USD 2.8448
EUR 2.9182
RUB 2.7683
Tbilisi
ბექა ჭიჭინაძე - აფხაზეთის საკათალიკოსოს სტატუსზე
Date:  1438
ანანია ჯაფარიძის თეორიები სინამდვილეში ვნებს საქართველოს სახელმწიფოს და ეკლესიის ინტერესებს
მისი აზრით, აფხაზეთის საკათალიკოსო დაქვემდებარებული იყო მცხეთის საკათალიკოსოსადმი, სეპარატიზმი სწორედ ამ თეორიაში პოულობს სამეგრელოს, სვანეთის და აფხაზეთის ,,კულტურული ქართველობის" მიზეზს: შუა საუკუნეებში აქ ხომ მცხეთის ეკლესიაა გაბატონებული...
სინამდვილეში, დასავლეთ საქართველოს ეკლესიაში არასოდეს მომხდარა მცხეთის იურისდიქციის გავრცელება, ხაზგასასმელია, რომ დასავლეთ საქართველოში მცხეთის მირონიც კი არ გამოიყენებოდა, დასავლეთ საქართველოსთვის მირონს აფხაზეთის კათალიკოსები და ეპისკოპოსები ხარშავდნენ ბიჭვინთაში, დოსითეოსი ამაზე წერს:
,,რამდენადაც აფხაზებზე ქვემო იბერიის მეფეები მეფობდნენ, მათთან დიდი ხანი შენარჩუნდა კათოლიკე (მართლმადიდებელი) რწმენა, და როდესაც იბერებს (ქვემო იბერებს, ანუ დას. ქართველებს) სურდათ მირონის კურთხევა, ისინი ამას მხოლოდ აფხაზეთში აკეთებდნენ. როდესაც აფხაზებთან კარგ ურთიერთობებში არიან, მათგან მძევლებს იღებენ, რის შემდეგაც მოდიან და წმინდა მირონს ამზადებენ... ლევან დადიანმა ორმოცი ათასი კვართი ჩამოარიგა და მონათლა ორმოცი ათასი აფხაზი და მისცა მათ ეპისკოპოსი".
ჰოდა, ვერავინ ვერ ახნსნის მეგრელების და აფხაზების ქართულ მწიგნობრობას აქ მცხეთის ეკლესიის შეჭრით. აფხაზეთის ეკლესია თავის არსებობის ბოლო დღეებამდე რჩებოდა სრულფასოვან, ავტოკეფალურ, მირონის მხარშველ ეკლესიად, რომელთა კათალიკოსის პატივიც, სხვათა შორის, ბერძენი პატრიარქების ცნობით აღემატებოდა მცხეთელი კათალიკოსისას.
სხვამხრივ, დოსითეოსის განსაცვიფრებელი ცნობა დამაბნეველია, ერთის მხრივ: აფხაზები ძველი დროიდანვე ინახავენ ჭეშმარიტ რწმენას, მეორე მხრივ კი ლევანის დროს ისინი თითქოს მოუნათლავები არიან, ამის მერე, ბუნებრივია ისიც რომ ისინი არც მირონის ხარშვის უმაღლეს და საპატიო კულტურას ფლობენ, მის მოსამზადებლად ბიჭვინთაში იბერები მოდიან. ჩანს, ამაზე წერენ ქართული წყაროები: აფხაზთა გარყვნეს სჯული და კათალილოზობაო.
მაგრამ თუ კარგად დავუკვირდებით, აქ საუბარია თვითწახდენაზე, უფრო მარტივად, საკუთარი ქრისტიანული კულტურის დეგრადაციაზე, რაც სხვადასხვა დროს ბევრ ძველ ქრისტიან ხალხს დამართნია და აფხაზებზე არანაკლებადაც. თუმცა რაც არ უნდა დაეცეს ქრისტიანული კულტურა, შეუძლებელია ნათლობის დავიწყება, ლევანმა ორმოცი ათასი აფხაზი მონათლა ! ვინ არიან ისინი ? ფსოუდან ჩამოწოლილი ჯიქები ? მაგრამ ჯიქებს თავის მხრივ არანაკლები ქრისტიანული კულტურა ჰქონდათ - სოტერიოპოლისა და ნიკოპსის კათედრები კმარა ამის საჩვენებლად.
ზოგი წყაროს მიხედვით ამ ეპოქის დას. საქართველოში მთლიანად ნათლობის სწორი წესი გადავიწყებული იყო, ამას ზოგი მეგრელი ეპისკოპოსიც აღიარებდა და ხშირი იყო გადანათვლის შემთხვევები ლევანი და მის გარშემო შემოკრებილი განათლებული სამღვდელოება, ჩანს, ამ ,,სწორ" ნათლის ცემას ცდილობდნენ, ამავე დროს გამჭირვალეა ამ აქტის პოლიტიკურ საძირკველიც.
მოკლედ, ორი კითხვაზეა პასუხი გასაცემი:
1. რა იქნა აფხაზთა ქრისტიანული კულტურა
2. რატომ გამოდევნეს აფხაზებმა თავისი კათალიკოსი ბიჭვინთიდან და ეპისკოპოსები
1. არსებობს ქრისტიანობის პაგანიზაციის უპრეცედენტო მაგალითები და ამის ასახსნელად ,,ველურების მოსვლა" სულაც არაა საჭირო.
სწორედ ამ ხანებში საქართველოს ეკლესიის ერთ მთავარ კათედრალში - -ალავერდში, მიმდინარეობს სისხლისმიერი მსხვერპლვები, ამაზე ყურადღებას იმიტომ ვაჩერებ, რომ ცხოველთა მსხვერპლშეწირვა არის ახალი აღთქმის იდეის აბსოლუტური კრახი, გაქარება და გაწყალება, სჯულის წახდენა და შერყვნა ამაზე შორს ვერ წავიდოდ... და ეს ხდებოდა ქვეყნის უმთავრეს კათედრალში ! არა უბრალოდ მის პერიმეტრში, ამდენად, ქრისტიანობის ამ საერთო ,,დაკნინება და დაცემის" (ამ ეპოქის შეფასებაა) ხანაში აფხაზთაგან სჯულის შერყვნა საუცხოო სულაც არაა, აქვე, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ქართული ღვთისმსახურება შეუძლებელია ყველა აფხაზისთვის გასაგები ყოფილიყო, სიცრუეა, ყველას არც სამეგრელოში ესმოდა ქართული, მართალია, მთავარი საღვთისმსახურო ენა მეგრელებისვის ყოველთვის ქართული იყო, მაგრამ დადიანის მღვდელ გუგუნავას მოხსენებიდან ირკვევა, რომ ლოცვების ნაწილი ეკლესიაში მეგრულადაც ითქმოდა, ღირსსაცნობია ისიც რომ სამეგრელოდან ევროპაში გაგზავნილი თეოლოგიური დოკუმენტი, რომელიც აჯამებდა აფხაზეთის საკათალიკოსოს ქრისტოლოგიას, დაწერილი იყო ქართულად და მეგრულად. ეს გარემოება ხელს უწყობდა სამეგრელოში მართლმადიდებლობის სწორ აღქმას და ხსოვნას, მაგრამ აფხაზებთან დაკავშირებით არ ჩანს არცერთი ცნობა, რომ მათ ქართულთან ერთად აფხაზურადაც ეწიროთ და მით უმეტეს ეწეროთ, ყველაფერი ეს უფრო დააჩქარებდა გაუცხოებას საკუთარ მართლმადიდებლურ მემკვიდრეობასთან.
რაც შეეხება მეორე ბრალდებას, კათალიკოზობის გარყვნას და ეპისკოპოსთა გამოდევნას, ამის პოლიტიკურ მიზეზებზე ქვევით ვისაუბრებთ.
2. თითქმის საუკუნენახევრის განმავლობაში აფხაზეთის კათალიკოსებად ინიშნებიან ,,პროდადიანური" მღვდელმთავრები, დადიანებმა ამ მხრივ იმხელა შედეგებს მიაღწიეს, რომ ზოგჯერ კათალიკოსები უშუალოდ იბრძოდნენ სამეგრელოს ლაშქარში მეგრელთა მოწინააღმდეების პირისპირ, ასე მაგალითად, ბანძის ბრძოლაში იმერლებმა დაატყვევეს აფხაზეთის კათალიკოსი ილარიონი, რომელიც მეგრელთა ლაშქარში იმყოფებოდა (იხ. ალექსანდრე მესამის სიგელი ეზია იოსელიანისადმი).
კათალიკოსები დადიანთა დასაყრდენი იყვნენ არამხოლოდ იმერეთის მეფის და იმერლების, არამედ პირველ რიგში შერვაშიძის და აფხაზების წინააღმდეგ, ამიტომ, შეიძლება ითქვას, როგორც იმერლები ატყვევებდნენ და კოშკში ამწყვდევდნენ თავის (!) პრომეგრელ კათალიკოსებს, ისე აფხაზებიც სდევნიდნენ თავიანთ პრომეგრელ კათალიკოსებს ბიჭვინთიდან.
პრომეგრელობაში კუთხური ელემენტი საერთოდ არაა საგულისხმებელი, დადიანთა მღვდელმთავრები წარმოშობით ხშირად იმერლები, რაჭველები, ან სულაც ქართლ-კახელები იყვნენ, ხსენებული კათალიკოსი ილარიონი, მაგალითად, ებრაელი იყო. 
აფხაზეთის ეს წარმოშობით ებრაელი კათალიკოსი იყო უგანათლებულესი, პროგრესული და პროევროპული მოღვაწე. შთამბეჭდავია, რომ წალენჯიხელ ეპისკოპოსობისას მიიღო მეცნიერთა-მეცნიერის მივიწყებული ძველი ქართული ტიტული, ილარიონ წალენჯიხელი ევროპელ მისიონერებს უსვამდა კითხვებს ევროპაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე და ცდილობდა წალენჯიხაშიც დაენერგა ზოგი ევროპული ტექნიკური ინოვაცია. ინტერესი ევროპისადმი ილარიონს უნდა გაღვივებოდა მისი მასწავლებლის - ნიკოლოზ ჩოლოყაშვილისაგან, რომელსაც, დოსითეოსის მიხედვით, სასწავლებლად ბევრი ჰქონდა მოგზაურები ესპანეთში, ინგლისში, საფრანგეთში, რომში და სხვაგან."
მიყევით ბმულს - ბექა ჭიჭინაძე
business
კომპანია Meta-მ დაასრულა მრავალფეროვნების, თანასწორობისა და ჩართულობის პროგრამები

კომპანია Meta-მ დაასრულა მრავალფეროვნების, თანასწორობისა და ჩართულობის (DEI) პროგრამები. ინფორმაციას ამის შესახებ Fox News-ი ავრცელებს.

კომპანიამ თანამშრომლებს განუცხადა, რომ „სამართლებრივი და პოლიტიკის ლანდშაფტი მრავალფეროვნების, თანასწორობისა და ჩართულობის ძალისხმევის გარშემო იცვლება“.

მანამდე უმსხვილესმა ამერიკულმა კვების კომპანია „მაკდონალდსმა“ ოთხი წლის შემდეგ მრავალფეროვნების პოლიტიკის გაგრძელებაზე უარი განაცხადა.

როგორც „მაკდონალდსის“ მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, ის მრავალფეროვნების პოპულარიზაციაზე უარს იტყვის კომპანიის უმაღლესი რგოლის დონეზე. ეს პროგრამა შეჩერდება კვების ობიექტების მიმწოდებლებისთვისაც, რომლებსაც ადრე კომპანია უმცირესობების დასაქმებისკენ მოუწოდებდა.

See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way