USD 2.6403
EUR 3.0147
RUB 3.3999
თბილისი
ბიძინა კულუმბეგოვი - რა შემთხვევაშია აუცილებელი სამედიცინო პირბადის გამოყენება და როდის შეიძლება ნაჭრის პირბადის მოხმარება
თარიღი:  973

ალერგოლოგ-იმუნოლოგმა, ბიძინა კულუმბეგოვმა „იმედის დილის“ ეთერში, განმარტა, თუ რა შემთხვევაშია აუცილებელი სამედიცინო პირბადის გამოყენება და როდის შეიძლება ნაჭრის პირბადის მოხმარება.

„მსოფლიოში, ძირითადად, ორი ტიპის პირბადეა გავრცელებული; ნაჭრის პირბადე და სამედიცინო, ანუ ქირურგიული პირბადე. ნებისმიერმა ადამიანმა, რომლის ასაკი 60 წელი და ზემოთაა, ასევე, მათ, ვისაც აქვთ ერთი თანმხლები დაავადება მაინც - სასუნთქი, გულსისხლძარღვთა სისტემის დაავადება, დიაბეტი, ჭარბი წონა, არტერიული ჰიპერტენზია, სიმსივნე, აუცილებლად უნდა ატაროს სამედიცინო პირბადე. სხვა კატეგორიის ადამიანებმა, თუ პირბადე სტანდარტებს შეესაბამება, შესაძლებელია, ატაროს ნაჭრის პირბადეც“ - აღნიშნა ბიძინა კულუმბეგოვმა.

„ის არ უნდა იყოს ფარატინა, ერთი შრისგან შედგენილი პირბადე. შიდა შრე აუცილებლად უნდა იყოს კოტონის ანუ ბამბის, რომელსაც ექნება წყლისა და ლორწოს შეწოვის თვისება, შუაში უნდა იყოს ფილტრისმაგვარი მატერია და გარეთ - ე.წ. ამსხლეტავი ნაჭერი. ნებისმიერი პირბადის მოხმარებას თავისი წესი აქვს. ყველა პირბადის მორგებისა და მოხსნის წინ აუცილებელია ხელების დამუშავება ან დაბანა“ - აღნიშნა ბიძინა კულუმბეგოვმა.

მისივე განცხადებით, სასურველია, 60-გრადუსიან ტემპერატურულ რეჟიმზე, ნაჭრის პირბადე დღეში ერთხელ მაინც გაირეცხოს. რაც შეეხება სამადიცინო პირბადეს; ის 3-4 საათში ერთელ უნდა შეიცვალოს.

საზოგადოება
კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო ჭაქვინჯის ციხის სრულ რეაბილიტაციას გეგმავს
საქართველოს კულტურის სამინისტროს ხელშეწყობითა და მხარდაჭერით კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო ჭაქვინჯის ციხის სრულ რეაბილიტაციას გეგმავს. ამ ეტაპზე აქტიურად მიმდინარეობს რეაბილიტაციის საპროექტო დოკუმენტაციის მომზადება.
ეროვნული მნიშვნელობის კატეგორიის უძრავი ძეგლი საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორის პირველმა მოადგილემ, თამარ ყურაშვილმა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერმა, დავით კოდუამ მოინახულეს.
სააგენტოსა და მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებმა ადგილზე დაათვალიერეს ციხის მდგომარეობა, ისაუბრეს მისი ისტორიული მნიშვნელობისა და სრული რეაბილიტაციის შემდეგ, მემკვიდრეობის ძეგლის კულტურულ-საგანმანათლებლო და ტურისტული პოტენციალის შესახებ, როგორც რეგიონის, ისე ქვეყნის მასშტაბით.
ჭაქვინჯის ციხეს ეროვნული მნიშვნელობის კატეგორიის უძრავი ძეგლის სტატუსი 2017 წელს მიენიჭა. ციხის კომპლექსი V-XVII საუკუნეებით დათარიღებული ქართული სათავდაცვო არქიტექტურის ნიმუშია, რომელიც მდებარეობს ზუგდიდის მუნიციპალიტეტში. მისი ისტორია მნიშვნელოვნად არის დაკავშირებული შუა საუკუნეების სამეგრელოს (ოდიშის) ისტორიასთან.
ძეგლზე სხვადასხვა პერიოდის ადრე, განვითარებული და შუა საუკუნეების სამშენებლო ფენებია გამოვლენილი. ნაგებობებს აქვთ თავისი ეპოქისთვის დამახასიათებელი სტილისტური და გეგმარებით-კონსტურქციული ელემენტები და მნიშვნელოვანი ისტორიული მახასიათებლები.
პროექტის მხარდამჭერია ასევე ზუგდიდის მუნიციპალიტეტი. მუნიციპალიტეტის ორგანიზებით, მოეწყობა ჭაქვინჯის ციხის მიმდებარე ტერიტორია და საგზაო ინფრასტრუქტურა.
სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის