ბათუმის საქალაქო სასამართლომ, პორტთან აქციაზე დაკავებული 23 პირიდან 15-ის საქმე განიხილა. დაკავებულები სხდომის დარბაზიდან ხელწერილის საფუძველზე გათავისუფლდნენ. დღევანდელ პროცესზე მოსამართლემ მხარეებს მტკიცებულებათა მოსაპოვებლად დამატებით დრო მისცა. ამასთან, ბრალდებულები აცხადებდნენ, რომ ბათუმის პორტთან აქციაზე, დაკავებისას სამართალდამცავების მხრიდან ძალის გადამეტებას ჰქონდა ადგილი. დაკავებულთა ნაწილმა ჟურნალისტებს განუცხადეს, რომ სამართალდამცავებმა დაზიანებები ფეხისა და მუცლის არეში მიაყენეს. ნაწილის სასამართლო პროცესი ხვალ გაიმართება.
ცნობისთვის, სოჭიდან წამოსული საკრუიზო ლაინერის ბათუმის პორტში შემოსვლას მოქალაქეების მხრიდან პროტესტი მოჰყვა. სამართალდამცავებსა და აქციის მონაწილეთა შორის რამდენჯერმე ფიზიკური და სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა, რის შედეგად შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა 23 პირი დააკავეს.
18-თვიანი მოლაპარაკებების შემდეგ დამასკომ და მოსკოვმა ხელი მოაწერეს მემორანდუმს სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ. შეთანხმების მიხედვით სამოქალაქო ობიექტები, მათ შორის ჰამეიმიმის აეროპორტი და ტარტუსის პორტის ნავმისადგომი, სირიის მართვაში გადავა, ხოლო სამხედრო ბაზები ერთობლივ საწვრთნელ ცენტრებად გარდაიქმნება.
შეთანხმება ძალაში სამი თვის განმავლობაში შევა.