ალერგოლოგ-იმუნოლოგმა, ბიძინა კულუმბეგოვმა „იმედის დილის“ ეთერში, განმარტა, თუ რა შემთხვევაშია აუცილებელი სამედიცინო პირბადის გამოყენება და როდის შეიძლება ნაჭრის პირბადის მოხმარება.
„მსოფლიოში, ძირითადად, ორი ტიპის პირბადეა გავრცელებული; ნაჭრის პირბადე და სამედიცინო, ანუ ქირურგიული პირბადე. ნებისმიერმა ადამიანმა, რომლის ასაკი 60 წელი და ზემოთაა, ასევე, მათ, ვისაც აქვთ ერთი თანმხლები დაავადება მაინც - სასუნთქი, გულსისხლძარღვთა სისტემის დაავადება, დიაბეტი, ჭარბი წონა, არტერიული ჰიპერტენზია, სიმსივნე, აუცილებლად უნდა ატაროს სამედიცინო პირბადე. სხვა კატეგორიის ადამიანებმა, თუ პირბადე სტანდარტებს შეესაბამება, შესაძლებელია, ატაროს ნაჭრის პირბადეც“ - აღნიშნა ბიძინა კულუმბეგოვმა.
„ის არ უნდა იყოს ფარატინა, ერთი შრისგან შედგენილი პირბადე. შიდა შრე აუცილებლად უნდა იყოს კოტონის ანუ ბამბის, რომელსაც ექნება წყლისა და ლორწოს შეწოვის თვისება, შუაში უნდა იყოს ფილტრისმაგვარი მატერია და გარეთ - ე.წ. ამსხლეტავი ნაჭერი. ნებისმიერი პირბადის მოხმარებას თავისი წესი აქვს. ყველა პირბადის მორგებისა და მოხსნის წინ აუცილებელია ხელების დამუშავება ან დაბანა“ - აღნიშნა ბიძინა კულუმბეგოვმა.
მისივე განცხადებით, სასურველია, 60-გრადუსიან ტემპერატურულ რეჟიმზე, ნაჭრის პირბადე დღეში ერთხელ მაინც გაირეცხოს. რაც შეეხება სამადიცინო პირბადეს; ის 3-4 საათში ერთელ უნდა შეიცვალოს.
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური საზოგადოებას შეახსენებს, რომ მიმდინარე წლის 1 ნოემბერს იწურება საქართველოს საგადასახადო კოდექსით განსაზღვრული, ფიზიკური პირის ქონების გადასახადის წლიური დეკლარაციის წარდგენის ვადა.
„ქონების გადასახადის (მათ შორის მიწის) გადამხდელი ფიზიკური პირები ვალდებული არიან, წარმოადგინონ ფიზიკური პირის ქონების გადასახადის 2025 წლის წლიური (2024 წელს მიღებული შემოსავლების მიხედვით) დეკლარაცია არა უგვიანეს, მიმდინარე წლის 1 ნოემბრისა და გადაიხადონ კუთვნილი გადასახადი არა უგვიანეს 15 ნოემბრისა.
დამატებითი ინფორმაციის მისაღებად გთხოვთ, იხილოთ ბმულები:
https://rs.ge/PersonsTaxFAQ?cat=5&tab=1
https://rs.ge/LawNewsArchive?newsId=1589
ვიდეო ინსტრუქცია:
https://www.youtube.com/watch?v=9iMXptuh5ro
სასურველი ინფორმაციის მისაღებად ასევე, შეგიძლიათ ისარგებლოთ შემოსავლების სამსახურის ციფრული სერვისებით - “RS ჩათი“ და “RS ბოტი“ ან დაუკავშირდეთ საკონსულტაციო სატელეფონო ცენტრს 2 299 299
საერთო ჯამში 250 ათასზე მეტ ფიზიკურ პირს, დეკლარაციის წარდგენის ვადის შესახებ, საინფორმაციო ხასიათის მოკლე ტექსტური შეტყობინება გაეგზავნება შემოსავლების სამსახურის ელექტრონულ სისტემაში რეგისტრირებულ მობილურ ნომრებზე", - ნათქვამია შემოსავლების სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.