საინფორმაციო-ანალიტიკური პორტალი "თბილისი პოსტი" მუდმივად უთმობს ყურადღებას საქართველოს ისტორიის გაშუქების საკითხებს და ამ მხრივ მნიშვნელოვანი მიგვაჩნია სხვადსხვა ავტორების მოსაზრება იმის შესახებ თუ როგორ იწერებოდა საქართველოს უახლოესი ისტორია.
გთავაზობთ "ფსიქოლოგიის განვითარების კვლევის ცენტრის" ხელმძღვანელის ბესიკ ბოგველის ნარკვევს იმის შესახებ თუ როგორ ცდილობდა რუსეთი საქართველოს უახლოესი ისტორიის დამახინჯებას და რა როლი ითამაშეს ამაში საბჭოთა ისტორიკოსებმა.
კარგად გვესმის, რომ ამ საკითხის ირგვლივ შეიძლება არსებობდეს დიამეტრალურად განსხვავებული მოსაზრებები საზოგადოებაში, ამიტომ ჩვენ მზად ვართ ადგილი დავუთმოთ ნებისმიერ პოზიციას და გამოვაქვეყნოთ ჩვენს საიტზე.
"ისტორია ერის მეხსიერებაა, ამნეზირებული ხალხი კი ვერ შექმნის ვერაფერს ღირსეულს.ამდენად ჩვენთვის ფსიქოლოგებისთვის ორგანულია, რომ დავინტერესებულიყავით საქართველოს ისტორიის საკითხითებით და ჩაგვეტარებინა კვლევა. ის რაც რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა ვ. პუტინმა სამაჩაბლოს და აფხაზეთის ისტორიის შესახებ განაცხადა მას საფუძველი ჯერ კიდევ საბჭოთა კრემლმა ზოგიერთი ე.წ. ქართველი „პარტიული ნომენკლატურის ისტორიკოსის“ ნაშრომებზე დაყდნობით მიზანმიმართულად ჩაუყარა საფუძველი.
ივანე ჯავახიშვილი მუდმივად განიცდიდა დევნას საბჭოთა მთავრობიდან, 1926 წელს რექტორობიდან გადაყენეს. 1931 წლის 28 მაისს ი. ჯავახიშვილი გაათავისუფლეს მის მიერვე დაარსებული უნივერსიტეტიდან (პედაგოგიური ინსტიტუტიდან). თსუ რექტორმა პარტიულმა მუშაკმა კარლო ორაგველიძემ 1936 წლის 23 მარტს თსუ-ის ისტორიის ფაკულტეტის სამეცნიერო საბჭოს სხდომაზე წაიკითხა მოხსენება „საქართველოს ისტორიის საკითხისათვის“, რომლის უმთავრესი მიზანი უნივერსიტეტის დამაარსებლის ივანე ჯავახიშვილის, როგორც ისტორიკოსის განქიქება და განადგურება იყო.
1937 წელს ტროცკისტობისთვის ხვრეტენ ორაგველიძეს და მის თანამოაზრეებს. მარქსისტულ-ლენინური ორიენტაციის ისტორიკოსები იატაქვეშეთში გადავიდნენ. ჯავახიშვილს და მის მიმდევრებს მიეცა ფართო ასპარეზი მცირე დროით. მძიმე პოლიტიკურ გარემოში აკადემიკოს ი. ჯავახიშვილის მოსწავლეების პროფ. ნ. ბერძენიშვილის, აკადემიკოს ს. ჯანაშიას ავტორობით 1943 წ, 1948 წ. გამოიცა ისტორიის სახელმძღვანელო საშუალო სკოლის უფროს კლასელებისთვის. სტალინის გარდაცვალების შემდეგ კვლავ დაიწყო ისტორიკოსებზე თავდასხმა პარტმუშაკებისგან. 1953 წ. საბჭოთა კავშირის მეცნიერებათა აკადემიის N6 (вопроси истории) ჟურნალში იწერება სტატია სადაც მკაცრად არის დაგმობილი ჯავახიშვილის მიერ საქართველო-რუსეთის შეერთების საკითხები. ჩვენ ეჭვი გვაქვს, რომ საქართველოდან სწორედ ეგ. წ. მარქსისტულ-ლენინური ისტრიკოსებიდან ვიღაცამ მისწერა წერილი სსსრ მეცნიერებათა აკადემიას, და ჩვენ ვარაუდობთ რომ ეს იყო გიორგი მელიქიშვილი/ქსენოფონტოვი, (თუმცა საფუძვლიანი მასალები არ გაგვაჩნია).
1953 წლის 12 დეკემბერს თბილისში ჩატარდა კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის სხდომა სადაც განმეორდა ჟურნალის სულისკვეთება, 1953 წ. 5 იანვარს თსუ-ში ჩატარდა თსუ პარტიული სხდომა. ოქმით N4 აიკრძალა ჯავახიშვილის მე-5 ტომი. დაწესდა კონტროლი ისტორიულ ნაშრომებზე, ისტორიკოსებს აიძულებდნენ საქართველოს ისტორია განეხილათ მარქსისტულ-ლენინური ხედვით.
1954 წლის 25 თებერვლის ი. ჯავახიშვილის ინსტიტუტის პარტორგანიზაციის დახურული კრებაზე გ მელიქიშვილი აცხადებს „პარტორგანიზაცია არა საკმაოდ ეხმარება და უწყობს ხელს დირექციის მუშაობას. არა საკმაო დონეზე ტარდება მარქსისტულ-ლენინური მოძღვრების სწავლება, საჭიროა დისკუსიების და თეორიული გასაუბრების მოწყობა.“ კრება ავალებს პარტიულ მუშაკს გ. მელიქიშვილს გადასინჯოს და ხელახლად განიხილოს ი. ჯავახიშვილის ნაშრომები პარტიის მითითების თანახმად, ამასთანავე მას ევალება სამეცნიერო საკითხებზე კონტროლი, პოლიგრაფიაზე კონტროლი.
1954 წლის 12 მარტს თსუ საბჭოთა ხალხის ისტორიის კათედრის ხელმძღვანელს პროფ. გ. ხაჩაპურიძეს დაავალეს კონტროლი უნივერსიტეტში სხვა ისტორიის კათედრებზე . დაწესდა კონტროლი ნაშრომებზე, წიგნების გამოშვებაზე. კრემლს არ მოეწონა მუშაობის ტემპები და უფრო მეტი მოითხოვა (საქ. ისტორიის განადგურება) რაც აისახა საქართველოს კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის 1954 წლის 16 ივნისის N21 საიდუმლო პროტოკოლით დაიწყო ახალი ზეწოლა ისტორიკოსებზე. დადგენილებაში წერია: „ყურადღება მიექცეს საქართველოს ისტორიის პერიოდიზაციას, ქართველი ხალხის წარმოშობის ხანვადობის და გარემოების სადავო საკითხებს, საქართველოს სახელმწიფოს გენეზის (ჩასახვა და შემდგომ განვითარება), 19 საუკუნეში ეროვნული-განმათავისუფლებელი მოძრაობის არსს.
„გაძლიერდეს ბრძოლა რეაქციული თანამედროვე ბურჯუაზიული ისტოგრაფიის წინააღმდეგ. გამომჟღავნდეს კავკასიის და აღმოსავლეთის ისტორიის ფალსიფიკაცია. ბიურო ავალებს ისტორიკოსებს სასწრაფოდ დაიწყოს მოლაპარაკება სომეხ, აზერბაიჯანელ ისტორიკოსებთან რათა გადაწყდეს სადავო ისტორიული საკითხები კავკასიის ხალხების წარმოშობის და წარსულის შესახებ“, რა თქმა უნდა მათ და კრემლის სასარგებლოდ.
პირდაპირი მოთხოვნა იყო ყველაფერი შეეთანხმებინათ სსრკ მეცნიერებათა აკადემიასთან. მოითხოვეს ფართოდ გაეშუქებინათ საქართველოს რუსეთთან შეერთების პროგრესული მნიშვნელობა პოლიტიკურ, ეკომოკურ და კულტურულ განვითარების საკითხებში. მოსთხოვეს დაუნდობელი ბრძოლა გამოეცხადებინათ ქართველ და რუს ხალხების გაერთიანების შედეგების ნაციონალური სიმახინჯეების ისტორიული ხედვისთვის. ამისთვის გააკრიტიკეს ისტორიკოსები ი. ცინცაძე, შ. ჩხეტია, ჰ. გუგუშვილი და სხვ. რადგან მახინჯურად აშუქებენ შეერთებასო. „ისტორიული მეცნიერების განვითარებას ძალიან უშლის ხელს არაკრიტიკული, დოგმატიკური დამოკიდებულება ზოგიერთი მეცნიერის ი. ჯავახიშვილი, ს. ჯანაშიას ნაშრომები მიმართ; ასევე ისტორიული წყაროების პირდაპირი მიღება დაგმატურად და კრიტიკის გარეშე“. ამიტომ დაავალეს ხელახალი რევიზია ი. ჯავახიშვილის და მისი მიმდევრების ნაშრომების.
პირდაპირ მოითხოვა ბიურომ დასჯა ისტორიკოსების ი. თოფურია, თ ბრეგვაძე, ა. რუხაძე რადგან „არ იძლევიან ღირებულ პროდუქტს“. პირდაპირ მოსთხოვეს ი. ჯავახიშვილის ინსტიტუტს ახალი კვალიფიციური მარქსისტულ-ლენინური კადრებით დაკომპლექტება. მკაცრად მოსთხოვეს ისტორიის დირექტორს „გაანთავისუფლოს თანამდებობიდან ის პირები ვინც არ იმაღლებს სამეცნიერო კვალიფიკაციას და ვინც არ იძლევა ღირებულ სამეცნიერო პროდუტს (ნაშრომს).“
კალინინის რაიონულ პარტიულ კომიტეტს დაავალეს კონტროლი რათა დაეხმაროს „მეცნიერებათა აკადემიის ი. ჯავახიშვილის ისტორიის პირველადი პარტიული ორგანიზაციის, რათა ძირფესვიანად შეიცვალოს პარტიაში პოლიტიკური და იდეოლოგიური მუშაობა„. იგივე ხდებოდა თსუ ისტორიის კათედრაზე.
პარტიულმა მუშაკებმა აიღეს კონტროლი ისტორიის კათედრებზე, რევიზია მოახდინეს ნაშრომების, შექმნეს საქართველოს ისტორია მარქსისტულ-ლენინური ხაზებით.
წლების განმავლობაში ამცირებდნენ სქართველოს ისტორიის კათედრის დაფინანსებას, ათავისუფლებდნენ არასაურველ კადრებს. ამდენად მიზანმიმართულად მოხდა კათედრიდან ღირსეული ისტორიკოსების განდევნა, მათი ადგილი კი პარტიულმა კომფორმისტულმა ისტორიკოსებმა დაიკავეს, ვინც მზად იყო შეესრულებინა და არ გადაეხვია კრემლის მითითებული დადგენილებიდან. ამდენად აშკარაა რომ ჯავახიშვილის, ს. ჯანაშიას ნაშრომები გადასინჯვა და ისტორიის შეცვლა მოხდა კრემლის მიერ, ეს დასტურდება იმით რომ მანამდე არსად არც საქართველოში არც რუსეთში არ მომხდარა კრიტიკული შეფასება, არავის ისტორიკოსებიდან არასდროს გამოუთქვია სამეცნიერო კრიტიკა, პროტესტი. ოქმებით ჩანს რომ კომუნიტრური პარტიის აქტივი უხეშად ერევა სამეცნიერო სივრცეში სსსრ სამეცნიერო პოლიტიკის გამო. ეს ჩარევა უნდა შეფასდეს როგორც პოლიტიკურ ზეწოლად მეცნიერებაზე.
ამ მიზნით კრემლმა გამოიყენა თავისი კადრები. ამ სქემაში დიდი როლი დააკისრეს 35 წლის პარტიულ მუშაკს გიორგი მელიქიშვილს, რომელმაც 1944 წელს დაიცვა სადოქტორო ნაშრომი ისტორიაში გიორგი ქსენოფონტოვის (ქსენოფონტ- ბერძნული ფუძეა, ქსენო ნიშნავს უცხოენაზე მოსაუბრეს, გვარი გვხვდება რუსეთში 11 საუკუნეში, აზერბაიჯანში, ასევე არიან ებრაელები) სახელით „ურარტუს სამეფოს წარმოქმნა“ - ხელმძღვანელი აკადემიკოსი გიორგი წერეთელი) 1946 გვარი გადაიკეთა და შევიდა კომუნისტურ პარტიაში, 35 წლის ბიჭს ჩააბარეს ი. ჯავახიშვილის ისტორიის კათედრაზე სამეცნიერო ნაშრომების რევიზია და პასუხისგებლობა ისტორიული თემატიკის წიგნების გამოშვებაზე.
ალბათ კრემლისთვის მოსაწონი საქმიანობის გამო მას 1966 წლიდან 1999 წლამდე ნიშნავენ ი. ჯავახიშვილის ისტორიის დირექტორად, 1961 წლიდან ხელმძღვანელობდა თსუ ძველი ისტორიის განყოფილებას. შემდგომ მონაწილეობს პარტიულ სერიოზულ მუშაობაში, იყო კომუნისტური პარტიის ბოლო 2 ყრილობების დელეგატი, 1971 წლიდან კომუნისტური პარტიის პოლიტიკური მომხსენებელი. ნამყოფია მივლინებით ლივანში, იორდანიში რაც ეჭვს ბადებს რომ იყო კრემლის სერიოზული უშიშროების თანამშრომელი და შესაძლოა მიიღო მონაწილეობა ლიბანში კრემლის საიდუმლო საქმიანობაში (სომხეთის ეკლესიის კილიკიის დიდი სახლის საკათალიკოსო“, ცენტრი ლიბანშია, ქ. ანტილიასში. ცნობილია რომ რუსები სომხებით და სომხური ეკელიის შემწეობით ახორციელებდნენ სხვადასხვა ოპერაციებს ფინანსურ, ინფორმაციულ და სხვა საქმიანობას) ჩვენ ვფიქრობთ რომ სწორედ გ. მელიქიშვილი შესაძლებელია ყოფილიყო იმ ისტორიული სკოლის მიმდევრებისგან ვინც 1937 წელს ტროცკისტობის გამო სტალინმა გაანადგურა. ეს იყო რევანში ი, ჯავახიშვილის, ს. ჯანაშიას სკოლის მიმდევერების მიმართ კრემლის პარტიული რესურსის გამოყენებით.
ადამიანი რომელიც საკითხების ხედვებით ეწინააღმდეგებოდა ი. ჯავახიშვილის მიის სახელობის დირექტორად დანიშნეს 30 წელი. ამდენად მნიშვნელოვანია სამართლიანობის აღდგენისათვის და ისტორიის მეცნიერულად სწორად განვითარებისათვის მოხდეს კომუნისტური პარტიული ზეწოლის ლიკვიდაცია ი. ჯავახიშვილის ინსტიტუტში, თსუ ისტორიის კათედრებზე. სამწუხაროდ დღემდე არ აღუდგენიათ ი. ჯავხიშვილის 1943 და 1948 წლის განადგურებული სახელმძღვანელო. არსად არ არის შეფასებული საქართველოს ისტორიის კათედრებზე განხორციელებული კრემლის ზეწოლა, არ არის რეაბილიტირებული ისტორიკოსები, მათი ნაშრომები. საქ. კომ. პარტ. ცენტრალური კომიტეტის ამხ. ვ. მელქაძის მიმართ მოხსენებით ბარათში გვ. 123 ნახსენებია „რომ ადრე პარტიული მუშაკები სჭარბობდნენ უპარტიო მეც, მუშაკები. სხვადასხვა მიზეზებით ისტორიის ინსტიტუტებიდან წავიდენენ პარტიული ამხანაგები და ამგვარად ისტორიის კათედრაძე დარჩენ ისეთი თანამშრომლები როგორებიც: ჯ. რუხაძე, ნ. თოფურია, ქ. ბერძენიშვილი, ოქროპირიძე, ბრეგვაძე, ქოჩაშვილი და სხვ“ - მომხსენებელი ცეკას ინსტრუქტორი გ. ტაკიძე- 1954 წლის 16 აპრილი (იხ. დანართი 6). ეს ამტკიცებს რომ თსუ რექტორის ორაგველიძესთან ერთად 1937 წ. მოხდა პარტიული ისტორიკოსებისგან ი. ჯავახიშვილის ინსტიტუტის გათავისუფლება.
1954 წლიდან პირიქით დაიწყო ჯავახიშვილის მომხრე ისტორიკოსების გათავისუფლება და მათ მაგივრად პარტიული ელიტის ჩანაცვლება. გვ. 235-238 ნაჩვენებია როგორ ებრძოდნენ 1954 წლიდან ეროვნულ ისტორიკოსებს, გარეჯის თემას, ოსეთი, სომხეთის თემას. ამ მოხსენებაში გაკრიტიკებულია ის ისტორიკოსები ვინც საეკლესიო გადმოცემას განიხილავდნენ, ის ისტორიკოსები ვინც მეფეებს, მხედარმთავრების მოღვაწეობას განიხილავდნენ (პარტ არქივი ალ 28, საქმე 140)
იგივე ისტორიული განწყობა გრძელდება დღესაც - 2012 წელს მეცნიერებათა აკადემიიის ისტორიის, ეთნოლოგიის, რელიგიის შესწავლის და პროპაგანდის სამეცნიერო ცენტრმა (რომელიც შეიქმნა 2006 წელს, პრორუსულლი ორიენტაციის) გამოუშვა საქართველოს ისტორიის ოთხტომეული სადაც გაშუქებულია საბჭოთა ისტორიკოსების ხედვა ."ჰერებს ქართველთა მეზობლად მოსახლე ერთ-ერთ ალბანურ ტომად მიიჩნევენ, რომელმაც იბერიის გავლენის შედეგად განიცადა ქართიზაცია" (საქართველოს ისტორია, 2012, ტ. II,გვ. 180 რედაქტორი რ. მეტრეველი). ეს თეორეა ეკუთვნის გ. მელიქიშვილს. ი. იესენს, გ. ნიორაძეს, დ. მუსხელიშვილს. არ არის ახსნილი ჩრდილო და სამხრეთ ოსეთის ტერმინების წარმოშობა, სამაჩაბლოს მაგივრად სამხრეთ ოსეთია მოხსენებული.
ამ წიგნის შესახებ 2012 წელს ტექნიკურ უნივერსიტეტში გაიმართა მეცნიერთა შეკრება, თუმცა არც ერთი ავტორი არ მისულა. ამ წიგნზე მომუშავე ისტრიკოსებმა სასამართლოშიც კი შეიტანეს საჩივარი, რადგან მათვის ბევრი მასალა მიუღებელი და მათთან შეთანხმების გარეშე აღმოაჩნდა ბევრი ინფორმაცია წიგნში. საქართველოში არსებობენ არასამთავროები რომლიბიც ყოველგვარი სამეცნიერო კრიტიკის გარეშე, თვითნებურად ბეჯდავენ საქართველოს ისტორიის საკითხებს, რომლებიც საქართველოს გეოპოლიტიკური ინტერესების საწინააღმდეგოა და რუსეთის გეოპოლიტიკის წისქვილზე ასხმენ წყალს. ამდენად ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს ისტორია გაიწმინდოს კრემლის შედეგად მიყენებული ზარალისგან. ვიკიპედიაში განთავსებულია რუკა სადაც ალბანეთის საზღვრები რუსთავ ქალაქამდეა (იხ. დანართი 7). მსოფლიო სამეცნიერო ჟურნალებში იბეჭდება საქრთველოს ისტორიის შესახებ დამახინჯებული ინფორმაცია, ვინ არის პასუხისგებელი მსგავსი განაცხადებისგან დაიცვას საქართველოს ისტორია? პასუხი გაურკვეველია.
ამდენად ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე სასიცოცხლოს მნიშვნელოვანია ხელმეორედ უნდა იქნეს შესწავლილი ი. ჯავახიშვილის ნაშრომები. აუცილებლად უნდა მოხდეს ისტორიის კათედრებზე ბოლშევიკური შედეგების ლიკვიდაცია. სახელმწიფოს, მეცნიერებათა აკადემიას, სურვილი უნდა ქონდეს საქართველოს ისტორია ლენინურ-მარქსისტული კონცეპტუალური ხაზების გარეშე, საქართველოს გეოპოლიტიკური ინტერესების გათვალისწინებით დაიწეროს.
კრემლის მიერ ისტორიაში ჩაიდო ბევრი ეთნიკური და სადავო ტერიტორიული ნაღმები და არავინ იცის როდის აამოქმედებს. ჩვენ ვნახეთ ეს ნაღმები როგორ ისახება პოლტიკაში ოსეთი, აფხაზეთი, გარეჯის თემა და კაცმა არ იცის კიდევ რას აამოქმედებენ. ამის გათვალისწინებით აუცილებლობა ხდება გამოიცეს საქართველოს ისტორიის ახალი წიგნი სადაც გათვალისწინებული იქნება საქართველოს გეოპოლიტიკური ინტერესები, აუცილებელია საზღვარგარეთ სამეცნიერო კონფერენციებზე მოხდეს საქართველოს ინტერესების დაცვა ისტორიულ საკითხებში, რადგან ისტორია იგივე საბრძოლო სივრცეა, როლელზედაც დამოკიდებულია საქართველოს სახელმწიფოს როგორც ტერიტორიული ისე პოლიტიკური სატაბილოურობა და ამ მხრივ შეიძლება ითქვას რომ ეს - ისტორიული ომი ამ ეტაპზე წაგებული გვაქვს. ამდენად მომავალი სქართველოს პოლიტიკური და სამეცნიერო სივრცის ინტერესი უნდა იყოს სამეცნიერო (ისტორიული) ომის მოგება რომელიც გარანტია იქნება ქვეყნის სწორი, მართებული დემოკრატიული მშებნებლობის.
პრობლემის აქტუალობიდან გამომდინარე ჩვენ მივმართეთ საქართველოს პრეზიდენტს, პარლამენტის თავმჯდომარეს, განათლების და მეცნიერების მინისტრის, პრემიერს, პარტია ოცნების თავმჯდომარეს ბატონ ბიძნა ივანიშვილს, მეცნიერებათა აკადემიის კომისიებს, სასულიერო აკადემიას, გელათის აკადემიას, რუსთავის ფონდს და ამასთანავე გადავეცით არქივის მასალებს. ამასთანავე დავაყენეთ მოთხოვნა საქართველოს გეოსტრატეგიული ინტერესებიდან გამომდინარე ისტორიულად სადავო საქართველოს სახელმწიფოს წარმოშობის, თარიღის, ტერიტორიების საკითხებთან დაკავშირებით აიკრძალოს გრანტების გაცემა გ. მელიქიშვილს. ი. იესენს, გ. ნიორაძეს, დ. მუსხელიშვილის. რ. მეტრეველის შეხედულების მიმდევრების ისტორიკოსებისთვის. აეკრძალოს, ამ ისტორიული ხაზის მიმდევრებს საზღვარგერეთ კონფერენციებში და ღონისძიებებში საქართველოს სახელმწიფოს გეოსტრატეგიული სადავო საკითხების განხილვაში მონაწილეობა ისტორიული სიმართლის დადგენამდე. მალე, მთავრობის წინაშე მთელ საზოგადოების მოთხოვნით, სტუდენტობის, მეცნიერების და პოლიტიკური სპექტრის ჩართვით დავაყენებთ მოთხოვნას, რომ ივანე ჯავახიშვილის სახელობის ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტს, დ. უძნაძის ფსიქოლოგიის ინსტიტუტს, ს. წერეთელის ფილოსოფიის ინსტიტუტს აღუდგეს ძველი დამოუკიდებელი სტატუსი, რათა ინსტიტუტებმა უკეთ შეძლონ ქვეყნის წინაშე, სამეცნიერო სფეროში არსებული გამოწვევების დამოუკიდებლად გამკლავება."
პატივისცემით,
ბესიკი ბოგველი