USD 2.6047
EUR 2.9576
RUB 3.1039
Tbilisi
ბესიკ ბოგველი - ისტორია ერის მეხსიერებაა, ამნეზირებული ხალხი კი ვერ შექმნის ვერაფერს ღირსეულს.
Date:  1651

საინფორმაციო-ანალიტიკური პორტალი "თბილისი პოსტი" მუდმივად უთმობს ყურადღებას საქართველოს ისტორიის გაშუქების საკითხებს და ამ მხრივ მნიშვნელოვანი მიგვაჩნია სხვადსხვა ავტორების მოსაზრება იმის შესახებ თუ როგორ იწერებოდა საქართველოს უახლოესი ისტორია.

გთავაზობთ "ფსიქოლოგიის განვითარების კვლევის ცენტრის" ხელმძღვანელის ბესიკ ბოგველის ნარკვევს იმის შესახებ თუ როგორ ცდილობდა  რუსეთი საქართველოს უახლოესი ისტორიის დამახინჯებას და რა  როლი ითამაშეს ამაში საბჭოთა ისტორიკოსებმა.

კარგად გვესმის, რომ ამ საკითხის ირგვლივ შეიძლება არსებობდეს დიამეტრალურად განსხვავებული მოსაზრებები საზოგადოებაში, ამიტომ ჩვენ მზად ვართ ადგილი დავუთმოთ ნებისმიერ პოზიციას და გამოვაქვეყნოთ ჩვენს საიტზე.

"ისტორია ერის მეხსიერებაა, ამნეზირებული ხალხი კი ვერ შექმნის ვერაფერს ღირსეულს.ამდენად ჩვენთვის ფსიქოლოგებისთვის ორგანულია, რომ დავინტერესებულიყავით საქართველოს ისტორიის საკითხითებით და ჩაგვეტარებინა კვლევა. ის რაც რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა ვ. პუტინმა სამაჩაბლოს და აფხაზეთის ისტორიის შესახებ განაცხადა მას საფუძველი ჯერ კიდევ საბჭოთა კრემლმა ზოგიერთი ე.წ. ქართველი „პარტიული ნომენკლატურის ისტორიკოსის“ ნაშრომებზე დაყდნობით მიზანმიმართულად ჩაუყარა საფუძველი.

ივანე ჯავახიშვილი მუდმივად განიცდიდა დევნას საბჭოთა მთავრობიდან, 1926 წელს რექტორობიდან გადაყენეს. 1931 წლის 28 მაისს ი. ჯავახიშვილი გაათავისუფლეს მის მიერვე დაარსებული უნივერსიტეტიდან (პედაგოგიური ინსტიტუტიდან). თსუ რექტორმა პარტიულმა მუშაკმა კარლო ორაგველიძემ 1936 წლის 23 მარტს თსუ-ის ისტორიის ფაკულტეტის სამეცნიერო საბჭოს სხდომაზე წაიკითხა მოხსენება „საქართველოს ისტორიის საკითხისათვის“, რომლის უმთავრესი მიზანი უნივერსიტეტის დამაარსებლის ივანე ჯავახიშვილის, როგორც ისტორიკოსის განქიქება და განადგურება იყო.

1937 წელს ტროცკისტობისთვის ხვრეტენ ორაგველიძეს და მის თანამოაზრეებს. მარქსისტულ-ლენინური ორიენტაციის ისტორიკოსები იატაქვეშეთში გადავიდნენ. ჯავახიშვილს და მის მიმდევრებს მიეცა ფართო ასპარეზი მცირე დროით. მძიმე პოლიტიკურ გარემოში აკადემიკოს ი. ჯავახიშვილის მოსწავლეების პროფ. ნ. ბერძენიშვილის, აკადემიკოს ს. ჯანაშიას ავტორობით 1943 წ, 1948 წ. გამოიცა ისტორიის სახელმძღვანელო საშუალო სკოლის უფროს კლასელებისთვის. სტალინის გარდაცვალების შემდეგ კვლავ დაიწყო ისტორიკოსებზე თავდასხმა პარტმუშაკებისგან. 1953 წ. საბჭოთა კავშირის მეცნიერებათა აკადემიის N6 (вопроси истории) ჟურნალში იწერება სტატია სადაც მკაცრად არის დაგმობილი ჯავახიშვილის მიერ საქართველო-რუსეთის შეერთების საკითხები. ჩვენ ეჭვი გვაქვს, რომ საქართველოდან სწორედ ეგ. წ. მარქსისტულ-ლენინური ისტრიკოსებიდან ვიღაცამ მისწერა წერილი სსსრ მეცნიერებათა აკადემიას, და ჩვენ ვარაუდობთ რომ ეს იყო გიორგი მელიქიშვილი/ქსენოფონტოვი, (თუმცა საფუძვლიანი მასალები არ გაგვაჩნია).

1953 წლის 12 დეკემბერს თბილისში ჩატარდა კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის სხდომა სადაც განმეორდა ჟურნალის სულისკვეთება, 1953 წ. 5 იანვარს თსუ-ში ჩატარდა თსუ პარტიული სხდომა. ოქმით N4  აიკრძალა ჯავახიშვილის მე-5 ტომი. დაწესდა კონტროლი ისტორიულ ნაშრომებზე, ისტორიკოსებს აიძულებდნენ საქართველოს ისტორია განეხილათ მარქსისტულ-ლენინური ხედვით.

1954 წლის 25 თებერვლის ი. ჯავახიშვილის ინსტიტუტის პარტორგანიზაციის დახურული კრებაზე გ მელიქიშვილი აცხადებს „პარტორგანიზაცია არა საკმაოდ ეხმარება და უწყობს ხელს დირექციის მუშაობას. არა საკმაო დონეზე ტარდება მარქსისტულ-ლენინური მოძღვრების სწავლება, საჭიროა დისკუსიების და თეორიული გასაუბრების მოწყობა.“ კრება ავალებს პარტიულ მუშაკს გ. მელიქიშვილს გადასინჯოს და ხელახლად განიხილოს ი. ჯავახიშვილის ნაშრომები პარტიის მითითების თანახმად, ამასთანავე მას ევალება სამეცნიერო საკითხებზე კონტროლი, პოლიგრაფიაზე კონტროლი.

1954 წლის 12 მარტს თსუ საბჭოთა ხალხის ისტორიის კათედრის ხელმძღვანელს პროფ. გ. ხაჩაპურიძეს დაავალეს კონტროლი უნივერსიტეტში სხვა ისტორიის კათედრებზე . დაწესდა კონტროლი ნაშრომებზე, წიგნების გამოშვებაზე. კრემლს არ მოეწონა მუშაობის ტემპები და უფრო მეტი მოითხოვა (საქ. ისტორიის განადგურება) რაც აისახა საქართველოს კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის 1954 წლის 16 ივნისის N21 საიდუმლო პროტოკოლით  დაიწყო ახალი ზეწოლა ისტორიკოსებზე. დადგენილებაში წერია: „ყურადღება მიექცეს საქართველოს ისტორიის პერიოდიზაციას, ქართველი ხალხის წარმოშობის ხანვადობის და გარემოების სადავო საკითხებს, საქართველოს სახელმწიფოს გენეზის (ჩასახვა და შემდგომ განვითარება), 19 საუკუნეში ეროვნული-განმათავისუფლებელი მოძრაობის არსს.

„გაძლიერდეს ბრძოლა რეაქციული თანამედროვე ბურჯუაზიული ისტოგრაფიის წინააღმდეგ. გამომჟღავნდეს კავკასიის და აღმოსავლეთის ისტორიის ფალსიფიკაცია. ბიურო ავალებს ისტორიკოსებს სასწრაფოდ დაიწყოს მოლაპარაკება სომეხ, აზერბაიჯანელ ისტორიკოსებთან რათა გადაწყდეს სადავო ისტორიული  საკითხები კავკასიის ხალხების წარმოშობის და წარსულის შესახებ“, რა თქმა უნდა მათ და კრემლის სასარგებლოდ.

პირდაპირი მოთხოვნა იყო ყველაფერი შეეთანხმებინათ სსრკ მეცნიერებათა აკადემიასთან. მოითხოვეს ფართოდ გაეშუქებინათ საქართველოს რუსეთთან შეერთების პროგრესული მნიშვნელობა პოლიტიკურ, ეკომოკურ და კულტურულ განვითარების საკითხებში. მოსთხოვეს დაუნდობელი ბრძოლა გამოეცხადებინათ ქართველ და რუს ხალხების გაერთიანების შედეგების ნაციონალური სიმახინჯეების ისტორიული ხედვისთვის. ამისთვის გააკრიტიკეს ისტორიკოსები ი. ცინცაძე, შ. ჩხეტია, ჰ. გუგუშვილი და სხვ. რადგან მახინჯურად აშუქებენ შეერთებასო. „ისტორიული მეცნიერების განვითარებას ძალიან უშლის ხელს არაკრიტიკული, დოგმატიკური დამოკიდებულება ზოგიერთი მეცნიერის ი. ჯავახიშვილი, ს. ჯანაშიას ნაშრომები მიმართ; ასევე ისტორიული წყაროების პირდაპირი  მიღება დაგმატურად და კრიტიკის გარეშე“. ამიტომ დაავალეს ხელახალი რევიზია ი. ჯავახიშვილის და მისი მიმდევრების ნაშრომების. 

პირდაპირ მოითხოვა ბიურომ დასჯა ისტორიკოსების ი. თოფურია, თ ბრეგვაძე, ა. რუხაძე რადგან „არ იძლევიან ღირებულ პროდუქტს“. პირდაპირ მოსთხოვეს ი. ჯავახიშვილის ინსტიტუტს ახალი კვალიფიციური მარქსისტულ-ლენინური კადრებით დაკომპლექტება. მკაცრად მოსთხოვეს ისტორიის დირექტორს „გაანთავისუფლოს თანამდებობიდან ის პირები ვინც არ იმაღლებს სამეცნიერო კვალიფიკაციას და ვინც არ იძლევა ღირებულ სამეცნიერო პროდუტს (ნაშრომს).“

კალინინის რაიონულ პარტიულ კომიტეტს დაავალეს კონტროლი რათა დაეხმაროს „მეცნიერებათა აკადემიის ი. ჯავახიშვილის ისტორიის პირველადი პარტიული ორგანიზაციის, რათა ძირფესვიანად შეიცვალოს პარტიაში პოლიტიკური და იდეოლოგიური მუშაობა„. იგივე ხდებოდა თსუ ისტორიის კათედრაზე.

პარტიულმა მუშაკებმა აიღეს კონტროლი ისტორიის კათედრებზე, რევიზია მოახდინეს ნაშრომების, შექმნეს საქართველოს ისტორია მარქსისტულ-ლენინური ხაზებით.

წლების განმავლობაში ამცირებდნენ სქართველოს ისტორიის კათედრის დაფინანსებას, ათავისუფლებდნენ არასაურველ კადრებს. ამდენად მიზანმიმართულად მოხდა კათედრიდან ღირსეული ისტორიკოსების განდევნა, მათი ადგილი კი პარტიულმა კომფორმისტულმა ისტორიკოსებმა დაიკავეს, ვინც მზად იყო შეესრულებინა და არ გადაეხვია კრემლის მითითებული დადგენილებიდან. ამდენად აშკარაა რომ ჯავახიშვილის, ს. ჯანაშიას ნაშრომები გადასინჯვა და ისტორიის შეცვლა მოხდა კრემლის მიერ, ეს დასტურდება იმით რომ მანამდე არსად არც საქართველოში არც რუსეთში არ მომხდარა კრიტიკული შეფასება, არავის ისტორიკოსებიდან არასდროს გამოუთქვია სამეცნიერო კრიტიკა, პროტესტი. ოქმებით ჩანს რომ კომუნიტრური პარტიის აქტივი უხეშად ერევა სამეცნიერო სივრცეში სსსრ სამეცნიერო პოლიტიკის გამო. ეს ჩარევა უნდა შეფასდეს როგორც პოლიტიკურ ზეწოლად მეცნიერებაზე.

ამ მიზნით კრემლმა გამოიყენა თავისი კადრები. ამ სქემაში დიდი როლი დააკისრეს 35 წლის პარტიულ მუშაკს გიორგი მელიქიშვილს, რომელმაც 1944 წელს დაიცვა სადოქტორო ნაშრომი ისტორიაში გიორგი ქსენოფონტოვის (ქსენოფონტ- ბერძნული ფუძეა, ქსენო ნიშნავს უცხოენაზე მოსაუბრეს, გვარი გვხვდება რუსეთში 11 საუკუნეში, აზერბაიჯანში, ასევე არიან ებრაელები) სახელით „ურარტუს სამეფოს წარმოქმნა“ - ხელმძღვანელი აკადემიკოსი გიორგი წერეთელი) 1946 გვარი გადაიკეთა და შევიდა კომუნისტურ პარტიაში, 35 წლის ბიჭს ჩააბარეს ი. ჯავახიშვილის ისტორიის კათედრაზე სამეცნიერო ნაშრომების რევიზია და პასუხისგებლობა ისტორიული თემატიკის წიგნების გამოშვებაზე.

ალბათ კრემლისთვის მოსაწონი საქმიანობის გამო მას 1966 წლიდან 1999 წლამდე ნიშნავენ ი. ჯავახიშვილის ისტორიის დირექტორად, 1961 წლიდან ხელმძღვანელობდა თსუ ძველი ისტორიის განყოფილებას. შემდგომ მონაწილეობს პარტიულ სერიოზულ მუშაობაში, იყო კომუნისტური პარტიის ბოლო 2 ყრილობების დელეგატი, 1971 წლიდან კომუნისტური პარტიის პოლიტიკური მომხსენებელი. ნამყოფია მივლინებით ლივანში, იორდანიში რაც ეჭვს ბადებს რომ იყო კრემლის სერიოზული უშიშროების თანამშრომელი და შესაძლოა მიიღო მონაწილეობა ლიბანში კრემლის საიდუმლო საქმიანობაში (სომხეთის ეკლესიის კილიკიის დიდი სახლის საკათალიკოსო“, ცენტრი ლიბანშია, ქ. ანტილიასში. ცნობილია რომ რუსები სომხებით და სომხური ეკელიის შემწეობით ახორციელებდნენ სხვადასხვა ოპერაციებს ფინანსურ, ინფორმაციულ და სხვა საქმიანობას) ჩვენ ვფიქრობთ რომ სწორედ გ. მელიქიშვილი შესაძლებელია ყოფილიყო იმ ისტორიული სკოლის მიმდევრებისგან ვინც 1937 წელს ტროცკისტობის გამო სტალინმა გაანადგურა. ეს იყო რევანში ი, ჯავახიშვილის, ს. ჯანაშიას სკოლის მიმდევერების მიმართ კრემლის პარტიული რესურსის გამოყენებით.

ადამიანი რომელიც საკითხების ხედვებით ეწინააღმდეგებოდა ი. ჯავახიშვილის მიის სახელობის დირექტორად დანიშნეს 30 წელი. ამდენად მნიშვნელოვანია სამართლიანობის აღდგენისათვის და ისტორიის მეცნიერულად სწორად განვითარებისათვის მოხდეს კომუნისტური პარტიული ზეწოლის ლიკვიდაცია ი. ჯავახიშვილის ინსტიტუტში, თსუ ისტორიის კათედრებზე. სამწუხაროდ დღემდე არ აღუდგენიათ ი. ჯავხიშვილის 1943 და 1948 წლის განადგურებული სახელმძღვანელო. არსად არ არის შეფასებული საქართველოს ისტორიის კათედრებზე განხორციელებული კრემლის ზეწოლა, არ არის რეაბილიტირებული ისტორიკოსები, მათი ნაშრომები. საქ. კომ. პარტ. ცენტრალური კომიტეტის ამხ. ვ. მელქაძის მიმართ მოხსენებით ბარათში გვ. 123 ნახსენებია „რომ ადრე პარტიული მუშაკები სჭარბობდნენ უპარტიო მეც, მუშაკები. სხვადასხვა მიზეზებით ისტორიის ინსტიტუტებიდან წავიდენენ პარტიული ამხანაგები და ამგვარად ისტორიის კათედრაძე დარჩენ ისეთი თანამშრომლები როგორებიც: ჯ. რუხაძე, ნ. თოფურია, ქ. ბერძენიშვილი, ოქროპირიძე, ბრეგვაძე, ქოჩაშვილი და სხვ“ - მომხსენებელი ცეკას ინსტრუქტორი გ. ტაკიძე- 1954 წლის 16 აპრილი (იხ. დანართი 6). ეს ამტკიცებს რომ თსუ რექტორის ორაგველიძესთან ერთად 1937 წ. მოხდა პარტიული ისტორიკოსებისგან ი. ჯავახიშვილის ინსტიტუტის გათავისუფლება.

1954 წლიდან პირიქით დაიწყო ჯავახიშვილის მომხრე ისტორიკოსების გათავისუფლება და მათ მაგივრად პარტიული ელიტის ჩანაცვლება. გვ. 235-238 ნაჩვენებია როგორ ებრძოდნენ 1954 წლიდან ეროვნულ ისტორიკოსებს, გარეჯის თემას, ოსეთი, სომხეთის თემას. ამ მოხსენებაში გაკრიტიკებულია ის ისტორიკოსები ვინც საეკლესიო გადმოცემას განიხილავდნენ, ის ისტორიკოსები ვინც მეფეებს, მხედარმთავრების მოღვაწეობას განიხილავდნენ (პარტ არქივი ალ 28, საქმე 140)

 იგივე ისტორიული განწყობა გრძელდება დღესაც - 2012 წელს მეცნიერებათა აკადემიიის ისტორიის, ეთნოლოგიის, რელიგიის შესწავლის და პროპაგანდის სამეცნიერო ცენტრმა (რომელიც შეიქმნა 2006 წელს, პრორუსულლი ორიენტაციის) გამოუშვა საქართველოს ისტორიის ოთხტომეული სადაც გაშუქებულია საბჭოთა ისტორიკოსების ხედვა ."ჰერებს ქართველთა მეზობლად მოსახლე ერთ-ერთ ალბანურ ტომად მიიჩნევენ, რომელმაც იბერიის გავლენის შედეგად განიცადა ქართიზაცია" (საქართველოს ისტორია, 2012, ტ. II,გვ. 180 რედაქტორი რ. მეტრეველი).  ეს თეორეა ეკუთვნის გ. მელიქიშვილს. ი. იესენს, გ. ნიორაძეს, დ. მუსხელიშვილს. არ არის ახსნილი ჩრდილო და სამხრეთ ოსეთის ტერმინების წარმოშობა, სამაჩაბლოს მაგივრად სამხრეთ ოსეთია მოხსენებული.

ამ წიგნის შესახებ 2012 წელს ტექნიკურ უნივერსიტეტში გაიმართა მეცნიერთა შეკრება, თუმცა არც ერთი ავტორი არ მისულა. ამ წიგნზე მომუშავე ისტრიკოსებმა სასამართლოშიც კი შეიტანეს საჩივარი, რადგან მათვის ბევრი მასალა მიუღებელი და მათთან შეთანხმების გარეშე აღმოაჩნდა ბევრი ინფორმაცია წიგნში. საქართველოში არსებობენ არასამთავროები რომლიბიც ყოველგვარი სამეცნიერო კრიტიკის გარეშე, თვითნებურად ბეჯდავენ საქართველოს ისტორიის საკითხებს, რომლებიც საქართველოს გეოპოლიტიკური ინტერესების საწინააღმდეგოა და რუსეთის გეოპოლიტიკის წისქვილზე ასხმენ წყალს. ამდენად ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს ისტორია გაიწმინდოს კრემლის შედეგად მიყენებული ზარალისგან. ვიკიპედიაში განთავსებულია რუკა სადაც ალბანეთის საზღვრები რუსთავ ქალაქამდეა (იხ. დანართი 7). მსოფლიო სამეცნიერო ჟურნალებში იბეჭდება საქრთველოს ისტორიის შესახებ დამახინჯებული ინფორმაცია, ვინ არის პასუხისგებელი მსგავსი განაცხადებისგან დაიცვას საქართველოს ისტორია? პასუხი გაურკვეველია.

ამდენად ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე სასიცოცხლოს მნიშვნელოვანია ხელმეორედ უნდა იქნეს შესწავლილი ი. ჯავახიშვილის ნაშრომები. აუცილებლად უნდა მოხდეს ისტორიის კათედრებზე ბოლშევიკური შედეგების ლიკვიდაცია. სახელმწიფოს, მეცნიერებათა აკადემიას, სურვილი უნდა ქონდეს საქართველოს ისტორია ლენინურ-მარქსისტული კონცეპტუალური ხაზების გარეშე, საქართველოს გეოპოლიტიკური ინტერესების გათვალისწინებით დაიწეროს.

კრემლის მიერ ისტორიაში ჩაიდო ბევრი ეთნიკური და სადავო ტერიტორიული ნაღმები და არავინ იცის როდის აამოქმედებს. ჩვენ ვნახეთ ეს ნაღმები როგორ ისახება პოლტიკაში ოსეთი, აფხაზეთი, გარეჯის თემა და კაცმა არ იცის კიდევ რას აამოქმედებენ. ამის გათვალისწინებით აუცილებლობა ხდება გამოიცეს საქართველოს ისტორიის ახალი წიგნი სადაც გათვალისწინებული იქნება საქართველოს გეოპოლიტიკური ინტერესები, აუცილებელია საზღვარგარეთ სამეცნიერო კონფერენციებზე მოხდეს საქართველოს ინტერესების დაცვა ისტორიულ საკითხებში, რადგან ისტორია იგივე საბრძოლო სივრცეა, როლელზედაც დამოკიდებულია საქართველოს სახელმწიფოს როგორც ტერიტორიული ისე პოლიტიკური სატაბილოურობა და ამ მხრივ შეიძლება ითქვას რომ ეს - ისტორიული ომი ამ ეტაპზე წაგებული გვაქვს. ამდენად მომავალი სქართველოს პოლიტიკური და სამეცნიერო სივრცის ინტერესი უნდა იყოს სამეცნიერო (ისტორიული) ომის მოგება რომელიც გარანტია იქნება ქვეყნის სწორი, მართებული დემოკრატიული მშებნებლობის.

პრობლემის აქტუალობიდან გამომდინარე ჩვენ მივმართეთ საქართველოს პრეზიდენტს, პარლამენტის თავმჯდომარეს, განათლების და მეცნიერების მინისტრის, პრემიერს, პარტია ოცნების თავმჯდომარეს ბატონ ბიძნა ივანიშვილს, მეცნიერებათა აკადემიის კომისიებს,  სასულიერო აკადემიას, გელათის აკადემიას, რუსთავის ფონდს და ამასთანავე გადავეცით არქივის მასალებს. ამასთანავე დავაყენეთ მოთხოვნა საქართველოს გეოსტრატეგიული ინტერესებიდან გამომდინარე ისტორიულად სადავო საქართველოს სახელმწიფოს წარმოშობის, თარიღის, ტერიტორიების საკითხებთან დაკავშირებით   აიკრძალოს გრანტების გაცემა გ. მელიქიშვილს. ი. იესენს, გ. ნიორაძეს, დ. მუსხელიშვილის. რ. მეტრეველის შეხედულების მიმდევრების ისტორიკოსებისთვის. აეკრძალოს, ამ ისტორიული ხაზის მიმდევრებს საზღვარგერეთ კონფერენციებში და ღონისძიებებში საქართველოს სახელმწიფოს გეოსტრატეგიული სადავო საკითხების განხილვაში მონაწილეობა ისტორიული სიმართლის დადგენამდე. მალე, მთავრობის წინაშე მთელ საზოგადოების მოთხოვნით, სტუდენტობის, მეცნიერების და პოლიტიკური სპექტრის ჩართვით დავაყენებთ მოთხოვნას, რომ ივანე ჯავახიშვილის სახელობის ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტს, დ. უძნაძის ფსიქოლოგიის ინსტიტუტს, ს. წერეთელის ფილოსოფიის ინსტიტუტს აღუდგეს ძველი დამოუკიდებელი სტატუსი, რათა ინსტიტუტებმა უკეთ შეძლონ ქვეყნის წინაშე, სამეცნიერო სფეროში არსებული  გამოწვევების დამოუკიდებლად გამკლავება."

პატივისცემით,

ბესიკი ბოგველი

World
ტრამპი, რესპუბლიკური პარტია და 2026 წლის ნოემბერი — საგარეო ომები, ეკონომიკა და ამერიკული ძალის ახალი მოდელი

2026 წლის 3 ნოემბრის შუალედური არჩევნები აშშ-ში ჩვეულებრივ კონგრესის არჩევნებზე მეტ მნიშვნელობას იძენს. დონალდ ტრამპმა თვითონაც სცადა მათი საკუთარი პრეზიდენტობის რეფერენდუმად ქცევა და რესპუბლიკელ ამომრჩევლებს პირდაპირ უთხრა, არჩევნებზე ისე მივიდნენ, თითქოს თავად იყოს ბიულეტენზე. ამდენად, წარმომადგენელთა პალატისა და სენატის კანდიდატებს ნაწილობრივ საკუთარი კამპანიის ნაცვლად ტრამპის მეორე ვადის შედეგების დაცვაც უწევთ.

ამ არჩევნების სპეციფიკა ისაა, რომ ამერიკის საგარეო პოლიტიკა ამჯერად შინაგან პოლიტიკაში ეკონომიკის გავლით შედის. ირანის ომი გადაიქცა ბენზინის ფასად და ინფლაციად; უკრაინის ომი — კითხვად, ვინ უნდა გადაიხადოს ევროპის უსაფრთხოების ფასი; ჩინეთი — წარმოების, ვაჭრობისა და ტექნოლოგიური უპირატესობის საკითხად; ხოლო ევროპა — გამოცდად, დარჩება თუ არა ამერიკული ალიანსების ძველი მოდელი უცვლელი.

ამიტომ ტრამპის საგარეო პოლიტიკის შეფასება მხოლოდ იდეოლოგიური ნიშნებით — „იზოლაციონისტია“ თუ „ინტერვენციონისტი“, „რუსეთისკენაა“ თუ „ევროპისკენ“ — სულ უფრო ნაკლებად ხსნის რეალობას.


არჩევნების საწყისი სურათი

სექტემბრის შუა რიცხვების მონაცემები რესპუბლიკელებისთვის რთულ გარემოს აჩვენებს, თუმცა ეს ჯერ არ ნიშნავს არჩევნების შედეგს.

11–14 სექტემბრის Reuters/Ipsos-ის ეროვნულ კვლევაში ტრამპის საქმიანობას დადებითად 35% აფასებდა. კითხვაზე, კონგრესის არჩევნები დღეს რომ ტარდებოდეს რომელ პარტიას მისცემდნენ ხმას, დემოკრატები იღებდნენ 44%-ს, რესპუბლიკელები — 37%-ს. თავად Reuters ხაზს უსვამს, რომ ასეთი „generic ballot“ შტატებისა და ცალკეული ოლქების შედეგს პირდაპირ ვერ წინასწარმეტყველებს. კვლევაში 1,143 ზრდასრული მონაწილეობდა და ცდომილება დაახლოებით ±3 პროცენტული პუნქტია.

კიდევ უფრო მნიშვნელოვანია საკითხების სტრუქტურა. აგვისტოს ბოლოს Reuters/Ipsos-ის კვლევაში რეგისტრირებული ამომრჩევლების 47% ცხოვრების ღირებულებას ასახელებდა ხმის მიცემის უმნიშვნელოვანეს ფაქტორად.

ამიტომ რესპუბლიკელებისთვის მთავარი პრობლემა შეიძლება საერთოდ არ იყოს კლასიკური „საგარეო პოლიტიკის“ საკითხი. პრობლემა იწყება მაშინ, როდესაც თეირანი, ჰორმუზის სრუტე ან უკრაინის ომი ამერიკელი ამომრჩევლისთვის გადაიქცევა ბენზინის ფასად, იპოთეკის პროცენტად და სუპერმარკეტის ჩეკად.

წარმომადგენელთა პალატაში რესპუბლიკელებს ვიწრო უმრავლესობა აქვთ, რის გამოც შედარებით მცირე რაოდენობის ოლქიც ძალთა ბალანსს ცვლის. სენატში მათ უფრო ძლიერი საწყისი პოზიცია აქვთ: დემოკრატებს უმრავლესობის მისაღებად ოთხი მანდატის წმინდა მატება სჭირდებათ, თუმცა AP-ის სექტემბრის შეფასებით კონკურენტული რბოლების წრე მნიშვნელოვნად გაფართოვდა.

აქედან გამომდინარე, ერთი და იგივე ეროვნული განწყობა წარმომადგენელთა პალატასა და სენატში აუცილებლად ერთნაირ შედეგს არ იძლევა.


ირანი — ტრამპისთვის ყველაზე პირდაპირი საგარეო-პოლიტიკური კავშირი არჩევნებთან

ირანი ამ არჩევნების საგარეო თემებიდან ყველაზე პირდაპირ არის მიბმული ამერიკელი ამომრჩევლის ჯიბეზე.

აშშ-ისა და ისრაელის დარტყმებით ირანთან მიმდინარე ომი 28 თებერვალს დაიწყო და უკვე თითქმის შვიდი თვეა გრძელდება. 15 სექტემბერს წარმომადგენელთა პალატამ 220–204 ხმით მიიღო War Powers-ის რეზოლუცია პრეზიდენტის სამხედრო ოპერაციების შეზღუდვის მოთხოვნით; ყველა დემოკრატს შვიდი რესპუბლიკელიც შეუერთდა.

ეს პატარა, მაგრამ პოლიტიკურად საინტერესო ბზარია რესპუბლიკურ კოალიციაში.

ტრამპის მოძრაობის ერთ-ერთი ძველი მესიჯი იყო ხანგრძლივი უცხოური ომების შეწყვეტა. სწორედ ამიტომ ირანის ომის გაჭიანურება რესპუბლიკური პარტიის შიგნითაც წარმოშობს წინააღმდეგობას. რესპუბლიკელმა თომას მასიმ თავდაცვის მდივრ პიტ ჰეგსეთის წინააღმდეგ იმპიჩმენტის მუხლებიც კი წარადგინა, ამტკიცებს რა, რომ ირანთან სამხედრო მოქმედებები კონგრესის სათანადო სანქციის გარეშე მიმდინარეობს.

საზოგადოებრივი აზრის მონაცემებიც მნიშვნელოვანია. Reuters/Ipsos-ის 21–24 აგვისტოს კვლევაში ირანის წინააღმდეგ აშშ-ის სამხედრო მოქმედებებს 31% უჭერდა მხარს. რესპუბლიკელთა შორის მხარდაჭერა კვლავ ბევრად მაღალი იყო — 69%, მაგრამ მარტის 77%-დან შემცირებული. გამოკითხულთა 83% ელოდა, რომ ამერიკული სამხედრო ჩართულობა ხანგრძლივი იქნებოდა.

მაგრამ რეალური საარჩევნო დამაკავშირებელი რგოლი ნავთობია.

სექტემბერში Brent-ის ფასი ისევ 100 დოლარს ასცდა, ხოლო აშშ-ში დიზელის საშუალო ფასი Reuters-ის მონაცემებით პირველად გადასცდა 6 დოლარს გალონზე. აგვისტოში სამომხმარებლო ინფლაციამ წლიურ 3.4%-ს მიაღწია; ბენზინი ერთ თვეში 3.9%-ით გაძვირდა, რეალური საშუალო საათობრივი შემოსავალი კი წლიურ ჭრილში შემცირდა.

ამიტომ ირანის ომის პოლიტიკური მნიშვნელობა ასეთი ჯაჭვით იკითხება:

ომი → ნავთობის მიწოდების რისკი → საწვავის გაძვირება → ინფლაცია → საპროცენტო განაკვეთები → ოჯახების ხარჯები → არჩევნები.

სწორედ ამიტომ ირანი დღეს ტრამპისთვის გაცილებით უფრო უშუალო შიდა პოლიტიკური ფაქტორია, ვიდრე უკრაინა.


რუსეთი–უკრაინა — ტრამპის პოლიტიკა უფრო ტრანზაქციულია, ვიდრე უბრალოდ „პრორუსული“ ან „პრო-უკრაინული“

ტრამპის უკრაინასთან დამოკიდებულების აღწერა მხოლოდ სიტყვებით „უკრაინის წინააღმდეგია“ ან „რუსეთის მხარესაა“ მიმდინარე პოლიტიკას ზედმეტად ამარტივებს.

2026 წლის სურათი უფრო რთულია.

ერთი მხრივ, ტრამპი მკვეთრად ცდილობს ამერიკის ფინანსური ტვირთის შემცირებას. 3 სექტემბერს მან განაცხადა, რომ ევროპელებისგან წარსულში უკრაინისთვის მიწოდებული ამერიკული იარაღისა და დახმარების კომპენსაციის მოთხოვნას აპირებს და ხაზგასმით აღნიშნა, რომ ამერიკულ შეიარაღებას პირველ რიგში აშშ-ის მარაგებისთვის ინახავს.

მეორე მხრივ, ადმინისტრაცია სრულად არ გადასულა რუსეთის მიმართ დათმობის პოლიტიკაზე. ტრამპი მხარს უჭერს ახალ სანქციურ კანონპროექტს, რომელიც რუსეთის ენერგეტიკულ და თავდაცვის სექტორებს ეხება და შესაძლებელს ხდის დამატებითი ეკონომიკური ზეწოლის გამოყენებას იმ ქვეყნებზეც, რომლებიც რუსულ ენერგიას ყიდულობენ. კანონპროექტმა სენატი 86–11 ხმით გაიარა.

ამავე დროს ვაშინგტონი მოსკოვთან და კიევთან მოლაპარაკების არხებს ინარჩუნებს. სექტემბერში სტივ უიტკოფმა და ჯარედ კუშნერმა პუტინთან შეხვედრის შემდეგ კიევშიც გამართეს მოლაპარაკებები; მნიშვნელოვანი გარღვევა არ დაფიქსირებულა.

ამ ყველაფრიდან ტრამპის მოდელი დაახლოებით ასე გამოიყურება:

ომის სწრაფი სამხედრო მოგება აშშ-ის რესურსებით — არა; უკრაინის მთლიანად მიტოვება — ასევე არა; მთავარი მიზანი არის ამერიკული პირდაპირი ფინანსური ტვირთის ევროპაზე გადატანა, რუსეთზე ეკონომიკური ბერკეტის დატოვება და შეთანხმების მოძებნა.

ეს არის უფრო ტრანზაქციული ძალთა პოლიტიკა, ვიდრე ბაიდენის პერიოდის ფორმულა — „უკრაინას იმდენ ხანს დავეხმარებით, რამდენიც დასჭირდება“.

არჩევნების თვალსაზრისით ამას რესპუბლიკელებისთვის საინტერესო თვისება აქვს: უკრაინა დღეს ნაკლებად აჩენს ისეთ უშუალო სამომხმარებლო ეფექტს, როგორიც ირანი. ამიტომ ტრამპისთვის შესაძლებელია ერთდროულად თქვას: „ევროპამ მეტი უნდა გადაიხადოს“ და მაინც დაუჭიროს მხარი რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს.


ევროპა — პარტნიორიდან თანამგზავრამდე კი არა, პარტნიორიდან „გადამხდელ პარტნიორამდე“

ტრამპის ევროპისადმი პოლიტიკის ცენტრალური სიტყვა ჩემთვის ამ კონტექსტში არა „ანტიევროპიზმი“, არამედ ბერკეტია.

აშშ-ის წინა ადმინისტრაციები NATO-ს ხშირად განიხილავდნენ როგორც ამერიკული გლობალური გავლენის ინსტრუმენტს, რომლის შესანარჩუნებლად თავად ამერიკაც დიდ ხარჯს იღებდა.

ტრამპის მოდელი სხვაგვარ კითხვას სვამს:

თუ ევროპის უსაფრთხოება პირველ რიგში ევროპის ინტერესია, რატომ უნდა გადაიხადოს მისი მთავარი ნაწილი ამერიკელმა გადასახადის გადამხდელმა?

ეს რიტორიკა უკვე კონკრეტულ შედეგში გადაიზარდა. NATO-ს წევრები აშშ-ის ძლიერი ზეწოლის ფონზე შეთანხმდნენ, რომ 2035 წლისთვის თავდაცვასთან დაკავშირებული ხარჯები მშპ-ის 5%-მდე გაზარდონ — 3.5% უშუალოდ სამხედრო საჭიროებებზე და კიდევ 1.5% უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ სფეროებზე. ევროპელმა წევრებმა და კანადამ მხოლოდ 2025 წელს რეალური თავდაცვის ხარჯები დაახლოებით 90 მილიარდი დოლარით გაზარდეს.

აქ მნიშვნელოვანი პარადოქსია.

ტრამპმა ევროპასთან ურთიერთობა უფრო კონფლიქტური გახადა, მაგრამ ამავე დროს ევროპული სამხედრო ხარჯების ზრდასაც შეუწყო ხელი.

ეს ორი რამ ერთდროულად შეიძლება იყოს ჭეშმარიტი.

ურთიერთობა განსაკუთრებით დაიძაბა ესპანეთთან, რომელმაც NATO-ს ახალი ხარჯვითი მიზანი არ მიიღო. ივლისში ტრამპმა ესპანეთთან ვაჭრობის შეწყვეტის ბრძანებაც კი გამოაცხადა — ნაბიჯი, რომლის განხორციელების იურიდიული და ევროკავშირის საერთო სავაჭრო პოლიტიკასთან თავსებადობის საკითხები დაუყოვნებლივ გაჩნდა.

ასე რომ, ტრამპის ევროპული პოლიტიკის არსი შეიძლება ასე ჩამოვაყალიბოთ:

ამერიკა NATO-დან არ გადის, მაგრამ ალიანსს უფასო ან შეღავათიან უსაფრთხოების სისტემად აღარ აღიქვამს.

ევროპისთვის ეს სტრატეგიულად ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილებაა. ტრამპის შემდეგაც კი ძნელად წარმოსადგენია ევროპა ისევ იმავე დონით დაეყრდნოს ამერიკას, როგორც 2014 წლამდე.

უკრაინის ომმა ეს პროცესი დაიწყო; ტრამპმა კი დააჩქარა.


ჩინეთი — აქ ტრამპის სტრატეგია გაცილებით უფრო გრძელვადიანია

თუ ირანი დღეს საარჩევნო პრობლემა უფროა, ჩინეთი ამერიკის გრძელვადიანი ძალაუფლების საკითხია.

აქ ტრამპის ადმინისტრაციის პოლიტიკაში ოთხი მიმართულება იკვეთება:

ვაჭრობა და ინდუსტრია; ტექნოლოგია და AI; ენერგეტიკა და კრიტიკული ნედლეული; ტაივანი და სამხედრო ბალანსი.

აშშ ცდილობს ჩინეთის სახელმწიფო სუბსიდიებით გაძლიერებულ ექსპორტზე საერთაშორისო ზეწოლა გაზარდოს. სექტემბრის G20-ის შეხვედრაზე ამ პოზიციას ჩინეთის გარდა ყველა მონაწილე ქვეყანა დაეთანხმა — მათ მხარი დაუჭირეს „არასაბაზრო პოლიტიკისა და დისბალანსების“ წინააღმდეგ ზომების აუცილებლობას.

მაგრამ ტრამპის მიდგომა აქაც არა უბრალოდ მუდმივი ესკალაცია, არამედ ზეწოლა + გარიგებაა.

24 სექტემბერს ვაშინგტონში ტრამპისა და სი ძინპინის ახალი შეხვედრა იგეგმება. პარალელურად მხარეები დაახლოებით 30 მილიარდი დოლარის საქონელზე ტარიფების შემცირებას განიხილავენ, მაშინ როცა AI, ნახევარგამტარები, ირანთან ჩინეთის ფინანსური კავშირები და ტაივანი რჩება დაპირისპირების საგნებად.

ტაივანთან დაკავშირებით ადმინისტრაციის საჯარო პოზიცია ისევ შეკავებაზეა აგებული. აშშ-ის უმაღლესი წარმომადგენელი ტაივანში სექტემბერში აცხადებდა, რომ ვაშინგტონი რეგიონში „ხელსაყრელი ძალთა ბალანსის“ შენარჩუნებასა და ტაივანის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებას აპირებს.

ამიტომ ჩინეთთან მიმართებით ტრამპის პოლიტიკა რუსეთისგან მნიშვნელოვნად განსხვავდება.

რუსეთთან მას სურს ომის ღირებულების შემცირება და გარიგების მოძებნა.

ჩინეთთან კი საკითხი გაცილებით უფრო სტრუქტურულია: ვინ იქნება მომდევნო ათწლეულების წამყვანი ეკონომიკური, ტექნოლოგიური და სამხედრო ძალა.

აქ დემოკრატებსა და რესპუბლიკელებს შორისაც გაცილებით მეტი სტრატეგიული თანხვედრა არსებობს, ვიდრე ირანის ან უკრაინის საკითხებზე.


ოთხი ფრონტი და მათი საარჩევნო ეფექტი

საკითხი ტრამპის ძირითადი მიდგომა არჩევნებთან მთავარი კავშირი
ირანი პირდაპირი სამხედრო ძალა და ზეწოლა ნავთობი, ბენზინი, ინფლაცია, ომის დაღლილობა
უკრაინა/რუსეთი მოლაპარაკება + სანქციები + ხარჯის ევროპაზე გადატანა „რატომ ვიხდით ჩვენ?“
ევროპა/NATO ალიანსის შენარჩუნება, მაგრამ მნიშვნელოვნად მეტი ევროპული დაფინანსება America First-ის ეკონომიკური არგუმენტი
ჩინეთი ტექნოლოგიური, სავაჭრო და სამხედრო შეკავება + პერიოდული გარიგებები სამუშაო ადგილები, წარმოება, AI, გრძელვადიანი ეროვნული უსაფრთხოება

ამ ოთხიდან ირანი ყველაზე უშუალოდ უკავშირდება 2026 წლის არჩევნების ეკონომიკურ გარემოს, ხოლო ჩინეთი — ყველაზე მეტად ამერიკის მომავალი ძალაუფლების სტრუქტურას.

See all
Survey
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
Vote
By the way