები და მოთხოვნილებები ... არ მოგწყინდათ?

გავაგრძელოთ კურსი მარკეტინგის შესახებ? თუ უფრო მარტივად მივუდგეთ საქმეს და ჩვეულებრივი ცხოვრებისეული მაგალითების საშუალებით გავერკვეთ რა არის მარკეტინგი, რეკლამა, პიარი, ბრენდი და კრეატივი? გეთანხმებით, მეც ასე ვფიქრობ!!!

მაშ ასე, რას ნიშნავს ყველა ის უცხოური ბიზნესტერმინი, რომლებიც ხშირად გვესმის ამ ბოლო დროს, მარტივ, ადამიანურ ენაზე.

  • წვეულებაზე, თქვენ ხედავთ ლამაზ ქალბატონს. მიდიხართ მასთან და ეუბნებით: „მე ძალიან მაგარი ვარ და ჩემთან ახლო ურთიერთობით თქვენ აღფრთოვანებული დარჩებით“- ეს პირდაპირი მარკეტინგია. (Direct Marketing )
  • თქვენ ხართ მეგობრებთან ერ თად წვეულებაზე, სადაც იმყოფება ძალიან ლამაზი ქალბატონი. მასთან მიდის თქვენი მეგობარი და ეუბნება მას თქვენზე: „ჩემი მეგობარი ძალიან მაგარია და მასთან ახლო ურთიერთობით თქვენ აღფრთოვანებული დარჩებით- ეს რეკლამაა.
  •  წვეულებაზე, თქვენ ხედავთ ლამაზ ქალბატონს. მიდიხართ მასთან, ართმევთ ტელეფონის ნომერს, ურეკავთ მეორე დღეს და ეუბნებით: „მე ძალიან მაგარი ვარ და ჩემთან ახლო ურთიერთობით თქვენ აღფრთოვანებული დარჩებით“- ეს სატელეფონო მარკეტინგია. (Telemarketing).
  •  წვეულებაზე, თქვენ ხედავთ ლამაზ ქალბატონს. თქვენ დგებით, ისწორებთ ჰალსტუხს, მიდიხართ მასთან და უმასპინძლდებით ძვირადღირებული სასმელით. ემსახურებით მას მთელი საღამოს განმავლობაში, სთავაზობთ სახლში მანქანით გაცილებას და შემდეგ ეუბნებით: „სხვათაშორის, მე ძალიან მაგარი ვარ და ჩემთან ახლო ურთიერთობით თქვენ აღფრთოვანებული დარჩებით~- ეს პიარია (Public Relations).
  •  წვეულებაზე, თქვენ ხედავთ ლამაზ ქალბატონს. ის ნელ-ნელა გიახლოვდებათ და გეუბნებათ: „მე გამიგია, რომ თქვენ ძალიან მაგარი ხართ და მოხარული ვიქნები თქვენთან ახლო ურთიერთობის დამყარების“- ეს კარგად ცნობადი ბრენდია (Brand Recongnitio).
  • თქვენ ფლირტი გაქვთ ლამაზ ქალბატონთან, შემდეგ მის უფროს დასთან, შემდეგ მის სიმპატიურ დეიდასთან და ა.შ. - ეს მრავალსაფეხურიანი მარკეტინგია (MLM).
  • წვეულებაზე, თქვენ ხედავთ ლამაზ ქალბატონს. მიდიხართ მასთან და ეუბნებით: „მე ძალიან მაგარი მეგობარი მყავს, რომელსაც თქვენი გაცნობა უნდა და მე დარწმუნებული ვარ, რომ მასთან ურთიერთობით თქვენ აღფრთოვანებული დარჩებით“- ეს სავაჭრო წარმომადგენლობაა.
  • წვეულებაზე, თქვენ ხედავთ ლამაზ ქალბატონს, რომელიც ყველა იქ მყოფი მამაკაცის ყურადღებას იმსახურებს. თქვენ აწყობთ პროვოკაციას, რომლის საშუალებითაც წვეულებაზე იწყება ჩხუბი, რომელშიც ყველა იქ მყოფი მამაკაცი ჩაებმება, თქვენ კი გვერდზე რჩებით. სარგებლობთ არეულობით, მიდიხართ ქალბატონთან და ეუბნებით: „მე ძალიან მაგარი ვარ და ჩემთან ახლო ურთიერთობით თქვენ აღფრთოვანებული დარჩებით“- ეს შავი პიარია.
  • წვეულებაზე, თქვენ ხედავთ  ლამაზ ქალბატონს. მიდიხართ მასთან და ეცნობით, როგორც ერთ-ერთი წარმატებული კომპანიის პრეზიდენტი. ქალბატონი აღფრთოვანებულია თქვენით. იმ კომპანიის პრეზიდენტმა იცის, რომ თქვენ მისი სახელით სარგებლობთ, თქვენ ხომ ამაში მას ფული გადაუხადეთ.- ეს ფრანჩეიზინგია.
  • წვეულებაზე, თქვენ ხედავთ ლამაზ ქალბატონს. თქვენ გაიცნობთ მას, ემსახურებით მთელი საღამოს განმავლობაში, სთავაზობთ სახლში მანქანით გაცილებას. ისიც გეთანხმებათ და შემდეგ თავისთან გეპატიჟებათ. თქვენ სიხარულით თანხმდებით ადიხართ მე-9 სართულზე. ქალბატონი აღებს კარს, მაგრამ მოულოდნელად მისი მეუღლე სახლში აღმოჩნდება, რასაც იგი არ ელოდა. თქვენ ძლივს ასწრებთ იქედან - ეს ფორს-მაჟორია.
  • მეგობარმა ქალბატონმა გაჩუქათ ძვირფასი შამპანიური და შოკოლადის ნაკრები. თქვენ აძლევთ ყველაფერ ამას მეგობარს, რომელიც საღამოს სახლში გესტუმრებათ ხელდამშვენებული. თქვენი მეუღლე შლის სუფრას და თვითონაც სიამოვნებით მიირთმევს გემრიელ შოკოლადს - ეს ფულის გათეთრებაა.
  • მართალია თქვენ ვერ დაიტრაბახებთ, რომ მანდილოსნების ყურადღებას იმსახურებთ, როგორც მამაკაცი, მაგრამ დღევანდელი წვეულება რაღაც განსაკუთრებულია და ყველა მანდილოსანი თქვენი ყურადღების მიქცევას ცდილობს. რაშია საქმე? ააა, გასაგებია, წვეულება მამათქვენის ფულით იმართება - ეს სახელმწიფო სუბსიდიაა.
  •  და ბოლოს, თქვენ მიდიხარ წვეულებაზე, თქვენ ხართ სიმპატიური და საკუთარ თავში დარწმუნებული. თქვენ იცით, რომ ადვილად შეგიძლია მიიპყროთ ყველაზე ლამაზი ქალის ყურადღება, მაგრამ წვეულებაზე ყველა ქალბატონი თავის კავალერთან ერთად იმყოფება და თქვენი სურვილი საღამო ლამაზ მანდილოსანის საზოგადოებაში გაგეტარებინა აუსრულებელი რჩება - ეს საბაზრო ეკონომიკაა.

პ.ს.

სიტყვები: - „ახლო ურთიერთობის დამყარება“, „მე ძალიან მაგარი ვარ“, „ჩემთან ახლო ურთიერთობით კმაყოფილი დარჩებით“ და ა.შ.- ბუნებრივია სხვა სიტყვების ნაცვლად არის ნახმარი ტექსტში - ამას ბიზნეს ეთიკა ქვია.

გიორგი გურული

спорт
ქართველმა მილიარდერმა, მიხეილ ლომთაძემ, ინგლისური საფეხბურთო კლუბი იყიდა

ქართველმა მილიარდერმა, მიხეილ ლომთაძემ, ინგლისური პროფესიული კლუბის Wycombe Wanderers-ს აქციების 90% იყიდა. ამის შესახებ კლუბის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაშია ნათქვამი.

პრესრელიზის მიხედვით, შპს Feliciana EFL-მა საკუთარ მფლობელობაში არსებული აქციების 90% მიხეილ ლომთაძის მფლობელობაში მყოფ Blue Ocean Partners II Limited-ს მიჰყიდა. შედეგად, ლომთაძე გახდა კლუბის დირექტორთა საბჭოს წევრიც. (დირექტორთა საბჭოს ორ ახალ წევრთან - ედუარდ ვიშნიაკოვთან და დანიელ რაისთან ერთად).

ქართველმა მილიარდერმა, კლუბის და გულშემატკივრებისთვის მიწერილ გზავნილში თქვა, რომ ის მსუბუქად არ მოეკიდება აღებულ პასუხისმგებლობას გულშემატკივრების, პერსონალისა და ფეხბურთელების წინაშე.

„ჩვენი მიზანია მივაღწიოთ გრძელვადიან წარმატებებს როგორც მოედანზე, ისე მის ფარგლებს გარეთ ფინანსურად მდგრადი კლუბის აშენებით“, - განაცხადა ლომთაძემ.

1887 წელს დაარსბული Wycombe Wanderers ბუკინგემშირში სამხრეთ-აღმოსავლეთ ინგლისში მდებარეობს.

მიხეილ ლომთაძე არის Kaspi.kz-ის სამი ძირითადი აქციონერიდან ერთ-ერთი. 2024 წლის 1 აპრილის მდგომარეობით იგი ფლობდა ყაზახური ფინტექს კომპანიის საერთო აქციების 22,6%-ს. 2022 წელს მან მეშვიდე ადგილი დაიკავა ყაზახეთის 50 ყველაზე გავლენიანი ბიზნესმენის რეიტინგში.

ლომთაძე ბიძინა ივანიშვილის შემდეგ რიგით მეორე ქართველი მილიარდერია, რომელიც forbes-ის შეფასებით ივანიშვილზე მდიდარია, ხოლო Bloomberg-ის ცნობით, ივანიშვილზე 700 მლნ-ით ნაკლები ქონება აქვს.

более
голосование
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
голосование
Кстати