USD 2.7025
EUR 3.1114
RUB 3.3136
Тбилиси
ბექა ჭიჭინაძე - ქალაქ ნიკოფსიაზე წამლად ერთ ცნობას ვერ ნახავ
дата:  695
ქალაქ ნიკოფსიაზე წამლად ერთ ცნობას ვერ ნახავ, მხოლოდ ის აუტაცნიათ რომ გადმოცემით აქ სვიმონ კანანელის საფლავი მდებარეობდა, ამის იქით კი მხოლოდ საქართველოს საზღვრების უკიდურეს პუნქტად თუ გადააწყდები:
,,ნიკოფსიიდან დარუბანდამდე".
რამდენიმე მონაცემს გაგიზიარებთ ამ დანაკლისის შესავსებად, ჯიქეთის ციხე-ქალაქი და ნავსადგური ნიკოფსი, ანუ ნაფსაი წამომართული იყო ზღვისპირის შემაღლებულ კლდეზე, თანამედროვე ნეგოფსუხოსთან, ქალაქის მთავარი სავიზიტო ბარათი იყო ,,მედეას ზეთის" - ნავთის მოპოვება, რომელიც ბერძნული ცეცხლის ერთ-ერთი ელემენტი იყო, ნიკოფსის ნავთი საბრძოლო დანიშნულებით დასავლეთ საქართველოშიც გამოიყენებოდა - მას ქოთნებში ასხამდენენ და ერთგვარი ყუმბარის პროტოტიპად იყენებდნენ. ნიკოფსის ქართულ წყაროებში დადასტურებული სახელი - ნაფსა, ვფიქრობ სწორედ ბერძნული næfθə-დან, ნავთიდან უნდა მომდინარეობდეს.
ნავთის გარდა ნიკოფსი განთქმული ყოფილა ბზის ბუჩქებითაც, რომელსაც გენუელი ვაჭრები დიდად აფასებდნენ.
ქალაქის ეკონომიკურ განვითარებაში დიდი მნიშვნელობა ჰქონდა აქ თორემტ მოციქულთაგან ერთ-ერთის - სვიმონ კანანელის საფლავის არსებობის რწმენას, რაც მას მნიშვნელოვან პილიგრიმულ და ამდენადვე ეკონომიკურ ცენტრად აქცევდა.
ნიკოფსის, ისევე როგორც მთელი აფხაზეთის დაახლოება მცხეთის საკათალიკოსოსთან და ბერძნული სამყაროსაგან ჩამოშორება ვფიქრობ უნდა მომხდარიყო ხატმებრძოლეობის ეპოქაში, სტეფანე მრწემის მარტვილობაში გადავაწყდი ცნობას, რომ ნიკოფსიაში არ გაიზიარეს კონსტანტინეპოლში მძვინვარე ხატმებრძოლეობა.
მცხეთის კათალიკოსის, როგორც მართლმადიდებელი მამამთავარის ავტორიტეტი ამ დროს ისე გაიზარდა, რომ ნიკოფსიაზე მეტად დაშორებულ რეგიონში - ყირიმის ნახევარკუნძულის მოსახლეობამაც კი თავის ახლადგამორჩეულ სამღვდელმთავრო კანდიდატს - იოანეს კურთხევა მცხეთაში, ქართლის კათალიკოსისაგან მოსთხოვა.
ერთიანი ქართული ფეოდალური მონარქიის შექმნისას ჯიქეთი და ნიკოფსი პოლიტიკურ ცენტრს - თბილისს ძალიან აღმოჩნდა დაცილებული, მოინ ად დინ ნათანზის მიხედვით, თბილისიდან აფხაზეთამდე ჩასვლას ერთი თვე სჭირდებოდა, ჯიქეთამდე და ნიკოფსამდე ალბათ ცოტა მეტი, მაგრამ დეცენტრალიზაციის შთაბეჭდილებას აქარწყლებდა ის გარემოება, რომ ზამთარს ქართველი მეფეები სოხუმში ატარებდნენ, გიორგი მესამეზე ნათქვამია: ,,მიუწიის ზღუად პონტოსა და მოინადორის ალანთა ქვეყანა, რომელ არს აფხაზეთი", ამ ცნობას ზოგჯერ არასწორად იგებენ, რადგანაც ავიწყდებათ ვამეყ დადიანის წარწერა, სადაც ჯიქეთი ალანეთთანაა გაიგივებული, გიორგი მესამის მიერ ალანთა ქვეყნის/ჯიქეთის მონადირება იყო საქართველოს მეფის პოლიტიკური აქტივობა თავისი სამფლობელოს უკიდურეს დასავლეთ ნაწილში - ჯიქეთსა და ნიკოფსიაში.
мир
BBC: ირანმა აშშ-გან მიიღო სამშვიდობო შეთანხმების პუნქტები, რომლებსაც განიხილავს

ირანის ხელისუფლებამ შუამავლებისგან აშშ-ის სამშვიდობო შეთანხმების პუნქტების ჩამონათვალი მიიღო, რომელთა განხილვას იწყებს. ინფორმაციას BBC ავრცელებს.

„ჩვენ შუამავლების მეშვეობით აშშ-გან მივიღეთ პუნქტები და მათ განვიხილავთ“, - ციტირებს BBC ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს ერთ-ერთ მაღალჩინოსანს.

როგორც ბრიტანული ტელეარხის CBS-ზე დაყრდნობით წერს, აღნიშნული წარმოადგენს მოლაპარაკებების წინა ეტაპს და ამ მომენტისთვის დიალოგი მხარეებს შორის ჯერ არ იმართება.

ცნობისთვის, გუშინ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ-მა და ირანმა ომის დასრულების შესახებ მოლაპარაკებები გამართეს, თუმცა ირანული მხარე ამას უარყოფს.

более
голосование
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
голосование
Кстати