USD 2.7198
EUR 2.9442
RUB 2.8191
Tbilisi
ბექა ჭიჭინაძე - დემეტრე თავდადებულის უცნობი მინიატურა (ვიდეო)
Date:  454
პარიზის ხელნაწერთა ცენტრის ძველი ფრანგული ხელნაწერების განყოფილებაში დღეს გადავაწყდი დემეტრე თავდადებულის ამ უცნობ მინიატურას...
უშუალოდ ხელნაწერს ხვალ მივიღებ, დღეს კატალოგის ციფრულ ვერსიას გაგიზიარებთ, ტექსტი მარკო პოლოს მოგზაურობის ერთ-ერთი ფრანგული რედაქციაა, აქამდე ჩვენთვის მარკოს ხელნაწერებიდან ცნობილი იყო ქართველთა მეფის ორი მინიატურა, იმათში არ აგერიოთ.
ქართველთა მეფის მინიატურა არის XXII თავის ილუსტრაცია - De Iorgaine et de ses roys, საქართველოსა და მის მეფეთა [შესახებ].
რატომ ვგულისხმობ, რომ აქ დემეტრეა გამოსახული და არა დავით ულუ, მარკომ კავაკსიაზე გაიარა 1275 წლისთვის, დემეტრე მეორის მეფობისას. იგი წერს, რომ ,,საქართველოს მეფეს სულ დავითი ჰქვია", მართლაც, დავითი მიიჩნეოდა საქართველოს მეფეთა დინასტიურ სახელად და ეწოდებოდა ყველა ქართველ მეფეს. სულთანიეს კათოლიკე არქიეპისკოპოსი - უილიამ ადამიც წერს: ,,უმტკიცესი მეომრები, მათში მეფეს ყოველთვის დავითი ჰქვია..."
ლაშასაც მუსლიმური წყაროები დავითს უწოდებენ, მარკომაც ეს იგულისხმა, როდესაც აღნიშნა, რომ საქართველოში მეფეს ყოველთვის დავითი ჰქვია.
ქართველთა მეფის ბრწყინვალე გამოსახულება წარმოდგენილია მთელი ტანით, გვირგვინიანი ჩალმით, ევროპული ბისონით, ყელსაკიდი ჯვრით, მინიატურა ასახავს ტექსტის იმ მონაკვეთს, სადაც საქართველოს ერთ-ერთ მონასტერსა და მეფეზეა საუბარი.
ამ მასალების ღირებულება მხოლოდ ინფორმატიული და პორტრეტული კუთხით არ უნდა აღვიქვათ, ევროპული აუდიტორია ქართველთა აღქმას საუკუნეების განმავლობაში სწორედ ამ გამოსახულებათა სურათ-ხატებით ახდენდა, ამაში მდგომარეობს ამ მასალების პირველხარისხოვანი ღირებულება, იმდენად რამდენადაც ისინი იყვნენ ევროპულ წარმოდგენებში ქართული სამყაროს რეპრეზენტაციის სტიმულატორები და პროტოტიპები, ტექსტის წაკითხვამდე ამათ უყურებდა თვალი და პირველი შთაბეჭდილებაც აქედან იბადებოდა.
მიყევით ბმულს - ბექა ჭიჭინაძე
region
ოკუპირებულ სოხუმში ღონისძიება გაიმართება, რომელსაც სომხეთიდან და საბერძნეთიდანაც დაესწრებიან

დროებით ოკუპირებულ სოხუმში "მოსკოვის სახლის" მხარდაჭერით, კონფერენცია "ტრადიციული ოჯახის ღირებულებები - ხალხთა ერთიანობის საფუძველი", "ოჯახი და მშვიდობა" გაიმართება. აღსანიშნავია, რომ კონფერენციას იმ ქვეყნების წარმომადგენლებიც დაესწრებიან, რომლებიც "აფხაზეთის დამოუკიდებლობას" არ აღიარებენ.

მედიის ინფორმაციით, მონაწილეობას მიიღებენ სამთავრობო უწყებების, განათლების, მეცნიერების, ბიზნესის, სასულიერო პირებისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლები აფხაზეთიდან, რუსეთიდან, სირიიდან, ბელარუსიდან, უზბეკეთიდან, სამხრეთ ოსეთიდან, ყაზახეთიდან, საბერძნეთიდან და სომხეთიდან.

ღონისძიების ანონსში წერია:

მოდით, განვიხილოთ:
- ოჯახის მხარდაჭერა და დაცვა;
- ტრადიციული ოჯახური ღირებულებების შენარჩუნება;
- მრავალშვილიანი ოჯახების როლისა და მშობლის ავტორიტეტის გაზრდა;
- ოჯახის კეთილდღეობის შენარჩუნება, შობადობის გაზრდა და განქორწინებების შემცირება.

See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way