USD 2.6870
EUR 3.1688
RUB 3.5089
თბილისი
ბიძინა ივანიშვილის ადვოკატის კომენტარი მისი ოჯახის წევრების დასანქცირებაზე
თარიღი:  738

ივანიშვილის ოჯახი სანქცირებულთა სიაში - როგორია "ქართული ოცნების" დამფუძნებლის პოზიცია,  რა მოხდება იმ შემთხვევაში თუ უკრაინა ყოფილ პრემიერ-მინისტრსაც დაასანქცირებს და რა გავლენა შეიძლება მოახდინოს ამან იმ დავასთან მიმართებით, რომელსაც ბიძინა ივანიშვილი შვეიცარიულ ბანკთან აწარმოებს?  - ამ კითხვებით "ტვ პირველმა"ვიქტორ ყოფიანთან შეეცადა.

ვიქტორ ყიფიანის ამბობს, რომ შესაძლო სანქციას "კრედიტ სვისთან" დავაზე არანაირი ზეგავლენა არ ექნება.

საერთოდ ეს საკითხი არანაირ კავშირში არ არის იმ დავებთან, რომელსაც ჩვენ ვაწარმოებთ, ამიტომ ჩემგან კომენტარის გაკეთება ძალიან რთული იქნება. შესაძლო დასანქცირება არავითარ ზეგავლენას არ მოახდენს ამ პროცესზე

კრედიტ სვიუსთან დავაში პრობლემები არათუ შეიქმნება, არამედ გარკვეული პროგრესი შეინიშნება გარკვეულ საკითხებში, რასაც საზოგადოებას უახლოეს ხანებში ვაცნობებთ.

ვერც უკრაინის მხრიდან ბატონი ივანიშვილის დასანქცირებაზე გავაკეთებ კომენტარს , მითუმეტეს ვერ გავაკეთებ კომენტარს იმ ჯაჭვურ რეაქციაზე რომელიც თქვენ ახსენეთ.

ის მანდატი, რომელიც ჩემს ფირმას ხელში უჭირავს, ეს არის დავების წარმოება და ამ ჰიპოტეტურ საკითხს  დავებთან არანაირი შეხება არ აქვს"- თქვა ყიფიანმა.

მსოფლიო
BMG; რუსეთის ეკონომიკური ზრდა 1%-მდე შენელდა – რით ხსნის პუტინი?

პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ 2025 წელს რუსეთის ეკონომიკური ზრდის ტემპი 1%-მდე შენელდა.

მთავრობის სხდომაზე გამოსვლისას მან აღნიშნა, რომ ეს მაჩვენებელი საგრძნობლად ჩამორჩება წინა წლების დინამიკას. კერძოდ, 2023 წელს 4.1%-იანი და 2024 წელს 4.3%-იანი ზრდა დაფიქსირდა, რაც სამხედრო ხარჯების ზრდის ეფექტით იყო განპირობებული.

პრეზიდენტის თქმით, ეკონომიკური აქტივობის ასეთი შენელება მთავრობისთვის მოსალოდნელი იყო და ის დიდწილად ინფლაციის წინააღმდეგ მიმართულმა ხელოვნურმა ზომებმა განაპირობა. ამ შემთხვევაში, პუტინი ცენტრალური ბანკის მიერ განსაზღვრულ რეფინანსირების განაკვეთზე მიუთითებს, რომელიც 16%-იან ნიშნულზეა.

პუტინმა ხაზი გაუსვა, რომ ცენტრალური ბანკის მიზანმიმართულმა პოლიტიკამ შედეგი გამოიღო და ინფლაცია, რომელიც 2024 წელს 9.5%-ს შეადგენდა, წელს 5.6%-მდე შემცირდა. მისივე პროგნოზით, 2026 წლის ბოლოსთვის ეს მაჩვენებელი 5%-იან ნიშნულამდე დაიწევს.

ეკონომიკური ზრდის შენელების მიუხედავად, კრემლი ამტკიცებს, რომ სახელმწიფო ბიუჯეტი სრულად ფარავს სოციალურ ვალდებულებებსა და სამხედრო საჭიროებებს, მიუხედავად იმისა, რომ რეკორდულად მზარდი ბიუჯეტის დეფიციტი სხვა რეალობაზე მიუთითებს.

ექსპერტთა ნაწილი მიიჩნევს, რომ რუსეთის ეკონომიკურ სტაგნაციას სამუშაო ძალის დეფიციტი, მაღალი საპროცენტო განაკვეთები და დასავლური სანქციების კუმულაციური ეფექტი იწვევს, რომლის სრულ მასშტაბებს უფრო მეტად 2026-27 წლებში ვიხილავთ.

ცნობისთვის, 2026 წლისთვის რუსეთის მთავრობა მშპ-ის 1%-1.3%-იან ზრდას პროგნოზირებს, თუმცა საერთაშორისო სავალუტო ფონდი უფრო პესიმისტურ, 0.8%-იან ზრდის მაჩვენებელს ვარაუდობს.

წყარო:  https://bm.ge/

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის