USD 2.6843
EUR 3.1594
RUB 3.6280
Тбилиси
ბირთვული ომის საფრთხე - მსოფლიო პაკისტანსა და ინდოეთს შორის მოსალოდნელი კონფლიქტის ესკალაციის მოლოდინშია
дата:  807
ბირთვული ომის საფრთხე ემუქრება მსოფლიოს, პაკისტანსა და ინდოეთს შორის მოსალოდნელი კონფლიქტის ესკალაციის გამო
რითი დაიწყო ყველაფერი:
გუშინ ინდოეთში, ჯამუ და ქაშმირის რეგიონის საკურარტო ქალაქ პაჰალგამში ისტორიაში ყველაზე მასშტაბური ტერორისტული თავდასხმა მოხდა, რის შედეგადაც სულ მცირე 27 ადამიანი დაიღუპა. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა აიღო პაკისტანურმა ისლამისტურმა ჯიჰადისტურმა ორგანიზაციამ, „წინააღმდეგობის ფრონტმა“---- ტყის მასივებიდან გამოსულმა 6-მა ტერორისტმა ცეცხლი გაუხსნეს დამსვენებლებს, რის შედეგადაც 30-ზე მეტი ადამიანი გარდაიცვალა ასამდე კი დაიჭრა.
რა ნაბიჯებს დგამენ პაკისტანი და ინდოეთი ახლა:
  • პაკისტანს თავისი ჯარები სრულ საბრძოლო მზადყოფნაში მოჰყავს ინდოეთის მხრიდან ნებისმიერი ქმედების მოსაგერიებლად.
  • ინდოეთი ხურავს საზღვარს პაკისტანთან, აძევებს ქვეყნიდან პაკისტანის ყველა მოქალაქეს და აჩერებს რიგ შეთანხმებებს. ასევე გააძევეს ყველა სამხედრო ატაშეც.
ინდოეთმა შეაჩერა მოქმედება იმ ისტორიული შეთანხმებისა, რომელიც ინდუსის მდინარის წყლებთან დაკავშირებით იყო მოქმედი 60 წლის განმავლობაში და მნიშვნელოვან როლს ასრულებდა ინდოეთ-პაკისტანის კონფლიქტის თავიდან აცილებაში. აღნიშნული შეთანხმება არეგულირებდა მდინარეების რესურსებზე წვდომასა და კონტროლს. ხელშეკრულების მოქმედება შეჩერდება იქამდე, სანამ პაკისტანი არ შეწყვეტს ტერორისტული ჯგუფების მხარდაჭერას საზღვრისპირა რეგიონებში.
  • დაიხურა ატარი-ვაგაჰის სასაზღვრო გადასასვლელი პუნქტი. მათ, ვინც ამჟამად იმყოფება საზღვრის მიღმა, უკან დასაბრუნებლად ვადა მიეცათ პირველ მაისამდე.
  • ინდოეთმა შეწყვიტა ვიზების გაცემა პაკისტანის მოქალაქეებისთვის. ისინი, ვინც უკვე იმყოფებიან ქვეყანაში, ვალდებულნი არიან 48 საათის განმავლობაში დატოვონ ინდოეთი.
  • ინდოეთმა ქვეყნიდან გააძევა ყველა პაკისტანელი სამხედრო მრჩეველი პირველი მაისიდან შეამცირებს პაკისტანელ დიპლომატთა რაოდენობას 30-მდე. ამასთან, პაკისტანის სამხედრო ატაშე გამოაცხადა პერსონა ნონ გრატად.
  • ჯამუ და ქაშმირში მიმდინარეობს მასშტაბური უსაფრთხოების ოპერაციები და პარალელურად, რეგიონში გაძლიერდა სამხედრო ძალების მობილიზებაც.
ინდური მედიის ცნობით, უახლოეს საათებში ინდოეთის შეიარაღებული ძალები გეგმავენ ფართომასშტაბიან ოპერაციას პაკისტანის მიერ კონტროლირებულ ტერიტორიაზე, რაც სერიოზულ რისკებს ქმნის და შესაძლოა ორ ქვეყანას შორის სამხედრო დაპირისპირება სრულმასშტაბიან ომში გადაიზარდოს.
общество
დღეს წმინდა მოციქულის ანდრია პირველწოდებულის საქართველოში შემოსვლის დღეა

მართლმადიდებელი ეკლესია დღეს საქართველოს განმანათლებლის, წმინდა მოციქულის ანდრია პირველწოდებულის ხსენების დღეს აღნიშნავს.

დღესასწაულთან დაკავშირებით სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი, უწმინდესი და უნეტარესი შიო მესამე მღვდელმთავრებთან და სასულიერო პირებთან ერთად, სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში საღმრთო ლიტურგიას 10:00 საათზე დაიწყებს.

წმინდა სახარების მიხედვით, წმინდა მოციქული ანდრია პირველწოდებული წმინდა პეტრე მოციქულის ძმა იყო. უფალმა მოციქულთა შორის პირველად ანდრიას მოუწოდა. ამიტომაც მას პირველწოდებული ეწოდა. საქართველოში წამოსვლამდე წმ. ანდრიას ღვთისმშობელმა ამცნო, რომ მის წილხვედრ ქვეყანაში უნდა ექადაგა.

წმინდა მოციქული პირველად ქართლის ტერიტორიაზე, დიდაჭარაში შემოვიდა. მას თან ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიერ ბოძებული ხელთუქმნელი ღვთისმშობლის ხატი ჰქონდა.

წმ. მოციქული ანდრია საბერძნეთის ქალაქ პატრაში ჯვარზე დაკიდებული აღესრულა. მის ხსენებას საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესია ორჯერ აღნიშნავს. 12 მაისს წმინდა მოციქულის საქართველოში შემოსვლის დღე აღინიშნება, 13 დეკემბერს - მისი გარდაცვალება.

более
голосование
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
голосование
Кстати