ივანიშვილის ოჯახი სანქცირებულთა სიაში - როგორია "ქართული ოცნების" დამფუძნებლის პოზიცია, რა მოხდება იმ შემთხვევაში თუ უკრაინა ყოფილ პრემიერ-მინისტრსაც დაასანქცირებს და რა გავლენა შეიძლება მოახდინოს ამან იმ დავასთან მიმართებით, რომელსაც ბიძინა ივანიშვილი შვეიცარიულ ბანკთან აწარმოებს? - ამ კითხვებით "ტვ პირველმა"ვიქტორ ყოფიანთან შეეცადა.
ვიქტორ ყიფიანის ამბობს, რომ შესაძლო სანქციას "კრედიტ სვისთან" დავაზე არანაირი ზეგავლენა არ ექნება.
საერთოდ ეს საკითხი არანაირ კავშირში არ არის იმ დავებთან, რომელსაც ჩვენ ვაწარმოებთ, ამიტომ ჩემგან კომენტარის გაკეთება ძალიან რთული იქნება. შესაძლო დასანქცირება არავითარ ზეგავლენას არ მოახდენს ამ პროცესზე
კრედიტ სვიუსთან დავაში პრობლემები არათუ შეიქმნება, არამედ გარკვეული პროგრესი შეინიშნება გარკვეულ საკითხებში, რასაც საზოგადოებას უახლოეს ხანებში ვაცნობებთ.
ვერც უკრაინის მხრიდან ბატონი ივანიშვილის დასანქცირებაზე გავაკეთებ კომენტარს , მითუმეტეს ვერ გავაკეთებ კომენტარს იმ ჯაჭვურ რეაქციაზე რომელიც თქვენ ახსენეთ.
ის მანდატი, რომელიც ჩემს ფირმას ხელში უჭირავს, ეს არის დავების წარმოება და ამ ჰიპოტეტურ საკითხს დავებთან არანაირი შეხება არ აქვს"- თქვა ყიფიანმა.
18-თვიანი მოლაპარაკებების შემდეგ დამასკომ და მოსკოვმა ხელი მოაწერეს მემორანდუმს სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ. შეთანხმების მიხედვით სამოქალაქო ობიექტები, მათ შორის ჰამეიმიმის აეროპორტი და ტარტუსის პორტის ნავმისადგომი, სირიის მართვაში გადავა, ხოლო სამხედრო ბაზები ერთობლივ საწვრთნელ ცენტრებად გარდაიქმნება.
შეთანხმება ძალაში სამი თვის განმავლობაში შევა.